გააძლიერეთ თქვენი პროდუქტიულობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით: წარმოგიდგენთ AutoCAD 2025-ს

თუ მზად ხართ მიიღოთ წვდომა უახლეს AI ინტელექტსა და მრავალ შესაძლებლობაზე, რომლებსაც AutoCAD გთავაზობთ, გახსენით Autodesk Access აპლიკაცია ამ განახლების მისაღებად. მთელი Autodesk-ის გუნდის სახელით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება AutoCAD 2025-ში:

 

“Autodesk მოწოდებულია შექმნას ყველაზე ეფექტური CAD ინსტრუმენტი ბაზარზე. AutoCAD 2025-ში თქვენ შეძლებთ 2D ფაილების გახსნას ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ამას 2024 წლის ვერსიაში აკეთებდით*“, – ამბობს მარკუს ო’ბრაიენი, AutoCAD-ის ვიცე-პრეზიდენტი.

არქიტექტურის, საინჟინრო და სამშენებლო კომპანიებისთვის, AutoCAD 2025 უზრუნველყოფს უფრო ღრმა კავშირებს Autodesk-ის პორტფოლიოში. „როდესაც AutoCAD-ის მომხმარებლები გამოიყენებენ Autodesk Docs-ს, მათ შეეძლებათ გამოიყენონ მასთან დაკავშირებული cloud გამოცდილება – ამბობს დანია ელ ჰასანი, AutoCAD-ის პროდუქტების მართვის დირექტორი. „Markup Import-ის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი PDF ფაილები Docs-ში გააზიარონ გამოხმაურებისთვის და მყისიერად ნახონ ეს მარკირება AutoCAD-ში“.

AutoCAD 2025 ასევე აძლიერებს თქვენს 2D და 3D დიზაინის გამოცდილებას ფუნქციებით, რომლებიც აგრძელებენ ინფორმაციისა და ავტომატიზაციის განბლოკვას Autodesk AI-ის დახმარებით. ”ვამაყობ, რომ ჩვენ ვაჩქარებთ ჩვენი მომხმარებლების მუშაობას ძლიერი AI-ით CAD ინდუსტრიისთვის,” – თქვა ელ ჰასანმა. ”ყველაზე ხშირად გამოყენებული სამუშაო ნაკადებზე ორიენტირების გზით, AutoCAD საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ ყველაზე კრეატიულ სამუშაოზე, რაც გამოიწვევს უკეთეს შედეგებს CAD ინდუსტრიასა და AI-ს ეპოქაში.”

ჭკვიანი ბლოკები

ე.წ Smart Blocks პირველად დაინერგა AutoCAD 2024-ში განთავსებისა და ჩანაცვლების ფუნქციებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ გზას Autodesk AI-ს გამოყენების ძირითადი 2D ნახაზების შედგენის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. AutoCAD 2025 ახლა წარმოგიდგენთ ორ ახალ შესაძლებლობას, რომლებიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ დიზაინის ეფექტურობა ხელახალი გამოყენებისა და სტანდარტიზაციის გზით თქვენს ნახაზებში.

გამოიყენეთ ჭკვიანი ბლოკები: მოძებნეთ და გადააკეთეთ გეომეტრია უმარტივესად. ეს ინსტრუმენტი გეომეტრიის არჩევით და ნახაზზე ნაპოვნი ყველა შესატყვისი ობიექტის ხაზგასმით საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ ის ნახაზები, რაც საშუალებას გაძლევთ გადაიყვანოთ ისინი ბლოკის მაგალითებად Autodesk AI-ს დახმარებით.

ძებნა და კონვერტაცია AutoCAD-ში უფრო ეფექტური სამუშაო პროცესის საშუალებას იძლევა . ბლოკები შეიძლება დაიკარგოს ან რთული იყოს მასში მუშაობა, და ეს ფუნქცია კი უფრო ეფექტური მიდგომის საშუალებას იძლევა, იმისთვის რომ დაზოგოთ დრო და სწრაფად შექმნათ ახალი ბლოკები ნახაზის ელემენტებიდან.- ჯო ვანდერპლუმი, დიზაინერი.

Autodesk ასისტენტი

ფუნქცია, რომელიც პირველად დაინერგა AutoCAD და AutoCAD LT 2024.1-ის  განახლებაში, Autodesk ასისტენტი აძლევს მომხმარებლებს სწრაფ წვდომას დახმარების რესურსებზე ჩაშენებული პალიტრის გამოყენებით. Autodesk ასისტენტი გაუმჯობესებულია Autodesk AI-ით სასაუბრო ინტერფეისისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გენერაციულ პასუხებს.

„ადრე, მე ყოველთვის ვიყენებდი სხვა ინსტრუმენტებს ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ  ყოველთვის უფრო მეტი ინფორმაციის მითითება მჭირდებოდა თუ რაიმეს პოვნა მინდოდა, რომელიც რაღაც კონკრეტულ პრობლემას გადამიჭრიდა. Autodesk ასისტენტი რეალურად მაძლევს სწორ ბრძანებებს, პირდაპირ პასუხობს შეკითვებს, ზუსტად ის არის, რაც რეალურად გჭირდება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტისგან.- მარკუს კარლსონი, გემთმშენებლობის უფროსი დიზაინერი

გააუმჯობესეთ პროექტები Autodesk Docs-თან ერთად

AutoCAD 2025 წარმოგიდგენთ რამდენიმე გაუმჯობესებას მომხმარებლებისთვის, რომლებიც მართავენ  პროექტებს Autodesk Docs-ის გამოყენებით – ჩვენი cloud-ზე დაფუძნებული საერთო მონაცემთა გარემო, რომელიც ხელმისაწვდომია AEC კოლექციაში. Markup Import-ით, ახლა შეგიძლიათ ავტოკადშივე დააკავშიროთ PDF ფაილები Autodesk Docs-ში შესრულებულ მარკირებასთან, რათა მუდმივად მოახდინოთ კოლაბორატორების მიერ განხორციელებული ცვლილებების სინქრონიზაცია Docs-ში ხელმისაწვდომი მარკირების ხელსაწყოების სრული ნაკრების გამოყენებით.

ArcGIS® საბაზისო რუქები

დააფუძნეთ თქვენი პროექტები რეალურ გეოგრაფიულ ინფორმაციაზე Esri’s ArcGIS® Basemaps-ის გამოყენებით, რომელიც ახლა უკვე ხელმისაწვდომია პირდაპირ AutoCAD 2025-ში.

წვდომა ხუთი ბაზის რუქაზე მაღალი გარჩევადობის სატელიტური და საჰაერო გამოსახულების სახით, OpenStreetMaps და Streets, ღია და მუქი ნაცრისფერი მონოქრომული რუქების სტილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფს არქიტექტორებს, ინჟინრებს და სამშენებლო პროფესიონალებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

ინფორმაციის წყარო: www.autodesk.com