მიუხედავად იმისა, რომ Tekla Structures ხშირად ასოცირდება ფოლადის კონსტრუქციების დეტალიზაციასთან, სინამდვილეში ის მრავალმასალოვანი პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად ერგება სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალას. ეს არის მძლავრი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი 3D მოდელების შექმნას და მიღებული ინფორმაციის გამოყენებას წარმოებისა და მშენებლობის პროცესებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Tekla Structures ავტომატურად ამზადებს ჭრის ინსტრუქციებსა და დეტალურ სამუშაო ნახაზებს კომპლექსური კონსტრუქციული ელემენტებისთვის, რითაც საგრძნობლად აჭარბებს ბევრ ალტერნატიულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
ჩვენ ვთხოვეთ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა გამოცდილება Tekla Structures-თან, შეხვედროდა Trimble-ის ერთ-ერთ ჰედს კრეიგ ჯონსონს და დაესვა ყველაზე საბაზისო კითხვები ამ პროგრამის შესახებ.
თუ გსურთ გაიგოთ, რა არის Tekla Structures, ეს ინტერვიუ აუცილებლად გასცემს ყველა თქვენს კითხვას პასუხს.
რა არის Tekla Structures?
Tekla Structures არის 3D BIM პროგრამული უზრუნველყოფა სტრუქტურების მოდელირებისთვის. Tekla Structures-ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ, გააერთიანოთ, მართოთ და გაავრცელოთ ზუსტი მრავალმასშტაბიანი მოდელები, რომლებიც სამშენებლო ინფორმაციითაა დახუნძლული. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Tekla Structures დიზაინის, დეტალების დამუშავებისა და ინფორმაციის მართვისთვის, გეგმარებიდან დაწყებული, მშენებლობით დამთავრებული.
ვისთვის არის ის განკუთვნილი?
Tekla Structures-ს იყენებენ კონსტრუქციული ინჟინრები, დიზაინერები, დეტალიზატორები, მწარმოებლები, კონტრაქტორები და პროექტის მენეჯერები. „ამჟამად Tekla Structures გამოიყენება მრავალ სხვადასხვა ბაზარზე და ის მუდმივად ფართოვდება, მაგრამ არსებითად, ეს მათთვისაა, ვისაც სურს მოდელირება, დეტალების დამუშავება და შემდეგ ნახაზის წარმოება და მასთან დაკავშირებული ყველა წარმოების ინფორმაცია.“
რა აკეთებს Tekla Structures?
Tekla Structures არის ძლიერი სტრუქტურული BIM პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ, გააერთიანოთ, მართოთ და გააზიაროთ დეტალური და ინფორმაციულად მდიდარი 3D მოდელები.
„Tekla Structures-ის გამოყენება შეუძლია პრაქტიკულად ყველას, ვინც პროექტში არის ჩართული და ვისაც სჭირდება სარგებლის მიღება დეტალური 3D მოდელისგან. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სურს მოდელის ნახვა, ან ვინც უნდა შეაფასოს მისი ღირებულება. თუმცა ძირითადად, პროგრამას იყენებენ დეტალიზატორები — ისინი ქმნიან მოდელს, რომელსაც შემდგომში აზუსტებენ ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა შეერთებები, არმატურა და სხვა დეტალები.
შემდეგი ეტაპია ინფორმაციის გადატანა 2D-ში — ეს არის ზოგადი განლაგების ნახაზები, წარმოების ნახაზები და სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ავტომატურად გენერირდება 3D მოდელიდან. შემდეგი ნაბიჯია სამრეწველო მონაცემების გენერაცია — როგორიცაა NC ფაილები, არმატურის დახრის გრაფიკები და სხვა. როცა უკვე გაქვთ დეტალური 3D მოდელი, შეგიძლიათ მისი გამოყენება ბევრად ფართო მასშტაბით. მოდელის შენახვის ნაცვლად მხოლოდ თქვენი კომპანიის შიგნით, შეგიძლიათ გაუზიაროთ ის არქიტექტორებს, ინჟინრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში მონაწილეობს — მათაც ექნებათ წვდომა ზუსტ და დეტალურ ინფორმაციაზე.“
რატომ უნდა გამოვიყენო Tekla Structures?
