სტრუქტურულ ინჟინერიაში ჩამაგრების დიზაინი არის კრიტიკული ასპექტი სტრუქტურების სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ბევრი ინჟინერი თვლის, რომ ჩამაგრების დიზაინი ძალიან დიდი ,,ტკივილია’’ მათთვის. გაეცანით ბლოგს და შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ,,ტკივილის’’ მოსაგვარებლად.
ჟურნალ New Civil Engineer-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელმაც გამოიკვლია 100-ზე მეტი პრაქტიკოსი სამოქალაქო ინჟინერი, 55%-მა აღნიშნა, რომ დახარჯა, დაახლოებით, 4 საათი ტიპიური ფოლადის-ბეტონის კავშირის დიზაინზე და შესაბამისი ანგარიშის შექმნაზე. ეს საკმაოდ ბევრია, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც პროექტში უნდა იყოს განხილული.
თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც დეტალებს ებრძვის, მაშინ IDEA StatiCa -ს თქვენთვის კარგი ამბები აქვს. ეს ბრძოლა ახლა დასრულდა, რადგან ჩვენ წარმოგიდგენთ IDEA StatiCa Detail-ისა და IDEA StatiCa Connection-ის კომბინირებულ სიმძლავრეს, დამაგრების ანგარიშის საბოლოო ხელსაწყოს. ეს აადვილებს დამაგრების ანგარიშს და მოითხოვს უფრო ნაკლებ დროს.
რატომ არის დამაგრების ანგარიშის შესრულება ასეთი მტკივნეული ყველა ჩვენგანისთვის?
სანამ ჩვენს ვარიანტებს განვიხილავთ, მოდით განვსაზღვროთ, როგორ კეთდებოდა აქამდე ეს საქმე.
მიუხედავად იმისა, ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ ევროკოდზე, AISC-ზე ან რაიმე სხვა სტანდარტზე ან სპეციფიკაციაზე დამაგრების ანგარიშისთვის, არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ფოლადისა და ბეტონის კავშირებს.
- პირველ რიგში ხდება ბეტონში ჩამაგრებისას წარმოქმნილი ყველა შესაძლო რღვევის სახის დადგენა, რომელიც შემდგომში დაყოფილია მისი გამომწვევი ძალების მიხედვით. უნდა მოხდეს ყველა ასეთი შემთხვევის გაანალიზება და გამოთვლა.
- შემდეგ ისინი გვთავაზობენ გამოსავალს კომპონენტის მეთოდის გამოყენებით, სადაც სახსარი უნდა დაიყოს ინდივიდუალურ კონფიგურაციებად და შეფასდეს სათითაოდ.
- ეს ყველაფერი კიდევ უფრო რომ გავართულოთ, ზოგიერთ სტანდარტს ან საერთოდ არ აქვს ბეტონის შეფასების შესაბამისი პროცედურა, ან რეკომენდაციას უწევს ზედმეტად კონსერვატიულ დიზაინს, რომელიც მოითხოვს დამატებით გამაგრებას კონკრეტული სახსრის ზუსტი გაანგარიშების გარეშე.ამის ნაცვლად კი, ის ხშირად იცვლება დეტალური ნორმებით.
ზემოხსენებულ მიდგომაში ცუდი არაფერია. პირიქით, ეს მიდგომა გამოცდილი და პრაქტიკაში დამკვიდრებულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე “მაგრამ”:
- დამაგრების კიდევ უფრო მარტივი ტიპების დიზაინს შეიძლება შედარებით დიდი დრო დასჭირდეს.
- კონსერვატიული მიდგომა შეიძლება გახდეს საკმაოდ რთული, როდესაც საქმე ეხება ნაკლებად ტიპურ ან სრულიად არასტანდარტულ დამაგრებას.
- იგივე ეხება სპეციალობებს, როგორიცაა კიდესთან დამაგრება ან თხრილის გადატანა საჭრელი სამაგრების გამოყენებით და ა.შ.
ეს იწვევს გადაჭარბებულ მატერიალურ ხარჯებს, დროის ფუჭ კარგვას და მრვალ სხვა მნიშვნელოვან პრობლემას. მაგრამ რატომ, თუ ეს არ არის აუცილებელი? ჩვენ უკვე რამდენიმე წელია გვაქვს FE მეთოდები და მათი განვითარება აგრძელებს წინსვლას. IDEA StatiCa-ში ჩვენ ვიყენებთ CBFEM და CSFM მეთოდებს, რომლებსაც ზოგიერთმა შეიძლება უწოდოს ინოვაციური, თუმცა, სინამდვილეში, ისინი უკვე დიდი ხანია არსებობს და ეფუძნება ვარაუდებს ან მეთოდებს, რომლებიც ეფექტურია ათწლეულების განმავლობაში.
