Gotham City-ის აღზევება: როგორ დაეხმარა BIM ლიდენჰოლის ქუჩას გარდაქმნაში.

მეტსახელად “გოთჰემ სითის” პროექტი, რომელიც ლიდენჰოლის ქუჩაზე მდებარეობს, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა, რომელსაც ოდესმე მიუღია გეგმარების ნებართვა ქალაქ ლონდონის ისტორიაში. მიუხედავად შენობის ზომისა და სირთულისა, ცათამბჯენის მშენებლობის დროს პრობლემების გამოვლენა იშვიათი იყო, რომელიც დიდწილად  3D პლატფორმების ურთიერთქმედებისა და სამუშაო პროცესების დამსახურებაა მთელი მშენებლობის განმავლობაში.

შენობა 155 მეტრის სიმაღლისაა, თავისი საკულტო საფეხურიანი დიზაინით, რომელიც კასკადურად ეშვება მდინარე ტემზისკენ. შენობა აღწერილია, როგორც „დანიშნულების ადგილი-ოფისი“, რომელსაც უნდა მიეზიდა თანამშრომლები ოფისში დასაბრუნებლად  პოსტკოვიდური პერიოდის შემდგომ.  ის გთავაზობთ 820,000 კვ. ფუტის ფართობს ბიზნესისთვის და 34 სართულზე განლაგებულ მზა სივრცეს, საცალო განყოფილებებით და სხვა მრავალი ბენეფიტებით.

გასაგებია, რომ ამ პროექტის სრული მასშტაბები წარმოადგენდა უნიკალურ გამოწვევებს, როგორიცაა: ფოლადის კავშირის დიზაინი, დამზადება და მონტაჟი.

„ამ ზომის პროექტზე ეფექტური თანამშრომლობა არის როგორც ყველაზე დიდი გამოწვევა, ასევე ყველაზე ღირებული აქტივი. მიუხედავად სტრუქტურის მასშტაბისა, მშენებლობა შენარჩუნებულია გრაფიკით – მიღწევა, რომელიც, ჩემი აზრით, ნაწილობრივ მაინც უნდა მიეწეროს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინტეგრირებულ კოორდინაციას, რაც ხელს უწყობს 3D სამუშაო პროცესებს.’’-ამბობს კრის გრიმი, უილიამ ჰარეის ინჟინერი.

 

‘’ ამის შესანიშნავი მაგალითი იყო ჩვენი თანამშრომლობა Focchi-სთან, ჩვენს მთავარ მინის მომწოდებელთან, სადაც ჩვენმა მჭიდრო ურთიერთქმედებამ მარტივად გადალახა კავშირის პრობლემები. ჩვენი ყურადღება გამახვილდა ერთად მუშაობაზე, რათა გადაგველახა გამოწვევები და მიგვეღო საუკეთესო გადაწყვეტილებები. BIM-ის, IFC-ების და ქლაუდზე დაფუძნებული Trimble Connect გარემოს გამოყენებით, ჩვენ შევძელით დამკვეთთან შეხვედრაზე 3D მოდელის მიტანა, იქნებოდა ეს ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრები. დისკუსიების ფოკუს წერტილის ფორმირებასთან ერთად, ცოცხალ მოდელზე მუშაობამ ბევრად გაამარტივა შეცდომების ე.წ ,,ქლეშების’’ ვიზუალიზაცია, მათი განხილვა და გადაჭრა რეალურ დროში. რომ შევაჯამოთ, 3D პლატფორმები ხელს უწყობს ადამიანთა ურთიერთქმედების გაადვილებას, რაც ფასდაუდებელია. ” -კრის გრიმი

ვრცელი თანამშრომლობის გარდა, პროექტმა ასევე წარმოადგინა რამდენიმე რთული ქვედა სართულის კავშირი, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო  ფაბრიკაციისა და მონტაჟის პროცესში, ისევე როგორც მრავალი არქიტექტურულად და სტრუქტურულად რთული ელემენტი, მათ შორის სპირალური კიბე.

კრისმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „პირველი სართული მოიცავდა ორ მოხრილ ბილიკს. გარდა იმისა, რომ ეს ბილიკები ქმნის გასაოცარ არქიტექტურულ მახასიათებელს, ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ვიზიტორებმა ფეხით ისეირნონ ამ ტერიტორიაზე და დატკბნენ შთამბეჭდავი ხედებით, რომელიც ცენტრალური ღობის უკან იშლება. ეს ბილიკები მოიცავდა სპირალურ კიბეს, მოაჯირს და მძიმედ დატვირთული ფირფიტის სარტყლის ჩარჩოს, რომელზეც შენობის მთავარი სტრუქტურული სვეტი იჯდა.

„გარდა იმისა, რომ კომპლექსურები ვიყავით დიზაინში, ჩვენ გარდა იმისა რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა მრავალმხრივი ფოლადის კავშირები, ასევე უნდა უზრუნველგვყო შემოთავაზებული სქემა მოცემული დატვირთვის ქვეშ, იმის გათვალისწინებით, რომ ბილიკებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი მოჭიქული ელემენტები. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, იმისთის რომ გაგვეკეთებინა შეკვეთილი კავშირები ფოლადის ქვედა მხარეს, რომლიდანაც მინა დაკიდებული იქნებოდა.’’

„ძალიან ბევრი ქვეკონტრაქტორის ჩართულობა და ყველა კომპონენტს შორის მრავალრიცხოვანი ინტერფეისი და მთელი ეს კოლაბორაცია გასათვალისწინებელია, რომ BIM-ის გარეშე ვერ მოხდებოდა, აქ იგი ფასდაუდებელი იყო. მან ხელი შეუწყო გუნდებს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებას ციფრულ 3D გარემოში, სხვა დისციპლინებიდან მიღებული IFC-ებით, რომელთა შეტანაც უილიამ ჰარეის მიერ შექმნილ ცენტრალურ თეკლას მოდელშიც შესაძლებელი იყო. ეს დაგვეხმარა რეალურად გვემუშავა, როგორც ერთ გუნდს, უფრო მეტი ხილვადობით და ნებისმიერი პოტენციური ქლეშების აღმოჩენით, რაც უზრუნველყოფდა სრულყოფილ კოორდინაციას პირველადი ფოლადის დიზაინთან.

”თუ ჩვენ 2D ნახაზების შესრულებას დავუბრუნდებდით, ამ ფოლადის ელემენტებისა და კავშირების მიწოდება სრულიად განსხვავებული ამბავი იქნება!”

 

 

უილიამ ჰარეი აგრძელებდა ციფრული სამუშაოების გამოყენებას მონაცემების გადასატანად მთელი სამშენებლო თანმიმდევრობით, უშუალოდ ნახაზის შესრულებიდან მის რეალურად დამზადებამდე. თითქმის მთელი მისი საწარმოო ქარხანა ეყრდნობა მოდელის მონაცემებს (ძირითადად NC მონაცემებს) როგორც პროფილების, ასევე ფირფიტების ჭრისა და ბურღვისთვის. Tekla Structures-ის დახმარებით,  სამშენებლო ჯგუფმა მოახერხა შეექმნათ  პროექტი, სადაც  კორდინირებულია საჭირო დეტალების ტრანსპორტირება სამშენებლო მოედანზე, იმისთვის რომ ხაზი გაესვათ პროექტის მიწოდების და სამშენებლო მოედნის პროგრესისთვის. სანამ ცენტრალური 3D მოდელი და მისი მონაცემები უშუალოდ განხორციელდებოდა ობიექტზე , Trimble Connect-ის საშუალებით უკვე ხდებოდა ჩაბარების დროისა და მიწოდების განრიგის შედგენა, რაც სამშენებლო მოედნის გუნდის პროგრესს განაპირობებდა.

მშენებლობა ლიდენჰოლის ქუჩა 40-ზე გრძელდება. მისი სავარაუდო დასრულების თარიღი 2024 წლის მეოთხე კვარტალია. უილიამ ჰარეის მუშაობამ პროექტზე მოიპოვა საზოგადოების ძალიან დიდი მოწონება 2024 წლის გაერთიანებული სამეფოს Tekla Awards-ზე. საზოგადოებამ შეაქო დეტალიზაციის დონე და გუნდის მიერ BIM-ის ეფექტური გამოყენება რთული, კომპლექსური კონსტრუქციული ელემენტების პროექტირებისას.

 

წყარო: www.tekla.com/UK