„ჩემი პირადი გამოცდილებით, როცა 2D ნახაზებიდან 3D მოდელირების გარემოში გადავედი, ეს სრულიად გარდამტეხი იყო. Tekla Structures გაძლევთ საშუალებას დააპროექტოთ ისე, როგორც ააშენებდით ან დაამზადებდით. როდესაც 3D მოდელს ქმნით, თანდათანობით უკეთ იგებთ როგორ იფუნქციონირებს ნაგებობა — შეგიძლიათ დაატრიალოთ მოდელი, დაათვალიეროთ ყველა დეტალი და რეალურად შეიგრძნოთ რას აშენებთ. მუშაობის პროცესში მარტივად თანამშრომლობთ სხვებთან — ყველას აქვს წვდომა მოდელზე და შეუძლია დატოვოს კომენტარები. ეს ერთობლივი მუშაობა 3D გარემოში შეუფასებელია — ყველა ერთიან და ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობს.
როგორც კი მზად ხართ, შეგიძლიათ ავტომატურად დააგენერიროთ ნახაზები — ყველაფერი ის, რასაც ადრე საათები ან დღეები სჭირდებოდა 2D პროგრამაში, აქ წუთებში კეთდება. რაც შეეხება სამრეწველო ინფორმაციას — მაგალითად, NC ფაილებს CNC აპარატებისთვის — მათი მიღება 2D-დან შეუძლებელია, ხოლო Tekla Structures-ში ეს ყველაფერი ავტომატურად გენერირდება. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი უპირატესობაა ამ პროგრამის გამოყენებაში და ყველას ვურჩევ, ვისაც სურს საცდელი ვერსიით დაწყება.“
შეფასება
Tekla Structures-ის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ ზუსტი რაოდენობრივი ხარჯთაღრიცხვა 3D მოდელზე დაყრდნობით — მათ შორის მასალები, დრო და ხარჯები.
„Tekla Structures აქტიურად გამოიყენება შეფასებისა და ტენდერის ეტაპზე. შეგიძლიათ აიღოთ არქიტექტორისგან მოწოდებული 2D ინფორმაცია ან Revit-ის მსგავს არქიტექტურულ პროგრამებში შექმნილი 3D მოდელები, გარდაქმნათ ისინი IFC ფორმატად და მოამზადოთ მასალათა სპეციფიკაცია წუთების განმავლობაში.
მთელი ინფორმაცია მოდელშია — შეგიძლიათ დროულად დაგეგმოთ მომავალი სამუშაოები. თუ ამას გააზიარებთ Trimble Connect-ის მეშვეობით, პროექტში ჩართული პირები ადრეულ ეტაპზეც კი შეძლებენ 3D მოდელის დათვალიერებასა და კომენტარების დამატებას.“
პროექტის დაგეგმვა და განხორციელება
Tekla Structures საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ კოორდინაცია ყველა დისციპლინას შორის, აღმოფხვრათ პრობლემები და დაგეგმოთ პროექტი მანამ, სანამ მშენებლობა დაიწყება. პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ დააგენერიროთ ანგარიშები და ნახაზები პირდაპირ 3D მოდელიდან, ასევე გამოიყენოთ ობიექტის მონაცემები და მდებარეობის ინფორმაცია, რათა დაგეგმოთ მონტაჟის თანმიმდევრობა, ამწის მდებარეობა და რესურსები. შესაძლებელია მოდელში დროის გრაფიკისა და თანმიმდევრობის ინფორმაციის დამატებაც.
„Tekla Structures-ს აქტიურად იყენებენ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. 3D მოდელის გამოყენებით შეგიძლიათ დაგეგმოთ ისეთი პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, ტვრითის ამწით გადატანა. თუ ძალიან მძიმე ან მოუხერხებელი ელემენტის აწევაა საჭირო, მაგალითად, ქალაქის ცენტრში, საჭიროა სოლიდური გეგმა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გზის გადაკეტვა და მსგავსი ღონისძიებები. ამავდროულად, აუცილებელია იცოდეთ, სად განთავსდება ამწეები — Tekla Structures გაძლევთ საშუალებას ეს ყველაფერი ჩასვათ მოდელში და ლოგიკურად დაგეგმოთ ამწის გადაადგილება და ტვირთის გადატანა.
