სამშენებლო კომპანია „VEIKME“ 60 წელზე მეტია ფუნქციონირებს როგორც გენერალური სამშენებლო კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციული შენობებისა და საცხოვრებელი უბნების უმსხვილეს სამშენებლო პროექტებს.
BIM კოორდინატორი, გიტის იურგელევიჩიუსი, რომელიც პასუხისმგებელი იყო BIM კოორდინაციაზე, პროცესის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე ამ კომპანიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას BIM პროცესებისა და პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ.
გიტის იურგელევიჩიუსი, შპს “VEIKME”-ს BIM მენეჯრი
‘’BIM მოდელის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია პროექტში“ – ამბობს გიტის იურგელევიჩიუსი. ხარისხის ნაკლებობა დიდ დროს და შრომას ფლანგავს. BIM კოორდინატორის მიერ დაფიქსირებული დაბალი ხარისხის პროექტების ყველაზე ხშირი მიზეზებია: პროექტის დეტალური დაგეგმვისადმი ძალიან მცირე ყურადღება, შუალედური შედეგების შემოწმება, შეფასება და კომუნიკაცია.
Gytis შენიშნავს, რომ ყველას არ ესმის მოდელის შექმნის მნიშვნელობა და მისი გამოყენების შესაძლებლობები. კომპანიებს ჯერ კიდევ აკლიათ BIM სპეციალისტები, რომლებიც განავითარებენ კომპანიის BIM პროცესებს და მოძებნიან საუკეთესო გზას კლიენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„BIM მოთხოვნები ხშირად გაურკვეველი და განუსაზღვრელია, რაც ინტერპრეტაციისთვის დიდ ადგილს ტოვებს“ – დასძენს გ. იურგელევიჩიუსი.

ლოჯისტიკის და საცალო ვაჭრობის ცენტრის BIM მოდელი, შექმნილი VEIKME-ს მიერ.
თუმცა, BIM მენეჯერი ხედავს ტენდენციას სწორი მოდელის ინფორმაციის მზარდი საჭიროებისთვის. საპროექტო დოკუმენტებში მოწოდებული ინფორმაცია შედარებულია მოდელში მოცემულ ინფორმაციას, სულ უფრო მეტად მოდელი განიხილება, როგორც დავალება ან საორიენტაციო პუნქტი ცვლილებების მონიტორინგისთვის.
‘’თავიდან მოდელებს ვიყენებდით პროექტის ვიზუალური დათვალიერებისთვის, მოგვიანებით გაჩნდა საჭიროება მოპოვებულიყო რაოდენობები და სხვა ინფორმაცია. საბოლოოდ დავიწყეთ პროექტის ხარისხის შემოწმება, გადაკვეთების და შეცდომების ძებნა.“ – გიტისი ყვება BIM-ის ევოლუციაზე კომპანია „VEIKME“-ში.
ახლა მიზანია არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების ძიება პროექტის ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ მოდელის მაქსიმალურად გამოყენება სამშენებლო პროექტის ყველა ეტაპზე და უშუალოდ პროცესში.
SOLIBRI პროგრამული უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველსაყოფად
VEIKME იყენებს SOLIBRI პროგრამულ უზრუნველყოფას თავისი პროექტების ხარისხის უზრუნველსაყოფად. გიტის იურგელევიჩიუსი ასახელებს პროგრამული უზრუნველყოფის მთავარ უპირატესობებს, როგორც მოდელის ვარიანტების ფართო არჩევანს და ელემენტებს შორის კავშირებს – იგი საშუალებას იძლევა უკეთესი მოდელის ანალიზისთვისა და რაოდენობების მისაღებად.
„პროგრამული უზრუნველყოფის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო, მას არა მხოლოდ შეესრულებინა მარტივი კვეთის ძებნა, არამედ ჰქონოდა საკუთარი ნორმები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ SOLIBRI არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი ცხრილებში ITO-ში – ეს ხშირად ძალიან სასარგებლოა. რამდენადაც ვიცი, ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი ბაზარზე“ – გვარწმუნებს BIM სპეციალისტი.
ადმინისტრაციული კომპლექსი CYBER CITY
VEIKME ახორციელებს Cyber City-ის საპროექტო სამუშაოებს, ქალაქში, რომელიც განკუთვნილია ტექნოლოგიების საზოგადოებისთვის და რომელიც ვითარდება ვილნიუსში ყოფილი SPARTA-ს ქარხნის ტერიტორიაზე. დაახლოებით 35000 მ2 საოფისე ფართი, სადაც დაახლოებით 2ჰა უკავია კომერციულ ფართებს.

პროექტი შედგება ოთხი სხვადასხვა ტიპის შენობისგან, შემორჩენილია ყოფილი SPARTA-ს ქარხნის ბუხარი, დაპროექტებულია რეკრეაციული სივრცეები.
გიტისის თქმით, ამ პროექტში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პროექტის ფართო მასშტაბები:
„უნდა მოგვეძიებინა მოდელის სწორად დაყოფის გზა, როგორ უნდა წარმოგვეჩინა იგი სამშენებლო მოედანზე, როდის და რა ანალიზები უნდა გაგვეკეთებინა“
ამ ეტაპზე, SOLIBRI გამოიყენებოდა მოდელის ანალიზისა და შეცდომების შესამოწმებლად, ასევე ინფორმაციისა და რაოდენობის მოსაძიებლად, ასევე მოდელის შედარებისთვის. სამშენებლო მოედანზე ეს მოდელები გამოიყენებოდა მოდელისა და შესრულებული სამუშაოს შესაოწმებლად. ამჟამად მოდელები იხვეწება, რათა გამოიყენონ ისინი საგარანტიო ფაზაშიც.
„SOLIBRI-ის გამოყენების ყველაზე დიდი სარგებელი არის შეუსაბამობებისა და შეცდომების პოვნა, რომლებიც მოგვარებადია საპროექტო ეტაპზე, სამშენებლო ობიექტზე გაურკვევლობის გამოწვევის გარეშე“, – ამბობს გიტის იურგელევიჩიუსი.