როდესაც კომპანია Mason Navarro Pledge დაინიშნა საინჟინრო კონსულტანტად ახალი სტუდენტური საცხოვრებლის (Stephenson Way) განვითარებაზე, გუნდმა მიმართა Trimble-ის მრავალპროფილურ სტრუქტურული დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა უზრუნველეყოთ ოპტიმიზებული სამუშაო პროცედურები და სისტემების ერთმანეთთან თავსებადობა.
Stephenson Way წარმოადგენს ლონდონის ცენტრში შეთავაზებულ ახალ სტუდენტური საცხოვრებლის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მდებარეობს Euston Square მეტროს სადგურთან ახლოს. შენობა არის 8 სართულიანი, 72 ერთეულით, ერთსართულიანი სარდაფით, რომლის მოცულობა შეადგენს 1,500 კუბურ მეტრ ბეტონს. ბუნებრივია, პროექტს აქვს კომპაქტური სამშენებლო ფართი და იგი გარშემორტყმულია მსგავსი სიმაღლის მრავალსართულიანი შენობებით.
საინჟინრო საკონსულტაციო კომპაია Mason Navarro Pledge დაინიშნა პროექტზე სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინერიის მომსახურების გასაწევად, რომელიც მოიცავდა RIBA Plan of Works (PoW)-ის სტადია 2–დან სტადია 6/7-მდე პროცესს.

მეტროპოლის ცენტრში მდებარეობამ გუნდის წინ ორი ძირითადი სტრუქტურული გამოწვევა წამოაყენა: პირველი – არსებული მრუდე საავტომობილო გზა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ერთ-ერთი არსებული შენობის უკანა მხარეს და რომელიც აუცილებელი იყო ახალი განვითარების ფარგლებში შენარჩუნებულიყო. მეორე – რთული საზიარო კედლის საკითხები: სამივე მხრიდან მეზობელი შენობები საზღვრის ხაზთან ახლოს მდებარეობენ, ხოლო მეოთხე მხარეს გზაა/ჰაივეი.
Mason Navarro Pledge-მა სრულად განახორციელა სტრუქტურული დიზაინის სამუშაოები Trimble-ის Tekla Structural Designer პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
პროექტზე საუბრისას სტრუქტურული ინჟინერი Leo Corney აღნიშნავს:
„Mason Navarro Pledge-ში მრავალი წელია ვიყენებთ Tekla Structural Designer-ს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა უფრო მეტად ცნობილია ფოლადის დიზაინის შესაძლებლობებით და Tekla Structures-თან ინტერფეისით, ის ასევე ძალიან ფასეულია ბეტონის დიზაინისთვის.“
„პირადად, ჩემი კარიერის განმავლობაში გამოყენებული მაქვს სხვადასხვა დიზაინისა და ანალიზის პროგრამული პაკეტები, თუმცა Tekla Structural Designer-ში რამდენიმე ფუნქცია განსაკუთრებით ფასეულია ჩემთვის. მაგალითად, მარტივად არის შესაძლებელი სიხისტის პარამეტრების შეცვლა და ინდივიდუალური ელემენტების გამოყოფა მიმოხილვისთვის. ფილის გრძელვადიანი გადახრის ანალიზი კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფა აღემატება კრიტერიუმებს. დიდ ბრიტანეთში ბეტონის თანამედროვე მშენებლობაში ბრტყელი ფილები ყველაზე ხშირად გამოიყენება მათი გეომეტრიული მოქნილობისა და MEP-ის სისტემების შესრულების სიმარტივის გამო. ბრტყელ ფილებს, როგორც წესი, გრძელვადიანი გადახრა განსაზღვრავს, ამიტომ ჩვენი, როგორც ინჟინრების, დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ვხარჯავთ ბეტონის მშენებლობაზე. გრძელვადიანი გადახრის შემოწმება უფრო ეფექტურია პროგრამული უზრუნველყოფის Check Line ფუნქციის წყალობით, სადაც შეგვიძლია ლიმიტების წინასწარ დაყენება.
ასევე შეგიძლიათ მარტივად მოდელირება და შეფასება სვეტებისა და რიგელების პოზიციების შესახებ ერთი პროგრამული მოდელის ფარგლებში, შუამავლის გამორიცხვით. ეს განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც პროექტის ადრეულ ეტაპზე ხართ და სხვადასხვა სვეტებისა და ბადის განლაგებას აკვირდებით.’’
Stephenson Way-ის პროექტში გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროგრამის თავსებადობა და ოპტიმიზებული სამუშაო პროცესი, რაც ამცირებდა დროისა და რესურსების დანახარჯს და ეხმარებოდა დისციპლინებსა და პროგრამულ პაკეტებს შორის კოორდინაციას.

ლეომ აღნიშნა:
„არქიტექტორმა მოგვაწოდა სართულიების CAD-სურათები, რომლებიც პირდაპირ DXF ფორმატით შევიტანეთ Tekla Structural Designer-ში და სტრუქტურის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ დიზაინთან შესაბამისობაში მოდელირება მოვახდინეთ. ეს საშუალებას გვაძლევდა სიზუსტით შეგვეცვალა მოდელის გეომეტრია, ისე რომ არ დაგვჭირდა მესამე მხარის პროგრამის გამოყენება (მაგალითად, Revit-ის) მოდელის შექმნისთვის არქიტექტორის გეგმაზე დაყრდნობით ან მოდელის ხელით აღდგენა არქიტექტორის ნახაზიდან ყველაფრის გაზომვით.
„მოდელში ასევე გამოსცადეს სხვადასხვა სტრუქტურული გეომეტრია, როგორიცაა სვეტების პოზიციები, სექციების ზომები და ფილების სიღრმეები, ხოლო გეომეტრია Revit-ში ექსპორტირდა Tekla Structural Designer BIM Integration ინსტრუმენტის გამოყენებით. ამ მონაცემების საფუძველზე იქნა წარმოებული კონსტრუქციული ნახაზები და გგადაეცა არქიტექტორს.
„ეს უშუალო, სანდო მონაცემთა გადაცემა ერთი პროგრამული უზრუნველყოფიდან მეორეში დიდ დროს ზოგავს, რადგან არ გვიწევს სამუშაოს დუბლირება ან მცირე ცვლილებებისა თუ პრობლემების ხელით შემოწმება სხვადასხვა პროგრამას ან მოდელის ვერსიას შორის. ეს სამუშაო პროცესი ჩვენთვის და ვფიქრობ ყველა საპროექტო გუნდისთვის ბევრად უფრო ეფექტურია.“
სტატიის წყარო: www.trimble.com