სამშენებლო მოედნების შემთხვევაში Tekla-ს ხშირად იყენებენ მონტაჟის თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის — შეგიძლიათ სრული მონტაჟის სქემა და გეგმა განიხილოთ უშუალოდ მოდელში. ასევე დაგეგმოთ წარმოების ეტაპები და ობიექტის სამონტაჟო სამუშაოები. ეს ყველაფერი უკვე ჩაშენებულია პროგრამაში — როგორც ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენს ხელთ არის სამუშაოს უკეთესად მართვისთვის.“
დიზაინი, დეტალიზაცია და წარმოება
„Tekla Structures შესანიშნავი ინსტრუმენტია როგორც დიზაინისთვის, ისე დეტალიზაციისთვის. ის თავსებადია მრავალ ანალიზის პროგრამასთან, განსაკუთრებით Tekla Structural Designer-თან, რომელიც Tekla-ს ეკოსისტემის ნაწილია. როცა გაქვთ მოდელი, რომელშიც უკვე შერჩეულია ფოლადის სექციები, შეგიძლიათ დაიწყოთ დეტალიზაცია — დაამატოთ შეერთებების დეტალები: იქნება ეს მარტივი შეერთებები თუ სხვა ტიპები — ყველაფერი შესაძლებელია უშუალოდ პროგრამაში. ასევე შეგიძლიათ შექმნათ მომხმარებლის ინდივიდუალური კომპონენტები, თუ გსურთ შეერთებების ავტომატიზაცია ან საკუთარი გადაწყვეტილებების ინტეგრირება სისტემაში.
დეტალიზაციის ეტაპზე Tekla Structures განსაკუთრებით ძლიერია, რადგან შეგიძლიათ ნახაზები წარმოებისთვის რამდენიმე წუთში შექმნათ — ისინი ავტომატურად გენერირდება. ნახაზები ეყრდნობა შაბლონებს, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი კომპანიის სტანდარტებს. ჩვენ გთავაზობთ მზა ვარიანტებსაც, რომლითაც დაუყოვნებლივ შეძლებთ მუშაობის დაწყებას.
Tekla Structures-ის გამოყენება შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის პროექტზე — ფოლადი, ბეტონი, ხე, მსუბუქი მეტალის კონსტრუქცია, მოდულური მშენებლობა და ა.შ. მთავარი უპირატესობა არის დეტალიზაციის სიღრმე: შეერთებები, არმატურა, ჩასაბეტონებელი ელემენტები — ყველაფერი ერთ მოდელშია და შეგიძლიათ მარტივად დააკვირდეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან.
ასევე შეგიძლიათ შეასრულოთ ე.წ. ქლეშების შემოწმება (clash-checking) და შექმნათ დეტალური მასალების სია ჭანჭიკების, ფირფიტების, ჩასაბეტონებელი დეტალებისა თუ არმატურის ჩათვლით. ეს ყველაფერი მოდელიდან ადრეულ ეტაპზე შეგიძლიათ ამოიღოთ და გადასცეთ შემსრულებლებს.
Tekla Structures-ისგან მიღებული შედეგები მართლაც მრავალფეროვანია. თუ მუშაობთ ანაკრებ კონსტრუქციაზე ან არმატურაზე, შეგიძლიათ მოდელიდან მიიღოთ ღეროს მოხრის შესახებ ყველა ინფორმაცია.
უფრო შორსაც კი შეგიძლიათ წახვიდეთ — დაამატოთ განლაგების წერტილები მოდელში და შემდეგ გადმოიტანოთ ისინი რეალურ კოორდინატებზე სამშენებლო მოედანზე.
რა ფუნქციები აქვს Tekla Structures-ს?
Tekla Structures არის მრავალმხრივი და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოდგება ყველა ტიპის სამშენებლო პროექტისთვის. ის საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად დააჩქაროთ სამუშაო პროცესი სტანდარტული შეერთებების ფართო ბიბლიოთეკის მეშვეობით, რაც სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციებზე მუშაობისას განსაკუთრებით გამოსადეგია. მისი დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დეტალური 3D მოდელი ნებისმიერი ზომის ნაგებობისთვის — იქნება ეს მცირე ფოლადის ელემენტები თუ ცათამბჯენები.
