როდესაც ვსაუბრობთ სამშენებლო ინდუსტრიაზე, არსებული სამუშაო პროცესები, რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. დღეს შეინიშნება სხვადასხვა პროექტის დაინტერესებული მხარეების მცდელობა, გააუმჯობესონ ეს სამუშაო პროცესები და მათი პროცესები. ამ გაუმჯობესებების მიღება ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად ამისა, ფართოდ არის აღიარებული, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიღება, ტექნოლოგიის გამოყენება, პროცესების ოპტიმიზაცია და ამ სფეროში კულტურული ცვლილებების წახალისება თანამედროვე მიდგომის არსებითი კომპონენტებია სამშენებლო სექტორში.
ციფრული ინსტრუმენტებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამშენებლო სექტორში შესაძლოა სხვადასხვა პროექტის მონაწილეთა წინააღმდეგობას შეხვდეს. ამ ცვლილებების, აღქმული სირთულეებისა და დანახარჯების გადალახვა მოითხოვს ინვესტიციებს ტრენინგში, ცვლილებების მართვაში და ზოგადად, ინოვაციების მიღების მზადყოფნაში. პროცესებისა და მონაცემთა ფორმატების სტანდარტიზაციის ნაკლებობა იწვევს შეუსაბამობებსა და არაეფექტურობას. ამ გამოწვევის გადაჭრა გულისხმობს საერთო ინდუსტრიული სტანდარტების დანერგვასა და ურთიერთთავსებადი ტექნოლოგიების გამოყენებას. BEXEL გთავაზობთ ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს და ხელს უწყობს თანამედროვე BIM ინსტრუმენტების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის წარმატებულ განხორციელებას ყველა ეტაპზე.
მონაცემთა მართვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამშენებლო პროექტებში, განსაკუთრებით ყველა ეტაპის გათვალისწინებით. პროექტის მსვლელობისას გენერირდება უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომლებიც ხშირად იზოლირებულად ინახება სხვადასხვა განყოფილებაში, რაც ართულებს მათ ხელმისაწვდომობას, გაზიარებასა და პროექტის მონაწილეთა ეფექტურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ხელით შესრულებული პროცესები, რაც იწვევს არაეფექტურობას, შეფერხებებსა და უამრავ შეცდომებს. ამ პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემთა ციფრულ ფორმატში გადაყვანა აუცილებელია სიზუსტის გასაზრდელად და ოპერაციების გასამარტივებლად.
BEXEL Manager წარმოადგენს BIM მენეჯმენტის პლატფორმას, რომელიც დაფუძნებულია პროცესების ავტომატიზაციაზე, სადაც BIM მოდელი მათ ცენტრში დგას და წარმოადგენს იმ მონაცემთა უზარმაზარ ბაზას, რომელსაც პროექტი მოიცავს.
ცენტრალიზებული საკომუნიკაციო პლატფორმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემას, რაც პროექტის მონაწილეებს შორის ნაკლებ კომუნიკაციას იწვევს. ერთიანი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კოორდინაციასა და თანამშრომლობას, რითაც ხელს შეუწყობს პროექტის უკეთეს შედეგებს. ამასთან ერთად, ასევე გამოსავალს წარმოადგენს საერთო მონაცემთა გარემოს (CDE) დანერგვაც.
სხვადასხვა ტიპის მონაცემები, რომლებიც პროექტის ყველა ეტაპზე გვხვდება, არსებულ სამუშაო პროცესებში დამატებით გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ მონაცემთა შეუფერხებელი თავსებადობა და ინტეგრაცია განსხვავებულ სისტემებს, ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს შორის. როგორც წესი, მონაცემები მოდის სხვადასხვა წყაროდან და მოძველებული სისტემებიდან, თითოეული მათგანი კი საკუთარი უნიკალური სტრუქტურითა და ფორმატით გამოირჩევა.
მონაცემთა უსაფრთხოება კრიტიკულ საკითხად გვევლინება მონაცემთა მართვაში, რაც მოითხოვს მონაცემთა საკუთრების, წვდომის კონტროლისა და კონფიდენციალურობის მკაფიო პროტოკოლების შექმნას, რათა დაცული იყოს მნიშნელოვანი ინფორმაცია და უზრუნველყოფილი იყოს რეგულაციებთან შესაბამისობა.
