კონსტრუქტორებით დაკომპლექტებულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, აიღონ სრული კონტროლი მშენებლობის პროცესზე, უზრუნველყონ ინდუსტრიისთვის სანდო პროექტის სიცხადე, რათა შეამცირონ რისკები. Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფა გარდაქმნის ინფორმაციას ხედვად, რაც ზრდის თქვენი პროექტების პროდუქტიულობას.
დროისა და ხარჯების გადაჭარბება სამწუხაროდ ნორმად იქცა სამშენებლო ინდუსტრიაში. 2020 წელს McKinsey & Company-მ აღნიშნა, რომ მოგება, გადასახადების გამოკლებით, დაახლოებით მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში მაღალია რისკების დონე. თუმცა ინჟინრებს სხვაგვარადაც შეუძლიათ იმუშაონ— ინფორმაციულად მდიდარი კონსტრუქციული BIM მოდელების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს ეფექტურობის ზრდას პროექტის ყველა ეტაპზე. Tekla-ს 3D მოდელების საშუალებით საპროექტო და სამუშაოების შემსრულებეთა გუნდები ერთიანდებიან საერთო ხედვით, თუ რა უნდა შესრულდეს პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.
Tekla Structural BIM პროგრამული უზრუნველყოფა პროგნოზირებს პრობლემებს და უზრუნველყოფს მკაფიო კომუნიკაციას.
BIM უზრუნველყოფს ბირთვული ხარისხის მიწოდებას ჰინკლი პოინტ C-ზე
სომერსეტში, ჰინკლი პოინტ C-ზე (HPC), EDF აშენებს ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს — ბრიტანეთში ბირთვული ელექტროსადგურების ახალი თაობის პირველ ობიექტს, რომელიც უზრუნველყოფს ნულოვანი ნახშირბადის შემცველობის ელექტროენერგიას.
პროექტის ეფექტური მართვისათვის “EDF_მა” შექმნა სპეციალური გუნდი “Tekla” კონტროლისა და შენობის 3D მოდელის ასლის შექმნისათვის, სამუშაო მოდელის, რომელიც ზუსტად შეიცავს ბეტონისა და არმატურის რეალურ რაოდენობებს. სამოქალაქო საინჟინრო სამუშაოების პროექტირება განხორციელდა საფრანგეთში დაფუძნებული კომპანია ICOS-ის (EGIS, Tractebel და SETEC) და დიდ ბრიტანეთში მდებარე ATKINS-ის მიერ. ICOS პასუხისმგებელი იყო პროექტის ცენტრალურ ნაწილზე. ATKINS-ის ვალდებულებაში შედიოდა რამდენიმე სამუშაო პაკეტის დეტალური პროექტირება. ამ საპროექტო პაკეტების ფარგლებში ICOS-მა და Atkins-მა შექმნეს სრულად ინტეგრირებული სამგანზომილებიანი არმატურის მოდელი Tekla Structures-ის გამოყენებით, რომელიც შემდგომ უკვე გადაეცა EDF-სა და BYLOR-ს.
მნიშვნელოვანი ეფექტურობის დონე კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის პროექტში
Tekla Structures-ის გამოყენებით, ინჟინრებმა კომპანია @ Larsen & Toubro Ltd (L&T) – Sargent & Lundy Ltd-დან შეძლეს მთლიანად კონსტრუირებადი ელექტროსადგურის მოდელის შექმნა. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა მოითხოვდა საკმაოდ მაღალ საწყის ინვესტიციას. ზუსტი 3D მოდელი დაეხმარა მათ აღმოჩენასა და აღმოფხვრაში დიზაინის ფაზაში არსებული შეცდომებისა და ასევე მშენებლობის პროცესის დეტალურად დაგეგმვაში.
კონსტრუირებადი Tekla მოდელების მეშვეობით, პროექტში ჩართული საპროექტო, მწარმოებელი და სამშენებლო მოედანზე არსებული გუნდები ერთიანდებიან და იღებენ საერთო წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა უნდა შესრულდეს პროექტში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა საპროექტო ვადის ამოწურვამდე დასრულდა
,,ზუსტი და მოქნილი არმატურის დეტალიზაციიდან, 3D მოდელების შექმნისა და მართვის პროცესამდე, აგრეთვე მთელი სამშენებლო სამუშაოების განმავლობაში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიმართულებით, Tekla იყო იდეალური არჩევანი, რომელიც მრავალ უპირატესობას გვთავაზობდა ჩვენი BIM პროცესის განმავლობაში.’’ –ჰო ვან თაო, პროექტის დირექტორი სამშენებლო კომპანია Coteccon-ში.
პროქტი Landmark 81, რომელსაც ქმნიდა ბრიტანული კომპანია Atkins, ვიეტნამში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალი შენობაა, რომელიც 461 მეტრია (8 მეტრით უფრო მაღალი, ვიდრე წინა ლიდერი Petronas Twin Towers), და, რომელიც საპროექტო ვადის ამოწურვამდე 45 დღით ადრე დასრულდა. Coteccons არის ვიეტნამის ერთ-ერთი უდიდესი კონტრაქტორი, რომელიც სპეციალიზდება მდგრადი დიზაინისა და მშენებლობის სერვისებზე. Coteccons-ის გუნდი ურყევად მიიჩნევს, რომ BIM და Tekla Software იყო და არის გასაღები მათი პროექტების წარმატებისთვის.
სტატიის წყარო: www.tekla.com