რა არის ახალი Civil 3D-ს 2026 წლის ვერსიაში: გამოსცადეთ დროის დაზოგვისა და ეფექტურობის გაუმჯობესებული ინსტრუმენტები

მოგესალმებით Autodesk Civil 3D 2026-ში — ეს არის უახლესი ვერსია, რომელიც დაგეხმარებათ პროექტების ვადების გაუმჯობესებაში, სიზუსტის გაზრდაში, თანამშრომლობის გაღრმავებაში და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში უფრო მაღალი სიზუსტით. ისარგებლეთ ახალი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, რომელთაგან ბევრი უშუალოდ Civil 3D-ის მომხმარებლების მიერ არის შემოთავაზებული — რათა გარდაქმნათ თქვენი მუშაობის წესი, გააუმჯობესოთ თანამშრომლობა და უზრუნველყოთ უფრო გამძლე ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა კი დეტალურად მიმოვიხილოთ ის გაუმჯობესებები, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია.

 

ავტომატიზებული ფუუნქციები სადრენაჟე სისტემების დიზაინში

Civil 3D 2026-სა და Dynamo-ს ინტეგრაციით, სადრენაჟე სისტემების პროექტირება რადიკალურად იცვლება. ახალი კვანძები აუზებისთვის საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მართოთ აუზების ჯგუფები, boundaries-ის გეომეტრიიდან შექმნათ აუზები და მარტივად დააკონფიგურიროთ წყლის ნაკადის მიმართულების მონაცემები. ახალი FeatureLine.ByPoints კვანძი კი შესაძლებელს ხდის სხვადასხვა დისციპლინაში ძირითადი ხაზოვანი ობიექტების ავტომატიზირებულ შექმნას. შეიგრძენით ეფექტურობა, სიზუსტე და კონტროლი — ჭკვიანი ავტომატიზაციით, ყველაფრის მართვა და კონტოლი თქვენს ხელთაა.

მართეთ სარკინიგზო პროექტების დიზაინი

გააუმჯობესეთ თქვენი სარკინიგზო პროექტები Project Explorer-ის გაუმჯობესებული ფუნქციონალით. ეს ცენტრალური ჰაბი ამარტივებს კომპლექსური სამოქალაქო ინჟინრული ელემენტების გადახედვას, ვალიდაციას, რეპორტინგს, ექსპორტსა და რედაქტირებას. RailCANTInfo-ის ახალი მნიშვნელობებისა და AutoCAD-ის ბრძანებების ხაზის (Command Line) მხარდაჭერით, სარკინიგზო დიზაინერებს შეუძლიათ განსაზღვრონ მოსახვევები სიჩქარის, მრუდის რადიუსისა და CANT-ის კომბინაციით. ამ გაუმჯობესებებით, რთულ სარკინიგზო პროექტებში ორიენტაცია არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი.

დაზოგეთ დრო მონაცემთა მითითებით

Civil 3D 2026 აძლიერებს მონაცემთა მითითების შესაძლებლობებს, რაც გაძლევთ საშუალებას დაარეფერენციროთ მხოლოდ ის ზედაპირის მონაცემები, რაც რეალურად გჭირდებათ. ამ ვერსიაში შეგიძლიათ განსაზღვროთ ინტერესის ზონა და მოიხმაროთ მხოლოდ ამ ზონაში არსებული ზედაპირის მონაცემები. ეს ამცირებს სამუშაო ფაილის ზომას და ზრდის მის წარმადობას, რადგან მთლიანი ზედაპირის მითიტებას აღარ აკეთებთ მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი ნაწილია საჭირო — რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

ოპერაციული საკოორდინაციო სისტემის ტრანსფორმაციის გაუმჯობესება

გააუმჯობესეთ პროექტის სიზუსტე ახალი კოორდინატული სისტემებისა და გაუმჯობესებული ტრანსფორმაციის ხელსაწყოს დახმარებით. მარტივად შეცვალეთ ობიექტების კოორდინატური სისტემა თქვენს ნახაზებში, რაც ზრდის სიზუსტეს, ამცირებს გადამუშავების საჭიროებას და მინიმუმამდე ამცირებს შეცდომებს.

სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაცია 3D ვიზუალიზაციით

გაამრავალფეროვნეთ თქვენი დიზაინის გამოცდილება და გადახედვის პროცესი ინოვაციური 3D მოდელის ხედვის ხელსაწყოთი (3D Model Viewer). ეს მაღალი წარმადობის მქონე ინსტრუმენტი შესაძლებელს ხდის მარტივად განახორციელოთ 3D მიმოხილვა Civil 3D-ში, მიიღოთ მყისიერი ვიზუალური უკუკავშირი და უკეთ გაიაზროთ კომპლექსური ობიექტები. გაამარტივეთ სამუშაო პროცესი და გააუმჯობესეთ დიზაინის შემოწმების ხარისხი ინტუიციური 3D ვიზუალიზაციით. ფანჯარა, რომელიც არ ფარავს სხვა სამუშაო სივრცეს, ყოველთვის გახსნილია — მარტივად აკონტროლეთ, რა გინდათ, რომ გამოჩნდეს და ავტომატურად იხილეთ ცვლილებები დიზაინის სივრცეში.

