რა სიახლეა Revit 2024.2-ში?
ახალ Revit Home-ში უკეთესი ნავიგაცია ახლა Tech Preview-შია, STEP Import-ისა და IFC ფაილებისთვის თავსებადობისა და შესრულების გაუმჯობესებასთან ერთად, Dynamo 2.19-ით შეფუთული გამოშვება Revit-სა და Twinmotion-ს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას უზრუნველყოფს, რაც ამ უახლესი გამოშვების მთავარი ბენეფიტია.
ახალ ვერსიაში ასევე იპოვით მუქი ფერის თემას გრაფიკებისთვის და გაუმჯობესებული ფერის ავტომატური კონვერტაციისთვის, რაც უფრო სრულ და თანმიმდევრულ Revit გამოცდილებას მოგცემთ და გაგიადვილებთ ყველაფრის აღქმას და ყურადღების გამახვილებას.
გარდა ამისა, ახალ ვერსიას 3 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. ესენია:
- მეტი პერფორმანსი და მხარდაჭერა ღია სამუშაო პროცესებისთვის.
Revit ახლა უკვე უზრუნველყოფს STEP ფაილების იმპორტს, ასევე Revit 2024.2-ით ახლა შეგიძლიათ იმპორტირება გაუკეთოთ ან დალინკოთ stp პირდაპირ Revit-ში, რაც გაადვილებს 3D CAD მოდელის მონაცემების გაზიარებას და გაერთიანებას თქვენს BIM მოდელებში. ასევე გაუმჯობესდა IFC ფაილების შესრულება მრავალნაკადიანი დამუშავებით 2024.2-ში, ხოლო IFC4.3-ის სერტიფიცირება უკვე გამოშვების გზაზეა.
2. Dynamo ვერსია Revit 2.19-სთვის.
Dynamo ვერსიას 2.19 (კონკრეტულად 2.19.3) Revit 2024.2-ში შემოაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვანძებისა და პაკეტის ძიებაში. ეს ვერსია აძლიერებს ძიების ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს უფრო შესაბამის და მოსალოდნელ შედეგებს და უფრო ტოლერანტულია ბეჭდვითი შეცდომების მიმართ. ეს გაუმჯობესებები დაზოგავს დროს კომპიუტერული დიზაინერების მიერ მოთხოვნილი ძალისხმევის შემცირებით კონკრეტული კვანძებისა და პაკეტების მოსაძებნად. გაუმჯობესებული ძიების გარდა, Dynamo 2.19 შემოაქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა პაკეტის კვანძის გაუმჯობესებული იდენტიფიკაცია, გაუმჯობესებული Python editor-ის გამოცდილება, უკეთესი დოკუმენტაცია დიაგრამის კვანძებისთვის, ჩანაწერების დასაპინად და სხვა.
3. ერთჯერადი წვდომა (SSO) Twinmotion-ზე Revit-ისთვის თქვენი Autodesk ანგარიშიდან.
პირველ რიგში, Revit-ის ლიცენზიის შეძენისას თქვენ მიიღებთ წვდომას Twimmotion-ზეც. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის რომ, Revit 2024-ით და Twinmotion 2023-ით, ავტომატურმა სინქრონიზაციამ გააუმჯობესა სამუშაო პროცესი 3D მოდელირებასა და ფოტორეალურ ვიზუალიზაციას შორის, ასე რომ თქვენ სწრაფად და მარტივად შეძლებთ თქვენი იდეებისა და შთაგონების რეალიზებას დესკტოპ-cloud მონაცემთა კავშირის საშუალებით. ახლა უკვე Revit და Twinmotion კიდევ უფრო უკეთესია SSO-სთან ერთად.
ამ და სხვა გაუმჯობესებული ფუნქციების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Autodesk Revit-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც დაგხვდებათ უამრავი განახლებული ფუნქცია, როგორიცაა მაგალითად: საიტის მოდელირების გაუმჯობესება, მოდელის კოორდინაცია Autodesk Docs-თან, გაუმჯობესებები არმატურის მოდელირებისა და დოკუმენტაციისთვის და განახლებული ელექტრო და სტრუქტურული ანალიზი და მრავალი სხვა.
ტრენინგებთან და Revit-ის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 597 00 91 75.