პროექტი Vistas 75, რომელიც ბლოგის გარეკანს ამშვენებს, მდებარეობს სან-სალვადორის ჩრდილო-აღმოსავლეთით. პროექტი შექმნილია Leon Sol Architects-ის მიერ და შემუშავებულია Esferas Inversiones S.A de C.V-ის მიერ, Qualicons-ით დაკვეთით.
Autodesk Revit-ის გამოყენებით, საპროექტო გუნდმა 27 ქალაქური სახლისგან შემდგარი კომპლექსის მოდელირება მოახერხა, 174 ბინა, 4 საცხოვრებელი კოშკი და 3 მწკრივი კორპუსი, რომელიც განლაგებულია 19225 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართობზე. მდგრადობის პრინციპები ყველაზე მნიშვნელოვანია დიზაინისთვის, ორიენტირებულია დღის სინათლისა და ქალაქის ოპტიმალური ხედებისთვის. დამატებითი კეთილმოწყობა მოიცავს სათემო კლუბის სახლს, მწვანე ზონებს და ფეხბურთის მოედანს. პროექტი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის გუნდმა გამოიყენა დიზაინის სხვადასხვა ვარიანტები Revit-ში Twinmotion-ის რენდერინგის შესაძლებლობებით, რათა ეჩვენებინა ინტერიერის სქემები და განლაგება, რომლებიც შემოთავაზებული იყო ახალი საცხოვრებელი კომპლექსისთვის.
ერთი შეხედვით რა არის ახალი Revit პროგრამულ უზრუნველყოფაში:
- ივნისის (2025.1) და ივლისის (2025.2) გამოშვებები უკვე ხელმისაწვდომია;
- გაუმჯობესებული სტაბილურობა, ხარისხი და პერფორმანსი;
- განახლებები Autodesk Docs-ის კოორდინირებული მოდელის დასაკავშირებლად;
- Revit-ის ფემილების ჩანაცვლება Twinmotion-ით;
- მეტი ავტომატიზაცია სტრუქტურული ანალიზისთვის;
- Autodesk Insight-ზე წვდომა პირდაპირ Revit 2025.2დან არის შესაძლებელი;
Autodesk Revit-ის ახალი ვერსიები აერთიანებს 60-ზე მეტ სტაბილურობის, შესრულებისსა და ხარისხის გაუმჯობესების ხელსაწყოებს, საზოგადოების მოთხოვნილ რამდენიმე იდეასთან ერთად, როგორიცაა კედლის შეერთება, ანოტაციებისა და ტექსტების სწრაფი გასწორება და განახლება PDF-ის ექსპორტისთვის, საშუალებას გაძლევთ ამ განახლებების ფონზე იმუშაოთ. ახალ ვერსიაში ასევე არის ჩანართები პროექტის ბრაუზერისთვის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო 1000-ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა. ეს დახვეწილი და სასარგებლო დანამატი Revit-ში უფრო მარტივი ნავიგაციის საშულაებას მოგცემთ, ნაკლები ძიება და კოლაფსი საჭირო ფანჯრის მოსაძებნად.
Revit 2025.2-ში თქვენ ასევე შეამჩნევთ უფრო გამარტივებულ და პერსონალიზებულ Revit Home-ს. ახლად დამთავრებული Tech Preview-დან, ახალი Revit Home გთავაზობთ უფრო დახვეწილ გზას თქვენი პროექტებისა და მოდელების მოსაძიებლად, გახსნის, გაფილტვრისა და დახარისხებისთვის. ქლაუდში დაკავშირებულ და გაზიარებულ მონაცემებზე უფრო ინტუიციური წვდომით, თქვენი მუშაობის ინსტრუქციებით და რჩევებით: ახალი Revit Home გთავაზობთ დახმარებას, მაშინ როცა გჭირდებათ მუშაობა დაიწყოთ სწრაფად და იყოთ ორგანიზებულები!
მაგრამ ეს ყველაფერი არაა! გააგრძელეთ კითხვა რომ შეიტყოთ ტოპ ბენეფიტების შესახებ.
Revit Family-ის ახალ ჩანაცვლებას სცენის შექმნის უფრო მეტი ავტომატიზაცია მოაქვს Twinmotion-ში.
ოდესმე თუ გსურვებიათ, რომ შეგძლებოდათ Twinmotion-ის მაღალი ხარისხის აქტივების ავტომატურად გამოყენება თქვენი Revit-ის ფემილების ობიექტებში Twinmotion-ში იმპორტის შემდგომ, თითოეული მათგანის ხელით გასწორების გარეშე? Revit 2025.2-ის ახალი ფუნქცია Twinmotion for Revit ამ პროცესებს ამარტივებს და ავტომატიზირებულს ხდის.