როგორც პროგრამის მომხმარებლები აღნიშნავენ:
„Tekla Structures-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი მასალის მოდელირება. იქნება ეს ფოლადი, ბეტონი, ხე თუ მსუბუქი მეტალის ჩარჩო — ყველაფერს ერთი სისტემის ფარგლებში აკეთებთ. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ინტეგრირებული ან ჰიბრიდული მოდელების შექმნისას, რადგან პროგრამა ყველა საჭირო მასალას ითვალისწინებს.“
ასევე როგორც მომხმარებელი აღნიშნავს:
„2D ნახაზების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სწრაფად იყოს გენერირებული. Tekla Structures-ში ყველა ნახაზი ავტომატურად მზადდება და პირდაპირ უკავშირდება 3D მოდელს. შესაბამისად, მოდელში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად აისახება ნახაზებშიც, დამატებითი დროისა და რესურსების დახარჯვის გარეშე.“
API და თანამშრომლობა
Tekla Structures-ში კომპონენტები წარმოადგენს ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება მოდელში სხვადასხვა ელემენტის შეერთებისთვის. პროგრამაში უკვე ჩაშენებულია მრავალი სტანდარტული კომპონენტი, თუმცა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შექმნას მომხმარებლის ინდივიდუალური კომპონენტები — მათ შორის შეერთებები, ელემენტები და დეტალები, რომელიც კონკრეტული პროექტის მოთხოვნებს შეესაბამება.
Tekla Structures-ს აქვს ღია პროგრამული ინტერფეისი (Tekla Open API), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საკუთარი დამატებებისა და ფუნქციების განვითარება. ამ დამატებებს გაფართოებები (extensions) ეწოდება. ასევე, შესაძლებელია სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი გაფართოებების ჩამოტვირთვა Tekla Warehouse-დან.
როგორც ერთ–ერთი მომხმარებელი აღნიშნავს:
„პროგრამაში არის სტანდარტული კომპონენტების კატალოგი, რომელსაც ყოველდღიური დეტალიზაციისას იყენებთ. თუმცა ასევე გაქვთ თავისუფლება, რომ API-ის და ინდივიდუალური კომპონენტების მეშვეობით შექმნათ თქვენი კომპანიისთვის მორგებული სპეციფიკური ელემენტები.“
თანამშრომლობა მოდელზე მუშაობისას
Tekla Structures-ის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა თანამშრომლობის შესაძლებლობა დეტალურ მოდელთან მუშაობისას. მოდელის გაზიარება შესაძლებელია ყველა დაინტერესებულ პირთან, რაც მათ საშუალებას აძლევს დაწყების ეტაპზევე ჩაერთონ პროექტში და გაუწიონ განვითარებად მოდელს მონიტორინგი ან დაამატონ კომენტარები.
როდესაც ქმნით პროექტს Tekla Structures-ში, პარალელურად ავტომატურად იქმნება პროექტი Trimble Connect-ში. Tekla-ში არსებობს სპეციალური ჩანართი Trimble Connect-ისთვის, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი მოდელი ნებისმიერ ეტაპზე. პროექტში ჩართული ნებისმიერი მონაწილე შეძლებს მოდელის ამ ვერსიის ნახვას. საჭიროების შემთხვევაში, მოდელის განახლება ხდება მარტივად — ატვირთავთ ახალ ვერსიას და ყველა დაინტერესებული პირი ხედავს მის განახლებულ ფორმას.
„ეს ინტერფეისი მართლაც გამართული და მოსახერხებელია — რეალურ დროში თანამშრომლობისთვის იდეალურია.“
ნებისმიერი სიდიდის კონსტრუქციის მოდელირება
Tekla Structures-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ნებისმიერი ზომის კონსტრუქციის მოდელირების შესაძლებლობა. პროგრამა ერთნაირად წარმატებით გამოიყენება როგორც პატარა მეორეხარისხოვანი ფოლადის ელემენტებისთვის — მაგალითად, კიბეები, მოაჯირები, დამჭერები — ასევე მაღალსართულიანი შენობებისა და ცათამბჯენების მოდელირებისთვის.
„საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ გამოიყენოთ ნებისმიერი მასშტაბის პროექტზე, ზომისა და სირთულის მიუხედავად.“
რატომ ინტეგრირდება Tekla Tedds Tekla Structures-სთან?
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო მომხმარებლისთვის იმ შესაძლებლობის შექმნა, რომ მეტი ჩვენი პროგრამული პროდუქტი გამოეყენებინათ ერთმანეთთან ინტეგრირებულად.“
Tekla Tedds Integrator არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ Tekla Tedds-ის კონსტრუქციული გამოთვლების დოკუმენტები Tekla Structures-ის მოდელთან. შეგიძლიათ ან უკვე არსებულ დოკუმენტს დაუკავშიროთ მოდელი, ან შექმნათ ახალი გამოთვლები, რომლებიც შემდგომში თქვენ ან სხვა Tekla Structures-ის მომხმარებელს მარტივად შეეძლება დაათვალიეროს ან შეცვალოს BIM პროცესის მიმდინარეობისას.
