წლიურ Architectus Design Charrette-ზე სხვადასხვა დისციპლინის, ადგილმდებარეობისა და გამოცდილების დიზაინერები ერთიანდებიან, რათა მიიღონ უნიკალური დიზაინის გამოწვევა და შეისწავლონ ახალი იდეები ავსტრალიის ქალაქების განახლებისთვის.
სტივი ფოქსი, Architectus-ის წამყვანი Digital Practice Lead და მთავარი არქიტექტორი, გვესაუბრება ციფრული ხელსაწყოების ნაკრების მნიშვნელობაზე, შესანიშნავ სამომხმარებლო გამოცდილებაზე, კლიენტების ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან ადაპტაციაზე და იმაზე, როგორ სთავაზობს Forma გუნდს პლატფორმას დიზაინის კვლევის და თანამშრომლობისთვის.
სტივ, რა არის თქვენი როლი Architectus-ში?
მე ვარ ციფრული პრაქტიკის ხელმძღვანელი და მთავარი არქიტექტორი. ვხელმძღვანელობ შესანიშნავ ოცკაციან გუნდს, რომელიც შედგება დიზაინის ტექნოლოგიის სპეციალისტებისგან, და ერთად ვქმნით და ვნერგავთ დიზაინის ტექნოლოგიის სტრატეგიას კომპანიის მასშტაბით.
შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ Architectus-სა და თქვენს მიდგომაზე?
ჩვენი პრაქტიკა აერთიანებს გამოცდილებას ყველა სექტორში და ერთგულებას გამორჩეულ დიზაინზე. ჩვენი თანამშრომლობითი ეთოსისა და ინტუიციური, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით, ვქმნით დიზაინს, რომელიც პოზიტიურ და ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ქალაქებზე და საზოგადოებებზე.
ახალ დროს, კონრად გარეჯტთან გაერთიანების შემდეგ, როგორც ერთიანი ძალა, ახლა ჩვენ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი დიზაინის კომპანია ვართ, სადაც მუშაობს 730-ზე მეტი ნიჭიერი დიზაინერი და სპეციალისტი ჩვენს ცხრა ავსტრალიურ სტუდიაში და სამ ახალზელანდიურ პარტნიორ სტუდიაში.
სავარაუდოდ, ჩემი მიდგომა ბიზნესისთვის გადაწყვეტილებების ფორმირებაში არის გავითვალისწინო მასშტაბი, სექტორთა მრავალფეროვნება და, ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრულ ხელსაწყოთა ნაკრების მომხმარებლის გამოცდილება.
შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენი ციფრული სტრატეგიის შესახებ და იმაზე თუ როგორ უწყობს ეს ხელს თქვენი ამბიციების განხორციელებას?
ჩვენი ხედვისა და ძირითადი ბიზნეს-მიზნების აღიარებით, მე ორიენტირებული ვარ სამ ძირითად მიმართულებაზე: პროექტების შესრულება, თანამშრომლების ციფრული უნარების განვითარება და ინოვაციის მხარდაჭერა სისტემების განვითარების და კვლევის მეშვეობით. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ინდუსტრიის ლიდერები გონივრული, შემოქმედებითი გზებით პროექტების განხორციელებაში, და ჩვენი შესანიშნავი დიზაინის ტექნოლოგიური გუნდი აქ არის, რათა ეს განახორციელოს!

რას ეძებთ, როდესაც ახალ ციფრულ ხელსაწყოებს ტესტავთ?
აპლიკაციები უნდა გამოირჩეოდეს მომხმარებლისთვის სიმარტივითა და ინტუიციური ნავიგაციით, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის გამოცდილება. იდეალურ შემთხვევაში, ახალი ციფრული ინსტრუმენტები უნდა იყოს სრულად თავსებადი ჩვენს არსებულ სისტემებთან. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ეფექტიან მომხმარებელთა მხარდაჭერასა და აქტიურ პროფესიულ საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს გამოწვევების სწრაფ გადაჭრას. თანამედროვე ინსტრუმენტების უმეტესობა ქლაუდზეა დაფუძნებული, რაც ბუნებრივად აჩენს მონაცემთა უსაფრთხოებისა და კლიენტთა კონფიდენციალურობის საკითხებს. სწორედ ამიტომ, ვანიჭებთ უპირატესობას აპლიკაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და უზრუნველყოფენ მონაცემთა ლოკალური ჰოსტინგის შესაძლებლობას.
