რა არის ახალი Twinmotion 2024.1-ში

 

ძირითადი მახასიათებლები ამ გამოშვებიდან

ანიმაციის მიმდევრობის ინსტრუმენტები

შექმენით დეტალური ვიდეოები, რომლებიც სინქრონიზდება ანიმაციურ ფაილებთან ახალი Sequence მედია ტიპისა და Action კამერის გამოყენებით. შეგიძლიათ ზუსტად დაამატოთ კამერის პოზიციის საკვანძო კადრები დროში; შეაჩეროთ, დააჩქაროთ ან შეანელოთ მოძრაობები და სხვა. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ანიმაციური კამერის გზა მედიის გადახედვის ფანჯარაში.

 

რენდერის შრეები

გააცალკევეთ სცენის ელემენტები შემდგომი კომპოზიციისგან და პოსტპროდუქციის გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიანიჭოთ აქტივებს Layer ID და დააექსპერტოთ ისინი ხუთამდე ცალკეულ რენდერის შრედ. შრეები შეიძლება დაექსპორტდეს გამჭვირვალობით (PNG ან EXR ფორმატში) ან მარტივი შავ-თეთრი ჩრდილებით.

ახალი და გაუმჯობესებული მასალები

 

 

გსურთ უფრო მეტი მრავალფეროვნება თქვენი ლანდშაფტის დიზაინში? ახლა შეგიძლიათ დაარენდეროთ იმპორტირებული მცენარეულობა Twinmotion-ის სმარტ ეფექტებით, მათ შორის ქარით, სეზონური ფერის ცვლილებით, ფოთოლცვენითა და თოვლით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს სცენებში დამატებული ხეების და ბუჩქების სახეობებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ ფერის ცვლილებისა და ფოთოლცვენის დრო.

 

სტანდარტული და თხელი ქსოვილები რენდერის დროს განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. ჩვენი ახალი Fabric მასალა სწორედ ამის საშუალებას გაძლოევთ, რათა უფრო რეალისტურად და ზუსტად დაასიმულიროთ სხვადასხვა ტიპის ტექსტილი — მათ შორის ბამბა, სელი, აბრეშუმი, შალი, პოლიესტერი და ხავერდი. დასაწყისისთვის, Twinmotion-ის ბიბლიოთეკას ათი ახალი ქსოვილი დაემატა.

სივრცისა და ტერიტორიის ინსტრუმენტები

გჭირდებათ უფრო სწრაფი გზა სცენაში აქტივების განთავსებისთვის? დავამატეთ ორი ახალი Scattering ინსტრუმენტი, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ბილიკები და განსაზღვროთ ტერიტორიები. ბილიკების ან ტერიტორიების განსაზღვრის შემდეგ, ისინი ავტომატურად ივსება თქვენ მიერ შერჩეული აქტივებით. შეგიძლიათ მართოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა აქტივების განლაგების ინტერვალი და მათი პოზიციების შემთხვევითობა.

 

Filmback-ის პარამეტრები

კინემატოგრაფებს ახლა უკვე შეუძლიათ შეზღუდონ კამერის ხედი რეალურ სამყაროში არსებული კამერების სენსორის ან ფილმის კადრის ზომებთან შესატყვისად. ასევე შესაძლებელია მომხმარებლის მიერ მითითებული სიგრძისა და სიმაღლის მნიშვნელობების გამოყენება. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია იმისთვის, რომ previs-ში (წინასწარ ვიზუალიზაციაში) გამოყენებული კადრის ჩარჩო სრულად შეესაბამებოდეს რეალური გადაღებისას მიღწევად შედეგს.

რენდერის გაუმჯობესებები

 

 

გაუმჯობესებული Bloom-ის კონტროლი

დაემატა ახალი პარამეტრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ Bloom-ის ინტენსივობა და შექმნათ Starburst ეფექტები 12 სხვადასხვა ტექსტურის შაბლონის არჩევით. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რეალური კამერების ობიექტივიდან ნათელი განათების ყურებისას მიღებული ეფექტები უფრო ზუსტად დაასიმულიროთ.

 

Ambient Occlusion ტექსტურის შეყვანა

ახლა შეგიძლიათ სტანდარტულ მასალაზე Ambient Occlusion (AO) ტექსტურის დამატება. გარდა ამისა, Quixel, Sketchfab და glTF აქტივებზე AO ტექსტურები ავტომატურად იმპორტირდება. ეს ზრდის კონტრასტს და აძლიერებს ჩრდილებს მოდელებზე, რაც რენდერისას Standard ან Lumen რეჟიმებში უფრო რეალისტურ ვიზუალს უზრუნველყოფს.

და კიდევ უფრო მეტი!

ამ განახლებაში უამრავი დამატებითი გაუმჯობესება და ახალი ფუნქციაა, რომლებიც თქვენს სამუშაო პროცესს უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის. სცადეთ ახალი ინსტრუმენტები, ექსპერიმენტულად გამოიყენეთ გაუმჯობესებული ვიზუალური ეფექტები და აღმოაჩინეთ ახალი გზები თქვენი პროექტების გასაუმჯობესებლად!