BIM Collaborate Pro – როგორ შეიძლება 1 საათის საქმე 6 წუთში შესრულდეს და ამით 35000 ლარი დაიზოგოს.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ერთ-ერთი წარმატებული ირლანდიური კომპანიის გამოცდილებას BIM Collaborate Pro-ს შესახებ.

ალან ვუდსი, კომპანიის საინჟინრო დეპარტამენტის უფროსი, და ეოგან კეენანი, გაგვიზიარებენ პროგრამის ძირითად ღირებულებებს, რამაც მნიშვნლოვნად გაზარდა მათი გუნდების ეფექტური მუშაობა ერთ სივრცეში.

,,სამშენებლო ინდსუტრია სწრაფად მზარდი სფეროა. იმისათვის რომ გააგრძელოთ კონკურენტუნარიანობა პროექტების მისაღებად, მუდმივად უნდა ეძებოთ ახალი ინოვაციები და ახალი ეფექტური გზები ამ მიზნისკენ სწრაფვისთვის.

ჩვენს გუნდში ბევრი შესანიშნავი ინჟინერი და BIM მენეჯერი გვყავს. ჩვენ ძალიან დეტალურად ვაგებთ BIM მოდელს Revit-ის მეშვეობით, მაგრამ აზრი არ აქვს უბრალოდ კარგი BIM მოდელის არსებობას ოფისში თუ იგი რეალურად სამშენებლო მოედანზე არ გამოიყენება. ამიტომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამონაცაა სამშენებლო მოედნზე არსებულ გუნდის წევრების ჩართვა BIM-ის გამოყენებაში.

Autodesk-თან თანამშრომლობა თითქმის ერთი წლის წინ BIM Collaborate Pro-ის გამოყენებით დავიწყეთ და საპილოტედ ავიღეთ ჩვენი ერთ-ერთი პროექტი და მოდელი განვათავსეთ ჩვენს Revit სერვერზე. აღმოჩნდა, რომ არსებობდა უამრავი პროექტთან დაკავსირებული ფაილი და ამ  ყველაფრის ერთ სივრცეში სინქრონიზაცია იყო საჭირო. BIM Collaborate Pro-მ მოახდინა საოცრება! პროგრამამ ამოიცნო ეს ფაილბი სრულად და ქლაუდში გადაიტანა. ამით რამოდენიმე საათიანი სინქრონიზაცია შეგვიმცირდა დაახლოებით ხუთ ან ექვს წუთამდე. ეს ყველაფერი მთლიანობაში დაგვეხმარა 12000 ევროს ხარჯის დაზოგვაში.

თანამშრომლობა, ეს არის მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველას აქვს წვდომა უახლეს ინფორმაციაზე. ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დისტანციურად. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ რეალურ მოდელებზე. გვაქვს წვდომა მთელს მსოფლიოში ჩვენს ნამუშევრებზე. გვყავს გუნდები ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში, და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ერთდროულად ვიმუშავოთ ერთ პროექტზე. BIM Collaborate Pro ასევე გვაძლევს ჰიბრიდული სამუშაო სისტემის შესაძლებლობას. როდესაც ვინმეს აძლევთ დავალებას, ხედავთ, რომ მან დაასრულა იგი და მიიღებთ შეტყობინებას უკან, და ასევე ის ქმნის სამუშაოების სიას, სადაც ცოცხალ რეჟიმში ხედავთ ვინ რა სამუშაოს ასრულებს. პროექტის მთელ გუნდს შეუძლია ნახოს ეს და განაახლოს ის საჭიროებისამებრ. ჩვენ არ ველოდებით კვირებს, არ გვაქვს დაუსრულებელი წერილების მიმოცვლა გუნდის წევრებთნ, რომ მიიღონ ფაილები, გადახედონ, შეასწორონ, დააკომენტარონ, დაგვიდასტურონ, საბოლოოდ კი სადმე შევაგროვოთ და ავტვირთოთ.

ჩვენ ვმუშაობთ Autodesk-ის გუნდთან ერთად, რომელიც ჩვენი სერვერისგან შორსაა და ვცდილობთ ჩვენი ყველა CAD ფაილი მათ BIM Collaborate Pro-ს მეშვეობით გავუზიაროთ. ამჟამად ჩვენ აქტიურად ვიყენებთ მას პროექტების საწყის ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის.

ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მთლიანი პროექტი დავასრულოთ ამ პროგრამის გამოყენებით. ასე რომ, ჩვენ გვაქვს BIM Collaborate Pro-ს სრული წრე, პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე. ეს არის ნამდვილად მთავარი მოტივატორი ჩვენთვის, როგორც ჩვენი 2025 წლის სტრატეგიის ნაწილი. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიყავით BIM სამუშო პროცესებზე. გამოვიყენეთ ჩვენი BIM ტექნიკოსები და კოორდინატორები და ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. ახლა ჩვენ ვიწყებთ მის დანერგვას გუნდებს შორის. ჩვენი პროექტის ინჟინრები, მექანიკოსი და ელექტრო ინჟინრები იყენებენ BIM Collaborate Pro-ს. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გუნდი ნამდვილად იყენებს საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას, საუკეთესო ტექნოლოგიას და მათ დახარჯულ დროს მაქსიმალურად ეფექტურს ხდის. ჩვენ უფრო სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას, რაც ნიშნავს, რომ  უფრო სწრაფად ვხაზავთ ნახაზებს რაც ნიშნავს, რომ პროექტები რეალურ გარემოშიც უფრო სწრაფად ხორციელდება, რაც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მომავალში ჩვენს კომპანიას მომავალი პროექტებისთვის.

ამიტომ გირჩევთ თქვენც:

  • გააუმჯობესეთ თანამშრომლობა,
  • გაზარდეთ დატვირთვის მოცულობა,
  • გააუმჯობესეთ მონაცემთა მიმოცვლა,
  • იყავით უფრო კონკურენტუნარიანი,

BIM Collaborate Pro-ს გამოყენებით.’’

 

წყარო: www.Autodesk.com