რა გამოწვევებს აწყდებით დღეს ინოვაციური ხელსაწყოების გამოყენებისას?
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა პროექტებში ერთიანი ციფრული ინსტრუმენტების კომპლექტის სტაბილური დანერგვაა. AEC სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, თითოეულ პროექტს ხშირად ახასიათებს უნიკალური ტექნოლოგიური მოთხოვნები, რაც საჭიროებს ჩვენი გუნდის მხრიდან ადაპტაციას — ეს მოიცავს ტრენინგებს, ლიცენზიების შეძენას, უსაფრთხოების აუდიტს და მონაცემთა არქივირებას შიდა სისტემებში.
დღეს ჩვენი კლიენტები ციფრულ ეკოსისტემაში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი, ვიდრე ოდესმე, და ხშირად თავად განსაზღვრავენ კონკრეტული პროექტებისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროგრამული ინსტრუმენტების ნაკრებს. შესაბამისად, ჩვენი გუნდები უნდა იყვნენ მოქნილები, სწრაფად რეაგირებადი და მზადმყიფი, იმისთვის, რომ შეარჩიონ ყველაზე კარგი იმ მრავალ აპლიკაციას შორის, რომლებიც ხშირად იდენტურ ფუნქციონალს სთავაზობენ მომხმარებელს.
AEC აპლიკაციების არჩევა მართლაც ჰგავს ბავშვობის განცდას ტკბილეულის მაღაზიაში — იმდენად ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა არსებობს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობის ზრდის იდეა ყველას გვხიბლავს, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ „ციფრული გადატვირთვა“ და ზედმეტი ფინანსური დანახარჯები.
რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი Forma-ს მიმართ?
ჩვენი ყურადღება მიიპყრო მისმა უნარმა, დიზაინი გარდაქმნას უფრო დინამიურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პროცესად. Forma თავს იჩენდა არა მხოლოდ როგორც საბაზისო დიზაინის ინსტრუმენტების ნაკრები, არამედ როგორც ინოვაციური პლატფორმა დიზაინის კვლევისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.

რა ტიპის პროექტებისთვის იყენებთ Forma-ს?
ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ ტრენინგისა და დანერგვის პროცესში, თუმცა უკვე ვხედავთ სარგებელს განხორციელებადობისა და კონცეფციის ფაზებში. ველით, რომ მომავალში ის ფართოდ დაინერგება ყველა სექტორში და სხვადასხვა მასშტაბის პროექტებში — ფასადის კვლევებიდან დაწყებული, რთული შერეული დანიშნულების განვითარების პროექტებით გაგრძელებული და ქალაქგეგმარების მსხვილმასშტაბიანი ინიციატივებით დასრულებული.
როგორ იყენებთ Forma-ს თქვენს არსებულ ინსტრუმენტებსა და სამუშაო პროცესებში? როგორ აკავშირებთ Forma-ს სხვა პროგრამებთან?
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რისკენ ვისწრაფვით კონკრეტულ ეტაპზე. ხელით შესრულებულ ესკიზებს ვტვირთავთ და Forma-ში ვაქცევთ მათ სამგანზომილებიან მონაცემთა მოდელებად. ჩვენი Dynamo-სპეციალისტები სწავლობენ, როგორ გარდაქმნან ამ მოდელების მონაცემთა შედეგები. Forma-ს ინტეგრაციის წყალობით, უკვე ვახორციელებთ გარემოს ზემოქმედების ტესტირებას დეტალურ Rhino-მოდელებზე. აგრეთვე ვიწყებთ ახალ პროექტებს, სადაც მოცემულია კონტექსტუალური და გეოპოზიციონირების ინფორმაცია, რომელიც შემდგომ გადაგვაქვს Revit-ში. ამას გარდა, აქტიურად ვიყენებთ Forma-ში არსებულ გამოწერებს — მაგალითად, AI-რენდერინგის ფუნქციონალს ინოვაციური მესამე მხარის გაფართოებების, როგორიცაა EvolveLAB Veras, საშუალებით.


