გაიცანით Enscape Impact: უსწრაფესი შენობის ეფექტურობის ანალიზი პროექტირების პროცესში

შენობების მნიშვნელობა რაღაც ნაწილების ერთობლიობაზე ბევრად უფრო მეტია; მათი შექმნა, ექსპლუატაცია და საბოლოოდ დემონტაჟი მნიშვნელოვანი მომენტებია, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები ან აძლიერებს ნახშირბადის კვალს, ან კი გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მდგრადი მომავალი შევქმნათ.

იმ პირობებში, სადაც შენობები გლობალურ ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისიების 39%-ს იწვევენ, სამშენებლო სექტორის დეკარბონიზაცია გადამწყვეტ აუცილებლობად იქცა, რათა კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედება შევამციროთ.

ამ პროცესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა Enscape Impact, ეხმარება არქიტექტორებს ინფორმირებული, მდგრადობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ინტეგრირებული შენობის ეფექტურობის ანალიზის მეშვეობით, პირდაპირ პროექტირების პროცესში.

შენობის ეფექტურობის ანალიზი Enscape Impact-ით

მარტივად გამოსაყენებელი შენობის ეფექტურობისა და ანალიტიკის ტექნოლოგიის წყალობით, შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ინფორმირებული დიზაინის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას.

Enscape Impact უზრუნველყოფს სწრაფ ენერგომოდელირების სიმულაციას პროექტირების ადრეულ ეტაპზე. ახლა უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი დიზაინის მდგრადობა გაცილებით ადრე და მყისიერად შეადაროთ ძირითადი პარამეტრები, როგორიცაა გაგრილების და გათბობის დატვირთვები, პროექტირების პროცესშივე. ასევე, შესაძლებელია ამ მონაცემების პირდაპირ ვიზუალიზაციაში ჩვენება, რაც აადვილებს მათ აღქმას და კომუნიკაციას.

Enscape Impact შექმნილია გლობალურ კლიმატურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, IES-თან პარტნიორობით. ინსტრუმენტი აერთიანებს IES-ის ენერგომოდელირების შესაძლებლობებს და Enscape-ის ინტერაქტიულ ფუნქციებს, რომელსაც უკვე იცნობთ და იყენებთ. მასში დამატებულია ენერგოეფექტურობის მონაცემები, ენერგიის მოხმარების სიმულაცია და ნახშირბადის ემისიების ინდიკატორები, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პროექტირების ადრეულ ეტაპზე.

დამატებითი ანალიტიკური შრე თქვენი დიზაინის პროცესში

მყისიერი, ინტუიციური და ინტეგრირებული

Enscape Impact არქიტექტორებს სთავაზობს სწრაფ და ინტუიციურ გზას, რათა შეაფასონ მათი დიზაინის გარემოზე ზემოქმედება. ახლა უკვე შეგიძლიათ მინიმალური შეფერხებით რეალურ დროში გააანალიზოთ შენობის ეფექტურობა, მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებების დახმარებით.

ადრე ეს პროცესი ცალკეულ ეტაპს წარმოადგენდა და ხშირად რეალური დიზაინის ცვლილებებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. Enscape Impact კი ამ ანალიზს პირდაპირ აინტეგრირებს არქიტექტურულ პროცესში, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო გააზრებული და მდგრადი დიზაინის გადაწყვეტილებები პროექტირების მიმდინარეობისას.

მონაცემებზე დაფუძნებული ხელმისაწვდომი დიზაინის გადაწყვეტილებები

Enscape Impact საშუალებას გაძლევთ, ენერგომოდელირებისა და ეფექტურობის ანალიზის გამოცდილების გარეშეც მიიღოთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მდგრადი შენობების პროექტირებაში. ინტერაქტიული საგანმანათლებლო მინიშნებები (tooltips) დაგეხმარებათ ანალიტიკური პროცესის გააზრებაში, რაც სწავლის პროცესს მარტივსა და ინფორმაციულს ხდის.

საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერა

Enscape Impact ასევე შეიძლება იქცეს სასწავლო კომპანიონად, რომელიც ხელს შეუწყობს შენობის ეფექტურობის პრაქტიკული ანალიზის შესწავლას. სტუდენტებს და მკვლევრებს შეუძლიათ საგანმანათლებლო ლიცენზიით უფასოდ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი და აკადემიურ გარემოშივე გახადონ მათი პროექტები მდგრადი.

მარტივი და სანდო ანალიზი

სიმარტივე არ ნიშნავს უზუსტობას!Enscape Impact-ის მიერ მოწოდებული მონაცემები ეფუძნება APACHE ძრავს – ენერგომოდელირების ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სისტემას, რომელსაც გლობალური კლიმატური ტექნოლოგიური კომპანია IES აწარმოებს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, IES გახდა მსოფლიო ლიდერი ინტეგრირებული ეფექტურობის ანალიზის სფეროში. APACHE ძრავი ფართოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ენერგოსიმულაციის სისტემა, რომელიც დინამიკურ თერმულ სიმულაციებს იყენებს და გვთავაზობს ღრმა ანალიზს შენობების შესრულების მაჩვენებლების შესახებ.

მაღალი სიზუსტე და მუდმივი გაუმჯობესება

Enscape Impact-ის სიმულაციის შედეგები ამჟამად 12%-ით განსხვავდება IES-ის Virtual Environment (VE) პროგრამისგან, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში შენობების ეფექტურობის ანალიზისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზუსტეც დამაკმაყოფილებელია, პროდუქტის სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას, რათა ეს განსხვავება კიდევ უფრო შეამცირონ და ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანონ, რაც ანალიზის შედეგებს კიდევ უფრო საიმედოს და ზუსტს გახდის.

Enscape Impact-ის ინტერფეისი შექმნილია ისე, რომ დიზაინში ენერგიის მოხმარების ვიზუალური წარმოდგენა მაქსიმალურად ნათელი და მარტივი იყოს. თქვენ შეგიძლიათ რეალურ დროში იხილოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა მაქსიმალური დატვირთვები, ნახშირბადის საერთო ემისიები და სხვა უფრო კომპლექსური ანალიტიკური მონაცემები.

ეს ინტუიციური ვიზუალიზაცია ფასდაუდებელი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ კლიენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს თქვენი დიზაინის მდგრადობის სტატუსის მარტივად წარდგენაში.

Enscape Impact სრულად ინტეგრირებულია Enscape-ის ყველა მხარდაჭერილ პლატფორმასთან – Revit, SketchUp, Vectorworks, Archicad და Rhino. ის Enscape-ის ძირითადი პროდუქტის სამუშაო პროცესთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს არქიტექტურული დიზაინის პროცესში.

სწრაფი ანალიზი საშუალებას გაძლევთ, მყისიერად შეისწავლოთ და შეაფასოთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, რაც ხელს უწყობს ინტენსიურ და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესს – საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრების საფუძველს.

Enscape Impact არა მხოლოდ არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვისაა განკუთვნილი, არამედ AEC (არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის) ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაც. BIM მენეჯერები და ინჟინრები შეძლებენ არქიტექტორებთან უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთონ პროექტირების დიზაინში, რაც უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ სრულად მდგრადობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები შეიქმნას.

ხელმისაწვდომი და ეკონომიური გადაწყვეტილება

Enscape Impact უზრუნველყოფს კომპაქტურ და ეკონომიურ გადაწყვეტილებას მათთვის, ვისაც სურს ინტეგრირება საკუთარ სამუშაო პროცესში. ეს ინსტრუმენტი ზუსტ მოდელირებას უზრუნველყოფს და ხელმისაწვდომი ლიცენზირების მოდელებით გამოირჩევა.

მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების წყალობით, Enscape Impact ყველასთვის ხელმისაწვდომია – მაღალი წარმადობის კომპიუტერული აღჭურვილობის საჭიროების გარეშე.

თანამედროვე ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ბაზარზე მწვანე არქიტექტურა არ არის მხოლოდ ეთიკური არჩევანი – ის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაცაა.

შენობის ეფექტურობის ანალიზის ფუნქცია არქიტექტორებს შესაძლებლობას აძლევს, ინდუსტრიაში ახალი სტანდარტი დააწესონ, შექმნან ეკოლოგიურად მდგრადი და ენერგოეფექტური სივრცეები, რომლებიც მხოლოდ ესთეტიკით არ გამოირჩევიან, არამედ მინიმალური ეკოლოგიური ზემოქმედებითაც.

სცადეთ Enscape Impact

Enscape Impact არ არის უბრალოდ Enscape-ის ახალი ფუნქცია – ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ ვიზუალიზაციას და შენობის ეფექტურობის ანალიზს. ის ხსნის სხვაობას ენერგომოდელირებასა და დიზაინის კრეატიულ პროცესს შორის, რათა მდგრადი დიზაინის მართვის შესაძლებლობა პირდაპირ არქიტექტორების ხელში გადავიდეს.

გახდით გლობალური ცვლილების ნაწილი – დაეხმარეთ AEC ინდუსტრიას ნახშირბადის ემისიების შემცირებაში და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი გარემოს შექმნაში.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, გამოსცადოთ Enscape Impact, ისწავლოთ როგორ ჩართოთ ენერგეტიკული ანალიზი თქვენს დიზაინში და შეიმუშავოთ უფრო მდგრადი მომავალი.

გაითვალისწინეთ: Enscape Impact არის Enscape-ის დამატებითი მოდული. მის გამოსაყენებლად გჭირდებათ აქტიური Enscape-ის ლიცენზია.

პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში მოითხოვეთ ფასი: info@bimsolutions.ge