ახალი ინსტრუმენტები, ხელოვნური ინტელექტი (AI) და მასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესები შესანიშნავი ამბების გადმოსაცემად

ეს თვე საუკეთესო ამბების აღნიშვნით დავიწყოთ — მომენტებით, რომლებიც გვამოძრავებენ და ჩვენს გონებაში რჩება. „Dune“-ის მეორე ნაწილმა მოიგო ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, რაც დიდი ისტორიების, ვნების, ნიჭის და სწორი ინსტრუმენტების ძალას ადასტურებს.

Dune: Part Two შექმნილია Autodesk Maya პროგრამული უზრუნველყოფით. სურათის ავტორია: DNEG © 2024 Legendary და Warner Bros. Entertainment Inc. ყველა უფლება დაცულია.

რამდენიმე ამ ისტორიას ასობით პერსონაჟი სჭირდება, ამიტომ Autodesk Crowd (ბრბოს, ხალხის მასის) ინსტრუმენტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. სხვა ისტორიები დროისა და რესურსების საზღვრებს სცდება, ამიტომ ისინი AI-ს თავიანთ ძალებთან აერთიანებენ ეფექტურობის გასაზრდელად, რათა ყოველდღიური თასქებისგან გათვაისუფლდეთ და რეალური ხელოვნების შექმნაზე ორიენტირდეთ. თქვენი პროფესიული ზრდა ნიშნავს იმას, რომ თქვენთან ერთად უნდა იზრდებოდეს და უმჯობესდებოდეს ინსტრუმენტები, რომლებიც გიყვართ,—ამიტომ Autodesk მათ უფრო მძლავრს ხდის.

„ჩვენ ვარღვევთ ხანგრძლივ ტექნიკურ ბარიერებს, რათა ხელოვანები უფრო სწრაფად შევიყვანოთ შემოქმედებით ზონაში,“ – ამბობს ბენ ფიშლერი, Autodesk-ის პროდუქტის მართვის დირექტორი.  „ახალი Crowd სიმულაციის, AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტებისა და Flow-სთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების დახმარებით, ჩვენი განახლებები დაგეხმარებათ იმ საბოლოო 80%-ის მიღწევაში, სადაც იწყება რეალური მხიარულება და სადაც შეგიძლიათ კონცენტრირდეთ იმაზე, რომ თქვენი კადრი მუშაობდეს ისტორიის შექმნაზე.“

 

Crowd ინსტრუმენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა

დიდი მასშტაბის სცენების შექმნა — იქნება ეს სტადიონი სავსე გულშემატკივრებით თუ ჯარისკაცებით სავსე ბრძოლის ველი — შეიძლება რთული იყოს. ამის გამარტივების მიზნით, Autodesk-მა დაამატა Golaem პლაგინი Maya-სთვის  Media & Entertainment Collection-ში, რათა შეძლოთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ 3D სამყაროების შევსებას მრავალი ანიმირებული პერსონაჟით.

„Crowd სიმულაცია დიდი ხანია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, და ჩვენი მისია ყოველთვის იყო მისი ხელმისაწვდომობა ყველასთვის,“ – ამბობს ნიკოლას შავრუ, Golaem-ის თანადამფუძნებელი და Autodesk-ის მთავარი პროდუქტის ტექნიკური მენეჯერი. „ახლა, როგორც Autodesk-ის M&E კოლექციის ნაწილი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Golaem პლაგინით უკვე ბევრი სტუდია სარგებლობს  და შესაძლოა, რომ კიდევ უფრო მეტ ხელოვანს მიეცეს შესაძლებლობა შექმნას შთამბეჭდავი, დიდი მასშტაბის სცენები მარტივად.“

Netflix-ის Arcane-ს მეორე სეზონის სცენები, სადაც Crowd სცენები შექმნილია Golaem ფლაგინის გამოყენებით. ვიდეოს ავტორები არიან: Netflix, Riot Games და Fortiche Production.

ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ Fortiche Production-მა Golaem ფლაგინი გამოიყენა Arcane-ის მეორე სეზონისთვის სცენების შესავსებად როგორც რამდენიმე, ისე ასობით პერსონაჟის დასამატებლად. Golaem-ის Layout ინსტრუმენტი სტუდიებს საშუალებას აძლევს პერსონაჟები პირდაპირ Maya-ს ვიპორტში შეცვალონ და მოარგონ ისინი სცენას სიმულაციების ხელახლა გაშვების გარეშე. ხოლო მისი პროცედურული ანიმაციის სისტემა ეხმარება ერთდროულად მრავალი პერსონაჟის კონტროლს.

როდესაც თქვენი სიმულაცია არის კონფიგურირებული Maya-ში, შეგიძლიათ გადაიტანოთ ის 3ds Max, Houdini, Unreal ან Katana-ში Golaem-ის სპეციალიზირებული პლაგინების გამოყენებით. Golaem for Maya მხარს უჭერს წამყვან ინდუსტრიულ ფორმატებს, მათ შორის OpenUSD, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ მუშაობა უზრუნველყოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უპრობლემოდ.

