სამშენებლო ინდუსტრიაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა ძალიან დაბალია, რადგან საზოგადოებაში გავრცელებული პოპულარული აზრის მიხედვით ინფორმაციული ტექნოლოგიები(IT) უფრო მიმზიდველია ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ვიდრე სამშენებლო ინდუსტრია.
ეს გამოწვეულია მცდარი წარმოდგენით იმის შესახებ, რომ მშენებლობა კვლავ არის დაბალტექნოლოგიური ინდუსტრია, სადაც პროექტის და ნახაზების შესრულება ჯერ ისევ ფანქრის მეშვეობით ხდება. სწორედ ეს პოპულარული აზრი უქმნის ახალგაზრდებს არასწორ წარმოდგენას სამშენებლო ინდუსტრიაზე და ხელს უშლის მათ მიერ ამ მხრივ კარიერის გაგრძელებას.
მიუხედავად ასეთი სტერეოტიპებისა, სამშენებლო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ციფრული ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის მართვის საჭიროება აქ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სამოქალაქო ინჟინერიის სექტორში მოღვაწე ახალგაზრდა თაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ციფრულ ტრანსფორმაციაში.
ჰელსინკი, ფინეთი. “KG Constructions” ასრულებს ფასადის სამუშაოებს “Redin Majakka, Tower 2” პროექტისთვის.
BIM (Building Information Modeling) შენობის საინფორმაციო მოდელირება, როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტა საინჟინრო ინდუსტრიაში, დღეს პოპულარობას იძენს. თუმცა, როგორც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია, ეს სფეროც მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს, რომელსაც შეუძლია მასთან მუშაობა. ბუნებრივია, რომ ბევრი ახალგაზრდა სამშენებლო დისციპლინის სტუდენტი მთელს მსოფლიოში დაინტერესებულია იმით, თუ სად იქნება პერსპექტიული მათი ინჟინრის კარიერის აყვავება. რა გრძელვადიანი პერსპექტივები აქვს ასეთ ადამიანს დიდ ორგანიზაციაში და სამშენებლო ინდუსტრიაში.
ხალხის კეთილდღეობა
“KG Constructions”-ის BIM განყოფილების ხელმძღვანელი ჟულიუს ზიკუსი ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შენობების დიზაინის შექმნისას და მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას და უზრუნველყოფას. ამ კეთილდღეობის შესაქმნელად შენობები უფრო და უფრო მეტ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ისინი აკმაყოფილებენ მეტ მოთხოვნებს, მაშინ უნდა იყვნენ უფრო რთული, უფრო თანამედროვე, რომლებშიც უნდა გამოიყენონ მეტი განსხვავებული მასალა და არასტანდარტული გადაწყვეტილებები.
გასაკვირი არ არის, რომ მდგრადობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღევანდელ სამშენებლო ინდუსტრიაში. ყველა შენობის დეველოპერი, არქიტექტორი, კონტრაქტორი, ქვეკონტრაქტორი თუ ამ ინდუსტრიის სხვა ნებისმიერი წარმომადგენელი მიზნად ისახავს ენერგიის მოხმარების შემცირებას, რითაც ფოკუსირებულია მდგრადი მშენებლობის განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ყველაზე რთული შენობების დაპროექტებისასაც კი მიზანი ერთია – რაც შეიძლება მეტი ბუნებრიობა, მზის სინათლე, ერგონომიკის უზრუნველყოფა, მდგრადი, გრძელვადიანი მასალების გამოყენება და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ერთის მხრივ, იზრდება ყურადღება ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ, მეორეს მხრივ, მცირდება დრო ადამიანის საჭიროებების შეფასებისთვის.
შედეგად, მცირდება ნახაზების წაკითხვის უნარი. სპეციალისტს უფრო და უფრო უჭირს კონცენტრირება და ნახაზების კითხვა, რადგან მათში ძალიან ბევრი დეტალია.
‘’ამ მიზეზით, ჩვენ ვიყენებთ 3D მოდელირებას – ანუ BIM-ს ჩვენს გუნდში. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დავასკანეროთ, აღვიქვათ და გავაზიაროთ ბევრად უფრო დეტალური ინფორმაცია.
მაგალითად, პროექტში არა მარტო ჩვენ, ფასადის სპეციალისტები, ვმონაწილეობთ არამედ სხვა ქვეკონტრაქტორებიც.ყველას გვაქვს საერთო მიზანი, მაგრამ ამოცანები განსხვავებულია.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ კომპლექსურობას, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველაფერი, ნახაზების საშუალებით კომუნიკაცია კი ამ პროცესს აფერხებს.
ნახაზის ერთხელ შექმნა საკმარისი არასდროსაა.ის მუდმივ განახლებას მოითხოვს.ამ დროს კი ჩნდება BIM როგორც პლატფორმა, სადაც შეგვიძლია რეალურ დროში გავცვალოთ ინფორმაცია, რომელიც ვიზუალურად წარმოადგენს შენობას, მის დეტალებს, შევამოწმოთ გადაკვეთის წერტილები ავტომატური პროგრამებით, არა ხელით, არა ინტუიციით, არამედ რეალური ხედვით.
შემდეგ უკვე მომხმარებლის მხრიდან BIM კოორდინატორს შეუძლია შეაფასოს სრული და დეტალური სურათი და შეიტანოს შესწორებები. ამ გზით ჩვენ აღმოვფხვრით შეცდომებს და უზუსტობებს და შეგვიძლია უზრუნველვყოთ პროექტის შეუფერხებელი პროგრესი “ – აღნიშნავს ჟულიუს ზიკუსი.
