ციფრული სტანდარტების დანერგვა: Autodesk Construction Cloud-მა მოიპოვა BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია ISO 19650 სტანდარტის შესაბამისად

სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული მონაცემებისა და ინფორმაციის მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე, კომპლექსური არქიტექტურის, ინჟინერიის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის (AECO) პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. საპროექტო ინფორმაციის მოცულობის ზრდასთან ერთად, ციფრული ინსტრუმენტები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზაციებისთვის, რათა მათ შეძლონ უფრო თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობა.

ამ კონტექსტში, მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ Autodesk Construction Cloud-მა მოიპოვა BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია ISO 19650 სტანდარტის ჩარჩოს შესაბამისობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს Autodesk-ის მუდმივ ძალისხმევას ინდუსტრიაში სტანდარტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მხარდაჭერის მიმართულებით.

ეს მიღწევა ასახავს Autodesk-ის გრძელვადიან ვალდებულებას, შექმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის მართვის თანმიმდევრულ პრაქტიკას და ეხმარება ორგანიზაციებს ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისობის გაძლიერებაში.

სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული მონაცემებისა და ინფორმაციის მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე, კომპლექსური არქიტექტურის, ინჟინერიის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის (AECO) პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. საპროექტო ინფორმაციის მოცულობის ზრდასთან ერთად, ციფრული ინსტრუმენტები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებისთვის, რათა მათ შეძლონ უფრო თანმდევრული და ეფექტური მუშაობა.

ამ კონტექსტში, მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ Autodesk Construction Cloud-მა მოიპოვა BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია ISO 19650 ჩარჩოს შესაბამისობისთვის — მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Autodesk-ის უწყვეტ საქმიანობას ინდუსტრიაში სტანდარტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მხარდასაჭერად. ეს მიღწევა ასახავს Autodesk-ის გრძელვადიან ვალდებულებას, შექმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მართვის თანმიმდევრულ პრაქტიკას და ეხმარება ორგანიზაციებს ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისობის გაძლიერებაში.

რა არის BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია არის ინფორმაციის მართვის სფეროში გლობალურად აღიარებული სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი (BSI). ის ადასტურებს, რომ Autodesk Construction Cloud მხარს უჭერს იმ სამუშაო პროცესებსა და ფუნქციონალს, რომლებიც მოთხოვნილია ISO 19650-ის მიხედვით – საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის მართვას აშენებული ობიექტების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ორეტაპიანი აუდიტის ფარგლებში, BSI-მ შეაფასა Autodesk Docs, Autodesk Build და Autodesk Construction Cloud-ის Model Coordination მოდული შემდეგი სტანდარტების პროგრამულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით:

  • ISO 19650-1:2018
  • ISO 19650-2:2018
  • ISO 19650-5:2020
  • ISO 19650-6:2025

ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს, რომ Autodesk Construction Cloud უზრუნველყოფს:

  • ISO 19650 სტანდარტებთან შესაბამისობას, რომელიც დაფუძნებულია BSI-ის დამოუკიდებელ შეფასებაზე ინფორმაციის მართვის ძირითადი შესაძლებლობების კუთხით.
  • ინსტრუმენტებს, რომლებიც გუნდებს ეხმარება პროექტის გარემოს კონფიგურაციაში ისე, რომ ის სრულად შეესაბამებოდეს მათ ინფორმაციის მართვის პრაქტიკასა და მოთხოვნებს.
  • თანმიმდევრულ და ორგანიზებულ გარემოს საპროექტო მონაცემების სამართავად, სადაც Autodesk Docs უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ სამუშაო პროცესებს პროექტის მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში.

ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ღირებულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობენ ისეთ რეგიონებსა და ბაზრებზე, სადაც ISO 19650-ის შესაბამისობა სავალდებულოა.

Autodesk Docs: შექმნილია სტრუქტურირებული მონაცემებისა და ინფორმაციის მართვისთვის
Autodesk Construction Cloud-ის საფუძვლად, Autodesk Docs სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ გუნდებს დაეხმაროს საპროექტო ინფორმაციის მკაფიო და კონტროლირებად მართვაში. ის წარმოადგენს საერთო მონაცემთა გარემოს (Common Data Environment), რომელიც აერთიანებს მონაცემებსა და სამუშაო პროცესებს Autodesk Construction Cloud-ის ფარგლებში პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ იყო ის BSI-ის აუდიტის მთავარი ფოკუსი.

