უკვე 40 წელია, რაც DDScad წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს შენობების საინჟინრო სისტემების დაგეგმვას. რა თქმა უნდა, DDScad-ის მე-20 ვერსიაც ამ გზას აგრძელებს: ახალი ვერსია გთავაზობთ საინტერესო ახალ შესაძლებლობებს. DDScad 20 გაძლევთ შესაძლებლობას, მარტივად მიაღწიოთ ოპტიმალურ პროექტირების შედეგებს და აკეთოთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდით – შექმნათ მომავალი!
მთავარი ინოვაციების მიმოხილვა
აღმოაჩინეთ DDScad 20! ისარგებლეთ გაუმჯობესებული სამუშაო პროცესებით Archicad-სა და DDScad-ს შორის მონაცემთა მიმოცვლისთვის. ახალი ვერსია ასევე გთავაზობთ ახალ რეჟიმს – „OPEN BIM optimized“, როგორც მომავლისთვის განკუთვნილ საბაზისო ტექნოლოგიურ ვარიანტს, ასევე სხვა საინტერესო ინოვაციებს.
ახალი „OPEN BIM“ რეჟიმი
მიიღეთ მეტი თავისუფლება და კომფორტი BIM პროცესით ორგანიზებულ პროექტებში! თუ მე-19 ვერსიაში„OPEN BIM“ რეჟიმი ჯერ კიდევ სატესტო ფაზაში იყო, ახლა იგი DDScad-ის მომავალი განვითარებების საბაზისო ტექნოლოგიად იქცა. ახალი რეჟიმი ხელმისაწვდომია ყველა დარგისთვის და წარმოადგენს სრულფასოვან ალტერნატივას კლასიკური DDScad-ის გეგმარების რეჟიმისთვის.
დაკვირვების რეჟიმი
DDScad 20-ში შეგიძლიათ გახსნათ, დაათვალიეროთ, წარმოადგინოთ და შეაფასოთ DDScad-ის პროექტები აქტიური ლიცენზიის გარეშე. ეს შესაძლებელია ახალი ,,Observer’’ რეჟიმის წყალობით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამის გაშვებისას ისეთ სისტემებზე, რომლებიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს.
სამუშაო პროცესების გაუმჯობესება
გამოიყენეთ BIMcloud, რათა უზრუნველყოთ სრულყოფილი სამუშაო პროცესები სხვა პროექტის მონაწილეებთან და BIMcloud-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან, როგორიცაა Archicad. DDScad 20 მუდმივად ამოწმებს საცნობარო მოდელის სტატუსს და აჩვენებს მას. თუ სერვერზე ხელმისაწვდომია ახალი ვერსია, შეგიძლიათ მარტივად განაახლოთ მოდელი მისი იმპორტირებით. მოდელის წინა და ახალი სტატუსის შედარება გამარტივებულია ახალი შენობის შედარების ხედის დახმარებით.
DDScad 20 მოიცავს ბუსბარის სისტემებისთვის ახალ ფუნქციონალურ პაკეტს. ეს სისტემები შეგიძლიათ დააპროექტოთ ისევე მარტივად, როგორც კაბელარხები. ასევე, სისტემის კომპონენტები, როგორიცაა კვების ბლოკები, შესასვლელები ან ცეცხლგამძლე ბლოკები, რომლებიც მარტივად ერთვება დაგეგმილ ბუსბარის სეგმენტებზე.
მრავალსართულიანი მილებისა და არხებისთვის ფუნქციონალური პაკეტი
DDScad 20-ში ყოვლისმომცველი ფუნქციონალური პაკეტი მნიშვნელოვნად ამარტივებს მუშაობას ვერტიკალურ მილებთან, სადრენაჟე მილებთან და ვენტილაციის არხებთან, რომლებიც მრავალ სართულზე გადის.
სისტემების დაპროექტება გამარტივდა. მილების და ვენტილაციის არხების დაგეგმვა გამარტივდა, რადგან ახლა ისინი შესაძლებელია პირდაპირ გაიყვანოთ რამდენიმე სართულის გავლით სართულიანობის საზღვრების გადაკვეთისას სიმაღლის შეცვლის გამოყენებით.
გარდა ამისა, ახალი ფუნქცია „დაკავშირება სართულების გავლით“ საშუალებას გაძლევთ, ქვედა სართულიდან მილები ან ვენტილაციის არხები ინდივიდუალურად ან ერთდროულად გაატაროთ რამდენიმე სართულის გავლით, სართულიანობის გადასვლის მონიშვნის შემდეგ.
თუ ვერტიკალური მილები ან სადრენაჟე მილები გვერდულად გადაადგილდება სართულზე, DDScad 20 აღიქვამს, რომ არსებული შეერთებები გვერდითა სართულებთან გაწყვეტილია. ამ დროს ჩნდება პოპ-აპ დიალოგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ ეს საკითხი დამატებითი დამხმარე ფუნქციების გამოყენებით.
პროექტის მსვლელობისას შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილების და ვენტილაციის ხაზები სართულიანობის გადასვლის წერტილებში ზუსტად ერთმანეთზე მოთავსდეს და ვიზუალურად უწყვეტი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში დაყოფილი იყოს პროექტირების პროცესის განმავლობაში. DDScad 20 ამ შემთხვევებს ამოიცნობს და მათი გამოსწორებაც მარტივდება. ეს ასევე ეხება „გაუქმებულ სართულიანობის გადასვლებს“, რომლებიც სართულების სიმაღლის ცვლილებების გამო წარმოიქმნება.
მილების და არხების რედაქტირების ფუნქციები
DDScad-ში ორი სასარგებლო რედაქტირების ფუნქცია ზრდის თქვენი პროექტირების ეფექტურობას. ახალი დიზაინის მქონე კურსორის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მარტივად გადმოიტანოთ არჩეული მასალა და საიზოლაციო საფარი მილის ან არხის სხვა ადგილებში. ახალი ფუნქციის გამოყენებით ახლა ასევე შესაძლებელია მილების და ვენტილაციის არხების ხაზვის მიმართულების შეცვლა მარტივი მაუსის კლიკით.
რამდენიმე ახალი ავტომატური ფუნქცია და ოპტიმიზებული შეერთების მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს ობიექტებისა და მილების შეერთებას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი შესაძლებლობებით კანალიზაციის დაგეგმარებაში, როგორიცაა სახურავის დრენაჟი, ასევე ავტომატური კომპონენტების შეერთებები, როგორიცაა ჩაშენებული რეზერვუარები ან უნიტაზები.
სტატიის წყარო: www.graphisoft.com