ჟულიუს ზიკუსი (Julius Zykus) “KG Constructions” -ის BIM დეპარტამენტის ხელმძღვანელი
BIM-ის დანერგვა მსხვილ კომპანიებში
“KG Constructions ორგანიზაციაში” BIM დეპარტამენტი არის ცალკე საპროექტო განყოფილება და მისი სპეციალისტები ამ მეთოდოლოგიით ამუშავებენ და ავითარებენ პროექტს. თითოეულ განხორციელებულ პროექტს ჰყავს თავისი BIM სპეციალისტი, რომელიც თან ახლავს პროექტს განვითარებისა და შესრულების განმავლობაში.
‘’ზოგადად, მშენებლობა ძალიან არაეფექტური პროცესია. ეს სფერო ჩამორჩება დიგიტალიზაციის, ეფექტურობისა და სხვა ნიუანსების კუთხით, ამიტომ ვხედავთ და ვიცით, როგორ მივაღწიოთ საპირისპირო – პოზიტიურ ეფექტს და ამიტომ ვიყენებთ BIM-ს.
ჩვენ ვქმნით დამატებით ღირებულებას როგორც არსებული მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ირჩევს ჩვენს ექსპერტებთან მუშაობას. სხვადასხვა სპეციალიზაციებს შორის უზუსტობისა თუ გაუგებრობის შემთხვევაში, ზარალდება არა სხვა ვინმე, არამედ თავად კლიენტი ან ინვესტორი. ჩვენი მიზანია გავავრცელოთ და გადავცეთ ჩვენი ცოდნა მათ, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს ყველაერი’’- სპეციალისტი BIM-ის რეალურ სარგებელზე საუბრობს.
მოდით შევხედოთ პრაქტიკულ მაგალითს: ე.წ „ნაცრისფერი“ ზონები ჩნდება პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. თქვენ ჩვეულებრივ ვერ ნახავთ ასეთ შეუსაბამობას და ვერც ვერავინ იწინასწარმეტყველებს, მაშინაც კი, თუ თქვენ განახლებული ნახაზი გაქვთ.
სამწუხაროდ, რეალობა სხვაა და მშენებარე ობიექტთან მისვლისას საპირისპირო სურათს ვხედავთ, რაც შემაშფოთებელია – მაგალითად, ვხედავთ რომ ჩვენს წინ უზარმაზარი ხვრელია.
აქედან გამომდინარეობს უთანხმოება, თუნდაც კამათი და ერთმანეთზე გადაბრალება. “ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ფასადი, სხვები პასუხობენ – ეს არ არის კედელი და არავის არ სურს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. პროცესები გრძელდება დაუსრულებლად და ეს ხვრელი ხელუხლებელი რჩება, სანამ არ მიაღწევს იმ ეტაპს, როდესაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ობიექტზე – აქ და ახლა, რადგან ხვრელები არ შეიძლება იყოს იქ სადაც არის – ამბობს ჯ. ზიკუსი.
მისი თქმით, BIM-ის გამოყენება ინჟინერიაში ხელს უწყობს ამ და მრავალი სხვა შეცდომის თავიდან აცილებას. რამდენიმე დაწკაპუნებით, პროგრამული უზრუნველყოფა ქმნის შენობის პროექტის სურათს, სადაც აშკარად ჩანს ყველა შეუსაბამობა, შესაძლო პრობლემა და შეცდომა და რაც მთავარია, ნათლად ჩანს თითოეული ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა.
“პროგრამაში ისინი ძირითადად სხვადასხვა ფერებით არის აღნიშნული.საბოლოოდ, “ნაცრისფერი” ადგილები ხდება ნამდვილად ნაცრისფერი და აშკარად შესამჩნევი.” – ამბობს ჟულიუს ზიკუსი, BIM დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ BIM მოდელის გარეშე, სამწუხაროდ, მხოლოდ ნახაზებს და კონტრაქტებს არ შეუძლიათ დაგვეხმარონ პასუხისმგებელი მხარის პოვნაში და მით უმეტეს, დაინტერესებულ პირებთან წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში.
„რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ BIM-ის გამოყენება ხელს უწყობს ბიუჯეტის დაზოგვას პროექტში მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის, ითვალისწინებს ადამიანურ რესურსებს, ზოგავს ხარჯებს და ხდის პროექტის განხორციელებას უფრო ეფექტურს“.
რას სთავაზობს BIM ინდუსტრია ახალგაზრდა სპეციალისტებს?
პერსპექტივას პერსპექტიულ ინდუსტრიაში. BIM აერთიანებს ციფრულ ინსტრუმენტებს, რეალურ დროში მონაცემთა წვდომას და ერთობლივ პლატფორმას სამშენებლო პროცესების გასამარტივებლად, პროექტის ეფექტურობის გაზრდისა და ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების შესახებ.
ახალგაზრდა სპეციალისტების წახალისებით BIM-სა და ციფრულ მშენებლობაში კარიერის დაწყების მიზნით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი უნარი ტექნოლოგიურ პროცესებზე სწრაფად ნავიგაციისთვის. და ასევე მოვუწოდებთ მათ თამამად აირჩიონ ინოვაციები და ერთად შექმნან უფრო ეფექტური, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო ინდუსტრია.
წყარო: www.kgcgroup.com