შესაძლებლობის პავილიონი წარმოადგენს მოწინავე ინჟინერიისა და სწრაფი მშენებლობის მაგალითს. იგი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის Expo 2020-ის სამ მთავარ შესასვლელთაგან ერთ-ერთთან. უნიკალური ფოლადის სტრუქტურა შეიქმნა ისე, რომ მოეცვა ფართო, გადახურული მოედანი და წარმოადგენდა შესაძლებლობების რაიონის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელს.
პროექტის შესახებ
შესაძლებლობის პავილიონი AGi Architects-ის მიერ იქნა დაპროექტებული Expo 2020 დუბაისთვის. სტრუქტურა კონცეპტუალურად განიხილებოდა, როგორც დიდი მოედანი, რომელიც უზრუნველყოფდა შესაძლებლობების რაიონის უწყვეტობას. მისი მთავარი მიზანი იყო ისეთი მიმზიდველი და შთამაგონებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხაზს უსვამდა Expo 2020-ის მისწრაფებას, უზრუნველყო აუცილებელ რესურსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და დახმარებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ Eversendai-ის ინჟინრები, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ ფოლადის სახურავის კონსტრუქციაზე. ეს სახურავი, რომელიც მიწიდან 32 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიმბოლურად ღრუბლებს განასახიერებს – ოცნებებს, რომლებსაც ადამიანები ცდილობენ მიაღწიონ. მოედანი ორ დონეზეა განლაგებული, რათა ჰარმონიულად მოერგოს ტერიტორიის რელიეფს. ფოლადის სახურავი ექვსი ფენით არის აგებული, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლება, სინათლისა და ჩრდილის დინამიკის მიხედვით.
საინჟინრო გამოწვევები
შესაძლებლობის პავილიონის დიზაინი თავისთავად წარმოადგენს დიდ გამოწვევას მისი არქიტექტურული მოთხოვნების გამო. მრავალრიცხოვანი კვანძოვანი სისტემა გადახლართულია სხვადასხვა ფენებზე, ქმნის რთულ სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომელშიც განთავსებულია გრძელი კონსოლური გადახურვები, ზოგიერთი 40 მეტრზე მეტ სიგრძეს აღწევს.
განსაკუთრებული სირთულე ის არის, რომ მთელი ეს მასშტაბური კონსტრუქცია მხოლოდ რამდენიმე სვეტზეა დაფუძნებული, რაც ინჟინრებს განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნიდა როგორც სიმტკიცის, ისე სტაბილურობის კუთხით.
პროექტი მოითხოვდა, რომ შესაძლებლობის პავილიონი დასრულებულიყო ოთხი თვის განმავლობაში, რაც მოიცავდა დეტალურ პროექტირებას, მასალების შესყიდვას, ინტერფეისის კოორდინაციას, წარმოებას და მშენებლობას. რთული სტრუქტურული დიზაინის მართვისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი თვე, რაც მოიცავდა 1,600-ზე მეტი უნიკალური შეერთების ტიპის გადამოწმებას. თითოეული შეერთება იყო ძალიან რთული, დაახლოებით 10 ელემენტი ერთდროულად შეესაბამებოდა ერთ წერტილს, თუმცა სხვადასხვა კუთხით. გამონაკლისი არც 18 ელემენტისგან შემდგარი შეერთებები იყო. თითოეული კვანძი მოითხოვდა კოდების გადამოწმებას და ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილიყო მასალის ეფექტურობა სტრუქტურული მთლიანობის შეზღუდვის გარეშე. ვინაიდან სტრუქტურა არ იყო მუდმივი და ჩამოიშალა, დიზაინი აქცენტს აკეთებდა ძალიან თხელი პროფილების გამოყენებაზე, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო მასალის მოხმარება.
კომპლექსური კავშირის მაგალითი, რომელიც შედგება 17ელემენტისგან
გადაწყვეტები და შედეგები
ფერმების სისტემის საწყისი მონახაზი შეიქმნა Tekla-ში, სადაც ყველა ელემენტი დაპროექტდა მრგვალი, ღრუტანიანი პროფილების (CHS) სახით. ყველა შეერთება შედუღებული იყო, რათა სტრუქტურა მაქსიმალურად ერთიანი ყოფილიყო, ხილული შეერთებების გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტების სისქე მინიმალური იყო, კედლების დატვირთვების კოდების გადამოწმება აუცილებელი გახდა. Eversendai-ის ინჟინრებმა გამოიყენეს IDEA StatiCa Connection პროგრამა, რათა შეემოწმებინათ შეერთებების სისწორე, გაეკეთებინათ ოპტიმიზაცია და ერთდროულად გადაემოწმებინათ სხვადასხვა დატვირთვების თანწყობაზე.