მონაცემთა ხარისხთან დაკავშირებული საერთო პრობლემები, როგორიცაა შეუსაბამობები, არასრული ან არაზუსტი მონაცემები, დამატებით ართულებს პროცესს. ამ გამოწვევის გადაჭრა მოითხოვს მონაცემთა ვალიდაციის პროცესების განსაზღვრას, რაც ხშირად შრომატევადი და დროისმფლანგველი პროცესია. ამასთან, აღნიშნული პროცესების ავტომატიზაცია ზუსტად განსაზღვრული პროტოკოლების საფუძველზე, ძალიან კარგი გამოსავალია.
ნედლი მონაცემების ეფექტური გარდაქმნა და რთულ მონაცემთა ნაკრებების ინტერპრეტაცია დამატებით სირთულეებს ქმნის. აღნიშნული დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია მოწინავე ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების დანერგვით, როგორიცაა BIM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, მათ შორის BEXEL Manager თავისი ინტეგრირებული ფუნქციონალებით. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას და ამარტივებს მონაცემთა ინტერპრეტაციის პროცესს.
რეალურ დროში „დიდი მონაცემების“ მართვა და დამუშავება დამატებით გამოწვევებს უქმნის არსებულ სამუშაო პროცესებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი არის მონაცემთა შენახვისა და დამუშავების თანამედროვე გადაწყვეტილებების, მაგალითად, ქლაუდ პლატფორმებზე გადასვლა, რაც ეფექტურად მართავს მონაცემთა ამ უზარმაზარ ნაკადს. BIM-ის ქლაუდ გადაწყვეტილებები ასევე შეიძლება დაგეხმაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციაში. BEXEL-ის ღრუბლოვანმა სერვისებმა კი ფართომასშტაბიანი შესაძლებლობები შექმნეს ქლაუდში ხელმისაწვდომი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის.
მთელი მონაცემთა ციკლის მართვა – მისი შექმნიდან შენახვამდე, მონაცემთა ანალიზიდან მის დაარქივებამდე – მოითხოვს დეტალურ დაგეგმვასა და ეფექტურად განხორციელებას. თანამედროვე მონაცემთა ტექნოლოგიებისა და მოქნილი, მასშტაბირებადი პლატფორმების გამოყენება აუცილებელია მოძველებული სისტემების შეზღუდვების დასაძლევად და მონაცემთა მართვის ცვალებად საჭიროებებთან ადაპტაციისთვის.
რომ შევაჯამოთ, საერთო საინფორმაციო მოდელის (CMI) დანერგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშენებლო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, აუმჯობესებს თანამშრომლობას, ზრდის პროექტების ეფექტურობასა და მდგრადობას. ეს მოდელი წარმოადგენს სტრუქტურირებულ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის წარმოდგენასა და გაცვლას პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ეს ჩარჩო ქმნის შენობების როგორც ფიზიკური, ისე ფუნქციური მახასიათებლების ციფრულ წარმომადგენლობას, რაც ხელს უწყობს პროექტში ჩართული სხვადასხვა მხარის ურთიერთთავსებადობასა და თანამშრომლობას. BEXEL CDE (Common Data Environment) სრულად შეესაბამება ამ ჩარჩოს განსაზღვრებას და მოიცავს შემდგომ აუცილებელ ნაბიჯებს:
- ჩამოყალიბდეს სტანდარტიზებული მიდგომა პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ორგანიზებისა და გაზიარებისთვის პროექტის მთლიან მასშტაბში;
- მიღებულ იქნას და დაცულ იქნას ღია სტანდარტები და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკები ოპტიმალური ეფექტურობის მისაღწევად;
- პროექტის ჩარჩო ინტეგრირდეს BIM-თან, რათა შესაძლებელი იყოს BIM მოდელების დაკავშირება სხვა სამშენებლო მონაცემებთან და სისტემებთან;
- უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა სისტემისა და ინსტრუმენტის ურთიერთთავსებადობა, რომლებსაც პროექტის მონაწილეები იყენებენ;
- შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ტიპის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის გეომეტრიული, არაგეომეტრიული და სემანტიკური მონაცემები;
- მხარდაჭერილი იყოს სამშენებლო პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლი, რაც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, რომ წვდომა ჰქონდეთ და განაახლონ ინფორმაცია პროექტის ყველა ეტაპზე. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას ყველა ფაზაში.
სტატიის წყარო: www.bexelmanager.com