რა უპირატესობები მოგცათ Forma-ს გამოყენებამ?
ჩემი აზრით, Forma-ს ყველაზე დიდი სიძლიერე ის არის, რომ ის მოქმედებს როგორც ცენტრალური პლატფორმა დიზაინისთვის, თანამშრომლობისთვის და სხვა ინსტრუმენტებთან ინტეგრაციისთვის. სწორედ აქ ვხედავთ ყველაზე დიდ სარგებელს — იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ინდივიდუალური ფუნქციები, რომლებიც მას მოყვება.
შეგიძლიათ გაიხსენოთ მაგალითები, როგორ დაგეხმარათ Forma დიზაინის გაუმჯობესებაში?
როგორც წესი, Forma-ს ვიყენებთ იმისათვის, რომ სწრაფად ვცადოთ სხვადასხვა დიზაინის ვარიანტები და შევისწავლოთ უკეთესი სივრცული გადაწყვეტილებები. გარემოს ზემოქმედების თვალსაზრისით, ვატარებთ როგორც მასინგის ანალიზს, ასევე დეტალურ კვლევებს, რათა დიზაინი მაქსიმალურად მოვარგოთ მზის და ქარის პირობებს. მაგალითად, ერთ საგანმანათლებლო პროექტში, სადაც მდინარის პირას ძლიერი გვერდითი ქარები ქროდა, ჩვენ შევთავაზეთ კლიენტს ბანაკის სივრცე. ,,Forma-მ მოგვცა საშუალება გვეჩვენებინა კლიენტისთვის ეფექტური გადაწყვეტა — კომფორტული გარემო, რომელიც მიიღწეოდა ლოკაციისთვის შესაფერისი დამცავი ეკრანის ინტეგრირებით’’.

რა გავლენას ახდენს Forma ბიზნესის შედეგებზე?
Forma-ს საშუალებით გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მიზანს — პროექტებში ერთიანი და გამართული ციფრული მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველყოფას. დიზაინი ჩვენი საქმიანობის ბირთვია და Forma სრულად ერგება ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ პოზიტიური და ხანგრძლივი გავლენა ადამიანებზე, ქალაქებსა და საზოგადოებებზე.
რას უნდა ველოდოთ თქვენს ციფრულ სტრატეგიასა და მომავალ სამუშაო პროცესებში?
ჩვენი გუნდი გააგრძელებს წამყვანი დიზაინ-ინსტრუმენტების განვითარებას, ტესტირებას, ინტეგრაციას და დანერგვას, მათ შორის Forma-ს. ასევე, აქტიურად გვაინტერესებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლის გამოყენება, რათა დავეხმაროთ დიზაინის გადაწყვეტილებების მიღებაში და ავტომატიზაცია გავუკეთოთ განმეორებად დავალებებს, რაც ჩვენს ნიჭიერ დიზაინერებს მეტ დროს დაუტოვებს კრეატიულობაზე ფოკუსირებისთვის.
რაც შეეხება „ჯადოსნურ ბურთს“ და მომავლის იდეალურ ხედვას?
ჩვენი სურვილია, რომ პროგრამული უზრუნველყოფა უნივერსალური გახდეს. წარმოიდგინეთ სამუშაო პროცესები, სადაც მონაცემების ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა საჭირო აღარ იქნება, სადაც ფაილის ფორმატები აღარ წარმოადგენს შეზღუდვას — ისინი უბრალოდ გამოიყენება და გარდაიქმნება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამა შექმნის მათ. წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველის!
ყველა სურათი ეკუთვნის Architectus–ს.
სტატიის წყარო: www.autodesk.com