ამ ინტეგრაციის წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ის ხელით სამუშაო, რაც დეტალიზატორს ან ინჟინერს უწევს Tekla Structures-ში, რაც, თავის მხრივ, ზრდის პროდუქტიულობას.
როგორც განმარტავენ:
„შევქმენით სპეციალური ინტეგრატორის ინსტრუმენტი Tekla Tedds-სა და Tekla Structures-ს შორის, რათა Tekla Structures-ის მომხმარებელს შეეძლოს თავისი მოდელიდან ინფორმაციის ან კომპონენტების გადაცემა Tekla Tedds-ში, სადაც ის განახორციელებს პროექტირებას. შემდგომ ეს ინფორმაცია შეიძლება დაბრუნდეს Tekla Structures-ში და გამოთვლის შედეგები ჩაშენდეს ფაილში, რაც მომავალში პროექტის სხვა ეტაპებზე გამოდგება.“
რამდენად ადვილია Tekla Structures-ის შესწავლა?
Tekla Structures-ის შესწავლის პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით დამწყებთათვის. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სწავლების რამდენიმე გზამკვლევი და სასწავლო რესურსი, რაც პროგრამის ათვისებას ამარტივებს.
Trimble Learn — ეს არის Trimble-ის ოფიციალური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ „First Steps“ სახელმძღვანელო Tekla Structures-ისთვის.
როდესაც პროგრამას პირველად გახსნით, შესაძლოა ავტომატურად დაგხვდეთ შეტყობინება, რომელიც გთავაზობთ ამ გზამკვლევის გახსნას.
შიდა დამხმარე სისტემა (Instructor Pane) — პროგრამაში ჩაშენებულია სპეციალური პანელი, რომელიც გეხმარებათ პირდაპირ ინტერფეისიდან. თუ მაუსს მიიტანთ რომელიმე ღილაკზე ან ინსტრუმენტზე, Instructor პანელი გაჩვენებთ დეტალურ, ნაბიჯ–ნაბიჯ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კონკრეტული ფუნქცია.
დამატებითი დახმარება — პროგრამის ქვედა ზოლზე ასევე შეხვდებით სახელმძღვანელო შეტყობინებებს, რომლებიც გეტყვით:
- სად უნდა დააწკაპუნოთ
- რომელი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ მოქმედებები
ეს ინტუიციური და ვიზუალური დახმარება ახალ მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უადვილებს პროგრამაში მუშაობის დაწყებას.
რა არის Tekla Model Sharing?
Tekla Model Sharing საშუალებას აძლევს გუნდებს, ეფექტურად იმუშაონ ერთიდა იმავე მოდელზე მიუხედავად მათი მდებარეობისა ან სხვადასხვა დროის სარტყელში მდებარეობისა. გუნდის წევრებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ერთდროულად, ისე სხვადასხვა დროს. თითოეულ მომხმარებელს აქვს მოდელის ლოკალური ვერსია თავის კომპიუტერზე. მოდელის მონაცემები ვრცელდება და სინქრონიზდება ინტერნეტით, ხოლო შემდეგ ინახება ღქლაუდზე დაფუძნებულ Tekla Model Sharing სერვისში. გუნდელებს ასევე შეუძლიათ იმუშაონ ოფლაინ — ინტერნეტ კავშირი მხოლოდ ცვლილებების გაზიარებისას სჭირდებათ.
„Tekla Model Sharing არის ქლაუდ პლატფორმა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ თქვენი მოდელების განთავსება. Tekla Model Sharing-ის საშუალებით თქვენ რეალურად შეგიძლიათ იმუშაოთ Tekla-ს სხვა მომხმარებლებთან იმავე პროექტზე.’’
რა არის Trimble Connect Business Premium?
„Trimble Connect Business Premium თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაგზავნოთ მონაცემთა ფაილები თითოეულ დაინტერესებულ მხარეს შორის. თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ და ნახოთ სხვადასხვა მოდელები, იქნება ეს Tekla Structural Designer, Tekla Structures თუ Revit ფაილები, და შეგიძლიათ რეალურად ნახოთ ეს მონაცემები და გამოიკვლიოთ მოდელები. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაუგზავნოთ ინფორმაცია საიტზე, Trimble Connect-ის სხვა მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ მასზე წვდომა ტელეფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების საშუალებით. ის საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად გააზიაროთ მონაცემები მრავალ დაინტერესებულ მხარეს შორის.“ – ჯეიმი ჰოვარტი
უყურეთ ვიდეო ბლოგს: