ეს კუ-ს ფორმის შენობაა?

ვიეტნამის ფუკუოკის კუნძულის გულში მდებარე ზღვის ნიჟარის აკვარიუმი გამოირჩევა, როგორც სტრუქტურული ინჟინერიის საოცრება, რომელიც წარმოაჩენს უნიკალურ კუს ფორმის დიზაინს და იტევს ზღვის ცხოველთა მრავალფეროვან სპექტრს, მათ შორის 1000 მედუზას, 200 პინგვინს და მრავალ იშვიათ თევზის სახეობას. სამ სართულზე 15 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ეს რთული სტრუქტურა აერთიანებს რთული დიზაინის ელემენტებს და ინჟინერიის მოწინავე ტექნოლოგიებს.

პროექტის შესახებ

Arup-ის მიერ დაპროექტებული, ამ უნიკალური ფორმისა და აკვარიუმის რთული გეომეტრიის მოკლე ვადაში განხორციელება რთული ამოცანა იყო. სამუშაოს მოცულობა მოიცავდა სტრუქტურულ, გეოტექნიკურ, MEP და ხანძარსაწინააღმდეგო ინჟინერიას.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი ბევრ ვარიანტსა და ანალიზს საჭიროებდა, პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. გამოიყენეს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Rhino და Grasshopper, GSA და IDEA StatiCa. BIM-ის ინტეგრაციამ პროექტის სამუშაო პროცესები მნიშვნელოვნად გაამარტივა, ინფორმაციის გადაცემა გახდა უწყვეტი, დაიზოგა დრო და რესურსები.

საინჟინრო გამოწვევები

თავისუფალი ფორმის გარე ზედაპირის შექმნის ტრადიციული მიდგომაა კოლონებისა და სვეტების კონსტრუქციის გამოყენება, რომლებიც გამაგრებულია დამხმარე ფერმებით თუმცა, ავზების ზომამ და განლაგებამ ეს მიდგომა რთული გახადა.

ამის ნაცვლად, არჩეული იქნა უფრო რთული გეგმარება — გადაჭიმული გრძელ მალიანი სახურავის სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად შესაძლებელს ხდიდა როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სისტემების მშენებლობას.

საწყისი სტრუქტურული სქემა მოიცავდა სახურავს უორენის რადიალური  ფერმების სერიით და წრიული გადამცემი ფერმების სისტემის ორი რგოლით. მთელი სახურავი ეყრდნობოდა ბეტონის სვეტებს, რაც უზრუნველყოფდა განსაზღვრულ და ეფექტურ დატვირთვებს.

 

ბევრი ვერსიისა და კორექტირების (მაგალითად: სახურავის დიზაინის, სვეტების განლაგების, სვეტების რაოდენობის, სახურავის საზღვრის, ტრესების სიმაღლის, შეერთებების ტიპისა და გამამაგრებელი სისტემების განლაგების) შემდეგ, საბოლოო კონსტრუქციული დიზაინი დამტკიცდა.

 

მიღწეული შედეგები და გადაწყვეტები

მანამდე, სანამ გუნდი IDEA StatiCa-ს გამოიყენებდა, შეერთებების პროექტირება Excel-ში უწევდათ. IDEA StatiCa Connection-მა გუნდს მისცა შესაძლებლობა, სწრაფად და უსაფრთხოდ გაეკეთებინათ მოდელირება როგორც ხრახნიანი, ასევე შედუღებული შეერთებებისთვის. კომპლექსური ანალიზები — მათ შორის მორღვევის (buckling), სიხისტის, გამძლეობისა და სეისმური გამოთვლები — მინიმალური ძალისხმევით განხორციელდა.

GSA-სთან არსებული BIM კოლაბორაციის მეშვეობით, GSA-ში შექმნილი მოდელი პირდაპირ IDEA StatiCa-ში გადაიტანეს, შიდა ძალების, ელემენტების კვეთისა და გეომეტრიის მონაცემების ჩათვლით. ამის წყალობით, მნიშვნელოვნად შემცირდა შეცდომებისა და განმეორებითი სამუშაოების რისკი და გუნდი სხვა კრიტიკულ ამოცანებზე კონცენტრირდა.

 

 

Arup-ის შესახებ

ARUP არის მრავალეროვნული პროფესიული მომსახურების ფირმა, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს და რომელიც უზრუნველყოფს საინჟინრო, დიზაინის, დაგეგმვის, პროექტის მართვისა და საკონსულტაციო მომსახურებას შენობის ყველა ასპექტისთვის. თითქმის 20,000 თანამშრომლით, ის დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიაა.

 

სტატიის წყარო: www.ideastatica.com