Golaem შეუერთდა Media & Entertainment Collection-ს, რომელიც მოიცავს Maya, 3ds Max, Arnold, MotionBuilder, Mudbox და 15 Bifrost სიმულაციის ნოდს ერთ ხელმისაწვდომ პაკეტში. გარდა ამისა, კოლექციის საშუალებით Arnold-ის გამოყენება 5 კომპიუტერზე ერთდროულად შეგიძლიათ, რაც მასობრივი სცენების რენდერინგს სწრაფსა და ეფექტურს ხდის თქვენი სტუდიისთვის.

AI ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ

თქვენი დღე ვნებით უნდა იყოს სავსე და არა მონოტონური ამოცანებით. თქვენ ამ სფეროში შემოხვედით შემოქმედების მაგიისთვის – და ჩვენ გვინდა, რომ ანიმაციის შექმნა უფრო ინტერაქტიული და ინტუიციური გახადოთ.

მაგალითად, Maya-ში Machine Learning Deformer (Autodesk AI-ზე დაფუძნებული) წყვეტს რთულ პერსონაჟებთან მუშაობისას შეფერხების პრობლემას. Maya-ს განახლება ML Deformer-ის სიჩქარეს, ხარისხსა და მარტივ გამოყენებას ავითარებს – ახლა ის:

  • 40-ჯერ უფრო სწრაფად იტვირთება,
  • 80%-ით ამცირებს დისკის მეხსიერების გამოყენებას,

რათა თქვენ მხოლოდ იმაზე კონცენტრირება შეგეძლოთ, რაც განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის.

მეტი სცენის კონტექსტი

ანიმატორებს ხშირად აკისრებენ დავალებებს სცენის სრული კონტექსტის აღქმის გარეშე – აძლევენ მხოლოდ ცალკეულ კადრს, სადაც არ ჩანს რა მოხდა მანამდე ან რა მოჰყვება მას შემდეგ. ეს ართულებს ისტორიასთან ჰარმონიული პერფორმანსის შექმნას. Autodesk ამ სიტუაციას ცვლის.

Flow-ს „Animating in Context“-ის საშუალებით, Flow Production Tracking-იდან (ადრე ShotGrid) მიმდებარე კადრები პირდაპირ Maya-ის თაიმლაინში გადადის. ახლა ანიმატორებს და  მხატვრებს შეუძლიათ თავიანთ კადრსა და მის ირგვლივ მდებარე შოტებს შორის თავისუფლად გადაადგილება, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული შემოქმედებითი გადაწყვეტილებები და გააუმჯობესონ კადრების თანმიმდევრულობა.

მიიღეთ სცენის კონტექსტი Maya-ში Flow Animating in Context-ის დახმარებით

Flow Animating in Context ასევე გაძლევთ საშუალებას გადაერთოთ წარმოების სხვადასხვა  ეტაპებს შორის – იქნება ეს ლეიაუთი თუ ვიზუალური ეფექტები – რათა ზუსტად მოახდინოთ ფოკუსირება სცენის იმ ნაწილზე, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. შედეგად, მიიღებთ წარმოების დაჩქარებას და ისტორიის უკეთ გადმოცემას.

გაძლიერებული მოდელირება, FX და OpenUSD

ხელსაწყოები, რომლებსაც ყოველდღიურად ეყრდნობით, უნდა იყოს სწრაფი და სასიამოვნოდ გამოსაყენებლად. Maya-სა და 3ds Max-ის განახლებები მოიცავს ასობით გაუმჯობესებას, რათა უფრო მეტად მიუახლოვდეთ შეუფერხებელ შემოქმედებით ნაკადს.

მოდელირების გაუმჯობესება – მძლავრი Volume Booleans ინსტრუმენტი ახლა ხელმისაწვდომია Maya-სა და 3ds Max-ში, რაც ქმნის უფრო ერთიან ლოგიკურ ძრავს ორ ინსტრუმენტს შორის. ეს განახლება აადვილებს თავისუფალი ფორმების შესწავლას და რთული ორგანული ფორმების შექმნას მარტივი პრიმიტივებისგან.

სითხეები – Bifrost-ის ახალი სითხის სიმულაციის ფუნქცია ახლა უკვე ხელმისაწვდომია პირდაპირ Bifrost გრაფიკში. ახალი FLIP გამხსნელი გთავაზობთ ადაპტირებულ გარჩევადობას ეფექტური გამოთვლებისთვის, ნაწილაკებზე დაფუძნებულ ქაფს და გაუმჯობესებულ სიჩქარის შეფასებას. ასევე შეგიძლიათ ფერადი სითხეების გამოყოფა და შერევა. ის შესანიშნავია ფართომასშტაბიანი, არაბლანტი სითხეებისთვის.