მათი გამოყენებით დღევანდელ სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში, სადაც დიზაინის პროცესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ წარმოუდგენელი უპირატესობა. ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ დრო და ამავდროულად მივაღწიოთ უფრო ზუსტ შედეგებს. ეს არა მხოლოდ სიმშვიდეს მოაქვს, არამედ საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მასალები, რაც იწვევს ხარჯების დაზოგვას. მაშ, რას გვთავაზობენ უახლესი ხელსაწყოები?
IDEA StatiCa, როგორც რთული პრობლემის სრული გადაწყვეტა
IDEA StatiCa წინ მიიწევს. დღეს უკვე აღარ არის საჭირო ერთი ხელსაწყო ფოლადის შეერთებისთვის, ცალკე ხელით გამოთვლების დამატება ან ბეტონის შეერთებისთვის სხვა ხელსაწყოს გამოყენება. ახლა ჩვენ შეგვიძლია გაუმკლავდეთ ყველაფერს და ეფექტურად დავაკავშიროთ სამუშაო პროცესი ერთმანეთთან. როგორ?
24.1 ვერსიამდე, IDEA StatiCa Connection-ში, ჩვენ შეგვეძლო შეგვეფასებინა ფოლადის ნაწილები რამდენიმე შეზღუდვით და ბეტონის საყრდენის ძირითადი შეფასებებით (მხოლოდ ჩვეულებრივი ბეტონი). საჭირო იყო დამატებითი ხელით გამოთვლები, ასევე სრული გამოთვლები რკინაბეტონის გამოყენებისას. არადამაკმაყოფილებელი შეფასებები ძირითადად გამოწვეული იყო ბეტონის ბლოკით, რაც ინჟინრებისთვის თავის ტკივილის მიზეზი ხდებოდა.
ახალი ვერსიის გამოსვლასთან ერთად IDEA StatiCa 3D Detail-ში განახლდა და დაემატა ბევრი ახალი ფუნქცია, როგორიცაა უფრო ზუსტი გადაცემა ძალების ჩაანკერებისას ანკერიდან ფუნდამენტზე, დაემატა ჩაანკერების ფუნდამენტის არმირების გამოთვლა ამოვარდნაზე და ბეტონის კონუსის რღვევაზე. რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ არმირების გენერირება გამომდინარე ანგარიშიდან.
შემდეგ Connection-ში შეგიძლიათ გააგრძელოთ სამაგრების, საყრდენი ფირფიტის და ფოლადის ყველა კომპონენტის შეფასება, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე აპლიკაცია დამოუკიდებლად მუშაობს, რეალური უპირატესობა აქვს მათ, ვინც აერთიანებს კავშირის და დეტალების ძალას. აპლიკაციები ავსებენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთად იძლევა შეფასებების ყოვლისმომცველ პაკეტს.
შესაძლებლობების სრულიად ახალი სპექტრი
მოდით გადავხედოთ რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს, რომელიც შესაფერისია ჩვენი გადაწყვეტისთვის და აღმოვაჩინოთ რა არის ახლა ხელმისაწვდომი:
შესანიშნავი ხელსაწყოები უსარგებლო იქნებოდა მარტივი სამუშაო პროცესის გარეშე. არავის არ სურს დროის დახარჯვა ერთი და იგივე დეტალის ორჯერ მოდელირებაზე. ასე რომ, დეტალებისა და კავშირის დაკავშირება ჩვენთვის აბსოლუტური აუცილებლობა იყო. მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით, მოდელის იმპორტი, დატვირთვების ჩათვლით, მზად არის. ერთადერთი დამატებითი ნაბიჯი, რომელიც უნდა გაკეთდეს, არის გამაგრების დამატება და მოდელი მზადდება საბოლოო გაანგარიშებისთვის. მთელი პროცესი შეიძლება დასრულდეს სულ რამდენიმე წუთში, რაც თავადაც შეგიძლიათ იხილოთ:
ასე რომ, თუ კავშირების დაპროექტება თქვენთვის ძალიან დიდ პროცესთან ასოცირდება და არაგონივრულ დროს მოითხოვს, ჩამოტვირთეთ IDEA Statica-ს ახალი ვერსია, გამოსცადეთ მისი შესაძლებლობები და შეგვატყობინეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა.
წყარო: www.ideastatica.com