Revit 2025.2-ში Family Objects-ს დაემატა ახალი „Twinmotion Substitution“ პარამეტრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიაკუთვნოთ და დახაზოთ Revit გეომეტრია თქვენს მიერ მითითებულ შესაბამის Twinmotion-ის აქტივზე.
ეს ახალი ფუნქცია დაზოგავს დროსა და ადამიანურ რესურსს Twinmotion სცენების შემუშავებასა და განახლებაში თქვენი Revit მონაცემებიდან და დაგეხმარებათ უკეთ წარმოიდგინოთ დიზაინის ვარიანტები ნებისმიერი ტიპის Revit ფემილისთვის –კარებიდან და ავეჯიდან დაწყებული, მძიმე პეიზაჟებითა და ნიშნულებით დამთავრებული.
ფიზიკური მოდელის ელემენტებიდან სტრუქტურულ-ანალიტიკური მოდელირების ახალი ავტომატიზაცია აუმჯობესებს ანალიზის სამუშაოების სიჩქარეს და სიზუსტეს.
Revit 2025.2 წარმოგიდგენთ ახალ, ინოვაციურ შესაძლებლობას, რომელიც აძლიერებს სტრუქტურულ-ანალიტიკურ მოდელირებას. ეს განახლებული ავტომატიზაციის ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ანალიტიკური მოდელები შერჩეული სტრუქტურული, ფიზიკური ელემენტებიდან, რაც უზრუნველყოფს, რომ მიღებული ანალიტიკური მოდელი შეესაბამებოდეს ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მითითებებს, რომლებიც მიღებულია ფიზიკური მოდელიდან.
ახალი სტრუქტურულ-ანალიტიკური მოდელირების ავტომატიზაციის ხელსაწყოთი თქვენ შეგიძლიათ:
- მარტივად გაასწოროთ ანალიტიკური სვეტები და კედლები ზემოდან ქვემოთ მრავალ დონეზე.
- ანალიტიკური მოდელის ელემენტების შეუფერხებლად გასწორება დონეებთან ვერტიკალური კორექტირების გზით.
- უპრობლემოდ გაასწორეთ ანალიტიკური ელემენტები ღერძებთან ჰორიზონტალური რეგულირების გზით.
თვალი ადევნეთ მოდელის ცვლილებებს Autodesk Docs-დან Revit-ში DWG, RVTდა ახლა IFC-ისა და NWC ფაილებისთვის. გააუმჯობესეთ დიზაინის კოორდინაცია და მოდელის ინტეგრაცია თქვენს საპროექტო გუნდებში.
Revit 2025.1-ისა და Revit-ის ყველა შემდგომ ვერსიებში, ახლა უკვე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოდელის ცვლილებებს დამატებით IFC და NWC ფაილის ფორმატებისთვის, RVT და DWG ფაილების თავსებადობის ჩათვლით, რომელიც პირველად ხელმისაწვდომი გახდა Revit 2025 ვერსიაში. ეს გაუმჯობესებები ხელს უწყობს დიზაინის მიზნის უკეთ გააზრებას მულტიდისციპლინურ საპროექტო გუნდებში, რაც ეხმარება დიზაინერებს და პროექტის მენეჯერებს უკეთ შეისწავლონ თავიანთი BIM მოდელები, რათა ხელი შეუწყონ უფრო მჭიდრო კოორდინაციას დაინტერესებულ მხარეებთან.
ასევე გამოშვებაში ნახავთ:
- სტრუქტურული ფოლადის პარამეტრების გაუმჯობესება იყენებს ინდუსტრიის სტანდარტებს, რათა უფრო ზუსტად გამოვთვალოთ და განვსაზღვროთ წონა და სიგრძე სტრუქტურული ჩარჩოებისა და სვეტებისთვის. გარდა ამისა, დამატებულია მარკირებადი ეგზემპლარები და ტიპური პარამეტრები სტრუქტურული ფერმების ფემილებისთვის.
- გაუმჯობესებული კავშირი ტოპოგრაფიულ ნახაზთან. მარტივი კორექტირების შესაძლებლობა უშუალოდ სამშენებლო მოედანთან მიმართებით და კიდევ უამრავი განახლება, რომელიც შეგიძლიათ თავად გამოსცადოთ ახაკ, Revit 2025.2 ვერსიაში.
ინფორმაციის წყარო: www.Autodesk.com