ანალიზის ინტეგრაცია სადრენაჟე დიზაინის სამუშაო პროცესში

სადრენაჟე დიზაინის გაფართოება Civil 3D-სთვის გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ძლიერი InfoDrainage-ის ანალიზის ძრავა პირდაპირ Civil 3D-ში — InfoDrainage-ის დაყენების გარეშე. ეს უზრუნველყოფს მარტივ და კოლაბორაციულ სამუშაო პროცესს. ისარგებლეთ გაუმჯობესებული სადრენაჟე დიზაინის ფუნქციონალით არხებისთვისა და მიწისქვეშა საცავებისთვის. შეასრულეთ სადრენაჟე სისტემების ანალიზი სხვადასხვა მეთოდებით და გადაამოწმეთ შედეგები მათ მოდელში შეყვანამდე.

ეს გაუმჯობესება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააპროექტონ სადრენაჟე ელემენტები და დაუკავშირონ ისინი Civil 3D-ში უკვე არსებული სისტემის სხვა კომპონენტებს (მაგ. მილებს, აუზებს და ა.შ.). შესაძლებელია ქლაუდ ანალიზზე წვდომა პირდაპირ Civil 3D-დან — InfoDrainage ასრულებს ანალიზს ქლაუდში, შედეგები ბრუნდება Civil 3D-ში, სადაც მომხმარებელი ამოწმებს და ამ შედეგებზე დაყრდნობით ასრულებს ცვლილებებს სადრენაჟე სისტემის ობიექტებზე.

სადრენაჟე ანალიზი Civil 3D-ისთვის ამჟამად ტექნოლოგიური მიმოხილვაა, რაც Civil 3D-ს მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოსცადონ ახალი ფუნქციები და გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები პროდუქტის ორგანიზატორებს.

 

დააკავშირეთ დიზაინის მიმოხილვა და თანამშრომლობა

დააკავშირეთ თქვენი Civil 3D-ს დიზაინები Autodesk Construction Cloud-თან. ახალი Civil Tools ხელსაწყოებით, მართეთ დიზაინის მონაცემები სხვადასხვა პროექტებში. ეს ინსტრუმენტები განაახლებენ ინფრასტრუქტურის დიზაინის გადახედვის პროცესს, უზრუნველყოფენ მოდელის მარტივ მიმოხილვას, გაუმჯობესებულ პრობლემების ტრეკინგს და ეფექტურ ვალიდაციას. მიიღეთ უკეთესი თანამშრომლობა და გაუმჯობესებული დიზაინის ხარისხი რეალურ დროში კომუნიკაციით და ქლაუდიდან ხელმისაწვდომი ჭკვიანი მოდელის დეტალებით.

ინოვაციურ რეალობაზე დაფუძნებული გადაწყვეტები ინფრასტრუქტურაში არსებული მდგომარეობის სწრაფად აღსაწერად

შეისწავლეთ ReCap Pro 2026-ის უახლესი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარებათ ინფრასტრუქტურული პროექტების არსებული მდგომარეობის სწრაფად აღდგენაში. მნიშვნელოვნად შეამცირეთ დიდი ზომის წერტილოვანი ღრუბლის ფაილების მართვაზე დახარჯული დრო ახალი, ძლიერი ReCap Viewer-ის დახმარებით, რომელიც თავსებადია Autodesk Construction Cloud-თან. ასევე, მიიღეთ ერთიანი სამუშაო პროცესი — ახლა უკვე შეგიძლიათ ფოტოების დამუშავება უშუალოდ ReCap Pro-ში, ReCap Photo-ს ცალკე დაყენების გარეშე.

ახალი პლაგინები უკვე ხელმისაწვდომია

Autodesk-ი მოხარულია გაგიზიაროთ ორი ახალი პლაგინი, რომლებიც ახლა ხელმისაწვდომია Autodesk App Store-ში და რომლებიც აუმჯობესებენ მდგრადი დიზაინის პრაქტიკებს და გეოტექნიკურ ანალიზს.

შეამცირეთ ნახშირბადის შემცველობა ORIS-ით Autodesk-ისთვის

Autodesk-ის “State of Design and Make” ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციების 97% მუშაობს მდგრადობის გაუმჯობესებაზე. ORIS for Autodesk პლაგინი საშუალებას აძლევს სამოქალაქო საინჟინრო ორგანიზაციებს განახორციელონ ნახშირბადის შეფასებები გზებისთვის, ავტომაგისტრალებისთვის და სარკინიგზო პროექტებისთვის პირდაპირ Civil 3D-ში. შეადარეთ მარტივად დაბალი ნახშირბადის შემცველი მასალების ალტერნატივები და თავიდან აიცილეთ ძვირადღირებული გადამუშავება.

მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები GeoDin Ground-ით

მიწისქვეშა პირობების გაგება გადამწყვეტია ძლიერი დიზაინის შესაქმნელად. GeoDin Ground მოდული Civil 3D-ისთვის გეოლოგიური მონაცემების უწყვეტი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა, რაც უზრუნველყოფს ჭაბურღილის მონაცემების მკაფიო ვიზუალიზაციას უშუალოდ Civil 3D-ში. მიიღეთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიწისქვეშა პირობების უფრო ღრმად შეცნობით.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ Civil 3D-ს ოფიციალური ვერსიით რას ელოდები? დაგვიკავშირდი, დაიწყე მუშაობა ლიცენზირებულ პროგრამაში და თავად გამოსცადე ყველა ზემოთ აღნიშნული გაუმჯობესება.