Autodesk Docs მხარს უჭერს ვერსიების მართვას, სტატუსის კოდებს, რევიზიის იდენტიფიკატორებსა და წვდომის უფლებებს, რაც შეესაბამება BSI-ის მიერ ISO 19650-ის ინტერპრეტაციას. სისტემა როგორც ფაილებს, ისე საქაღალდეებს აღიქვამს ინფორმაციის კონტეინერებად და გუნდებს ეხმარება დუბლირების თავიდან აცილებაში მეტამონაცემებისა და დასახელების კონვენციების ინტელექტუალური მართვის გზით.

ეს შესაძლებლობები BSI-ის შეფასების საკვანძო კომპონენტები იყო და ნათლად აჩვენებს, როგორ უჭერს Autodesk Docs მხარს სტრუქტურირებულ ინფორმაციის მართვის პრაქტიკას სხვადასხვა პროექტში.

BSI-ის აუდიტის ფარგლებში შეფასებული დამატებითი შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის საფუძველს Autodesk Docs წარმოადგენდა, BSI-მ ასევე შეაფასა, თუ როგორ უზრუნველყოფს Autodesk Construction Cloud ISO 19650 ჩარჩოში აღწერილი სამუშაო პროცესების უფრო ფართო სპექტრის მხარდაჭერას. შეფასების ფარგლებში გაანალიზდა, როგორ ხორციელდება მოდელების კოორდინაცია და შეუსაბამობების გამოვლენა (clash detection), როგორ გადაადგილდება დიზაინისა და მშენებლობის ინფორმაცია სტრუქტურირებული განხილვის პროცესების მეშვეობით, და როგორ ხდება პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დოკუმენტირება და მართვა გუნდებს შორის.

აუდიტმა ასევე მოიცვა პლატფორმის მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის Autodesk-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესები და ქლაუდ უსაფრთხოების პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია Autodesk Construction Cloud-ის ქლაუდ გარემოსთან. ამ ყველა ასპექტმა ერთობლივად წარმოადგინა ის ფართო კონტექსტი, თუ როგორ შეესაბამება Autodesk Construction Cloud ISO 19650 ჩარჩოს დამატებით კომპონენტებს.

თქვენი გარემოს კონფიგურაცია ISO 19650-ის შესაბამისად

მიუხედავად იმისა, რომ BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია ადასტურებს, რომ Autodesk Construction Cloud უზრუნველყოფს ISO 19650-თან შესაბამისი სამუშაო პროცესების მხარდასაჭერ საჭირო შესაძლებლობებს, თითოეული ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს, როგორ დაინერგება და დარეგულირდება ეს შესაძლებლობები კონკრეტულ საპროექტო გარემოში. ძირითადი ნაბიჯები, როგორც წესი, მოიცავს:

  • Exchange Information Requirements (EIR) / Asset Information Requirements (AIR)-თან შესაბამისობას;
  • საქაღალდეების სტრუქტურისა და წვდომის უფლებების განსაზღვრას;
  • დასახელების კონვენციებისა და მეტამონაცემების ველების შექმნას;
  • გუნდების გადამზადებას და საპროექტო პრაქტიკის თანმიმდევრულ შენარჩუნებას;

ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როგორ მოძრაობს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში და როგორ თანამშრომლობენ გუნდები მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში. Autodesk Construction Cloud მხარს უჭერს თქვენს ISO 19650 გზას — იქნება ეს არსებული სამუშაო პროცესების დახვეწა თუ სრულიად ახალი სისტემის დანერგვა.

რას ნიშნავს ეს სერტიფიკაცია შემდგომი განვითარებისთვის

BSI Kitemark-ის სერტიფიკაცია ადასტურებს, რომ Autodesk Construction Cloud შეესაბამება ინფორმაციის მართვის გლობალურად აღიარებულ სტანდარტებს და ქმნის საიმედო საფუძველს პროექტების განხორციელებისთვის. ეს არის გარანტია, რომ თქვენს გუნდებს შეუძლიათ მუშაობა სტრუქტურირებულ და თანმიმდევრულ გარემოში, რისკების შემცირება და შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილება იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, მიზნად ისახავთ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას თუ კონკურენტულ უპირატესობას იმ ბაზრებზე, სადაც ISO 19650 სავალდებულოა, ეს სერტიფიკაცია გეხმარებათ ამ მიზნების მიღწევაში სიცხადითა და ნდობით. და ეს მხოლოდ დასაწყისია — Autodesk გააგრძელებს თავისი პროდუქტების განვითარებას, რათა უპასუხოს თქვენს საჭიროებებს და მხარი დაუჭიროს ციფრული თანამშრომლობის მომავალს.