უფრო მეტიც, პროგრამული უზრუნველყოფა დაეხმარა მათ გეომეტრიულად არაწრფივი ანალიზის (GMNA) განხორციელებაში და ღრუტანიანი, განივი ნაწილების ლოკალური დეფორმაციების გაანალიზებაში, რადგან იცოდნენ, რომ უკიდურესად თხელ კედლებს წერტილოვანი დატვირთვით შეიძლება უარყოფითად ემოქმედათ ლოკალურ დეფორმაციებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთო კონსტრუქციის სტაბილურობაზე.
პროექტირების ეტაპზე ინჟინერებს უნდა ეპოვათ გამოსავალი, რომელიც გაივლიდა ყველა შესაბამის შემოწმებას და მოიხმარდა მინიმუმი რაოდენობის ფოლადს, მაგრამ ასევე უნდა ეპოვათ გამოსავალი, რომელიც სწრაფად და მარტივად დაპროექტირდებოდა. ჩვეულებრივ, ასეთი კონსტრუქციისთვის ინჟინრები იყენებენ შიდა გამყარებებს, რგოლოვან გამყარებებს ან საყრდენ ფირფიტებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. რადგან პროექტი მცირე ვადებში უნდა შესრულებულიყო, საჭირო გახდა ამ პროცესების მინიმუმამდე შემცირება, რათა პროექტის შემსრულებელ გუნდს შესრულებული პროექტი დროულად ჩაებარებინათ.
კონსტრუქტორები მუდმივ კონტაქტში იყვნენ შემსრულებლებთან, რათა უზრუნველეყოთ, რომ მათი დიზაინი არამარტო სტრუქტურულად ოპტიმალური, არამედ სწრაფად შესასრულებელიც ყოფილიყო. მშენებლობის პროცესის დაჩქარებისთვის, მათ გადაუხვიეს სტანდარტული პრაქტიკიდან, რომელიც 3-მეტრიანი სექციების ტრანსპორტირებას მოიცავს. ამის ნაცვლად, მათ წინასწარ შეკრიბეს 5.5-მეტრამდე ელემენტები ქარხანაში, რაც შემდგომ უკვე ადგილზე გადაჰქონდათ. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სამუშაოების შესრულების დრო და პროექტის საერთო ხანგრძლივობა.
‘’უნიკალური ფორმის გამო, თითოეული კვანძი ინდივიდუალურად უნდა დაპროექტებულიყო, რადგან ერთ კვანძს დაახლოებით 18 მილი ერთდროულად უერთდებოდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთი თვის ვადაში პროექტის დასრულება IDEA StatiCa-ს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.’’– ვიჯაიაბაჰარათი რენგანათანი, სტრუქტურული ინჟინერი, Eversendai Engineering, არაბთა გაერთიანებული საამიროები
Eversendai Engineering-ის შესახებ
Eversendai Engineering-ის ოფისები ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ყატარში უზრუნველყოფენ სრულ ტექნიკურ მომსახურებას – კონცეპტუალური დიზაინიდან დეტალურ პროექტირებამდე. მათი მაღალკვალიფიციური ინჟინრების გუნდი მუშაობს სხვადასხვა ტიპის სტრუქტურებზე. მჭიდრო კოორდინაცია ფოლადის სტრუქტურების საინჟინრო დეპარტამენტთან ხელს უწყობს გაუგებრობებისა და შეუსაბამობების მინიმიზაციას. კონსტრუქტორები პირდაპირ ითვალისწინებენ მშენებლობის რეალურ პირობებს და ერგებიან შემსრულებლების მიღებულ უკუკავშირს, რაც იწვევს პრაქტიკულად განხორციელებად, უსაფრთხო და დროულად დასრულებულ პროექტებს.
შესაძლებლობის პავილიონის მხოლოდ ოთხ თვეში შესრულება Eversendai-ის 40-წლიანი გამოცდილების გამორჩეული მაგალითია.
ასე რომ, შესაძლებლობის პავილიონი წარმოადგენს თანამედროვე ინჟინერიის შთამბეჭდავ ნიმუშს, რომელიც არქიტექტურულ ამბიციას პრაქტიკულ გამოწვევებთან აბალანსებს.
მიუხედავად მკაცრი ვადებისა, IDEA StatiCa-ს გამოყენებამ შესაძლებელი გახადა რთული კვანძების ეფექტური პროექტირება და კოდების გადამოწმება. სტრუქტურულ ინჟინრებსა და შემსრულებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ პროექტის დროულად დასრულება გამოიწვია.
სტატიის წყარო: www.IDEAStatiCa.com