მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Twinmotion 2025.1 უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად და ეს მართლაც მასშტაბური გამოშვებაა. არქიტექტორებს, სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებლებს, კინემატოგრაფიის სფეროში მოღვაწე თუ სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს Twinmotion-ის ახალი ვერსია უამრავ გაუმჯობესებულ ფუნქციას სთავაზობს.
მარტივად შექმნადი რეალისტური გარემო
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის სცენარზე მუშაობთ — თუ თქვენს სცენაში გარე სამყაროს ელემენტია, აუცილებლად დააფასებთ იმ მრავალ გაუმჯობესებას, რაც Twinmotion-ის გარემოს ფუნქციებშია დამატებული.
პირველ რიგში, დაემატა ნამდვილი მოცულობითი ღრუბლების გამოყენების შესაძლებლობა. ახლა უკვე თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ღრუბლების ვიზუალი — დაარეგულიროთ მათი სიმაღლე, დაფარვა, განაწილება, სიმკვრივე, ფერი, სიფაფუკე და სხვა პარამეტრები. ღრუბლებზე მოქმედებს ქარი და ისინი ჩრდილსაც აჩენს.
ასევე ხელმისაწვდომია წინასწარ გამზადებული ღრუბლოვანი ფორმაციების პრესეტები, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ტიპის ღრუბლოვანი სცენები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარი პრესეტებიც შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.
თუ სცენისთვის უცნაური, სხვა სამყაროს მსგავსი ატმოსფეროს შექმნა გსურთ — ან უბრალოდ მეტი კრეატიული კონტროლი გინდათ გარემოე— ახლა შეგიძლიათ სრულად მართოთ ცის სისუფთავე და ფერი ახალი პარამეტრებით, როგორიცაა მოღრუბლულობა (turbidity) და ატმოსფეროს სიმკვრივე (atmosphere density).
გარდა ამისა, შეგიძლიათ დააყენოთ მზის (ან HDRI ცისთვის — მიმართულებითი განათების) ფერი ან ტემპერატურა.
და ბოლოს, დაემატა შესაძლებლობა მართოთ ნისლის ფერი, სიმაღლე და სიმკვრივე.
ამ ყველა პარამეტრის ხელმისაწვდომობით, ნამდვილად შეძლებთ ისეთი განწყობის შექმნას, რომელიც ერთზე მეტჯერ გამოიყენება. სწორედ ამიტომ დაემატა გარემოს პარამეტრებს შენახვისა და ხელახლა გამოყენების ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევთ ერთიანი კლიკით გამოიყენოთ Environment პანელში ყველა შენახული პარამეტრი.
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე მზა პრესეტი, მათ შორის: “ოქროს საათი”, “აღმოსავლეთის ნათება”, “წვიმიანი დღე” და “მარსის ჰორიზონტი”.
ამ განახლებებთან ერთად,მისმა შემქმნელებმა თავიდან გადააწყვეს Environment პანელი, რათა პარამეტრები უფრო ლოგიკურად დაჯგუფებულიყო — მათ შორის, ახლა ბევრად უფრო მკაფიოა განსხვავება დინამიკურ ცასა და HDRI პარამეტრებს შორის.
გარდა ამისა, ახლა უკვე შესაძლებელია სეზონის, ნალექისა და ფოთლების ფერის/ვარდნის ცალ-ცალკე კონტროლი — რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ შემოდგომის ფერები თოვლთან ერთად, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, სახელად Configurations, გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ ინტერაქტიული 3D პრეზენტაციები, სადაც წარადგენთ ერთი და იმავე პროექტის სხვადასხვა ვერსიას თქვენი კლიენტებისთვის ან დაინტერესებული მხარეებისთვის.
ეს შესანიშნავია, მაგალითად, ახალაშენებული უძრავი ქონების გაყიდვების გუნდებისთვის, პროდუქტის დიზაინერებისთვის, ავტომობილების მწარმოებლებისთვის და მრავალი სხვა შემთხვევისთვის.
მარტივი კლიკით, შეგიძლიათ მყისიერად გადართოთ ვარიაციებს შორის, როცა Twinmotion-ს იყენებთ სრული ეკრანის რეჟიმში, ან როცა ათვალიერებთ სურათებს, პანორამებს, ვიდეოებს ან ანიმაციურ თანმიმდევრობებს ლოკალურ პრეზენტაციაში.
სინათლისა და რენდერინგის გაუმჯობესებები
ამ ვერსიაში, რომელიც ფართო ინდუსტრიებში გამოიყენება, დამატებულია სინათლისა და რენდერინგის გაუმჯობესებები, რომლებიც განავრცობს Twinmotion-ის შესაძლებლობებს და აუმჯობესებს რეალურ დროში რენდერირების ხარისხს. კერძოდ: ახლა შეგიძლიათ ნებისმიერი სურათი ან ვიდეო ტექსტურა projected სინათლეებით დააფიქსიროთ ზედაპირზე—ეს იდეალურად გამოდგება ცოცხალი ღონისძიებების ან ინსტალაციების ვიზუალიზაციისთვის ან, მაგალითად, ისეთი ეფექტების სიმულირებისთვის, როგორებიცაა კაუსტიკური ანარეკლი ნავის კორპუსზე.
არქიტექტორებისთვის სასიხარულო სიახლეა ის, რომ სტანდარტულ და Lumen განათების რეჟიმებში ორთოგონალური ხედების რეალურ დროში რენდერინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ახლა უკვე შესაძლებელია:
- ჩრდილების მხარდაჭერა,
- და შავი კონტურის მოცილება ობიექტების გარშემო, რაც ადრე ხელოვნურად გამოიყურებოდა.
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სწრაფად შექმნათ მაღალი ხარისხის გეგმისა და ფასადის ხედები Path Tracer-ის გამოყენების გარეშე, და ასევე ბევრად უფრო ზუსტად განათავსოთ ობიექტები ინტერაქტიულად.
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯის სახით რეალურ დროში რენდერინგის ხარისხის გასაუმჯობესებლად, დაემატა ჩრდილების გამოსათვლელი ახალი არჩევითი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია Virtual Shadow Map (VSM) ტექნოლოგიაზე. ეს მეთოდი ქმნის ჩრდილებს, რომლებიც უფრო ზუსტია, ვიდრე სტანდარტული ჩრდილები და უფრო შეესაბამება Path Tracer-ის ჩრდილებს. ის უმეტეს შემთხვევაში უფრო სწრაფადაც მუშაობს; თუმცა ნელდება მაშინ, როცა ნალექია ჩართული. ეს პარამეტრი ამ დროისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Windows პლატფორმაზე.
კამერის ანიმაციის გაუმჯობესებები
არ აქვს მნიშვნელობა ფილმის გადაღებისთვის საცდელ ვერსიას ამზადებთ, თუ ცდილობთ არქიტექტურული, ავტომობილების ან სამომხმარებლო პროდუქტის პროექტის საუკეთესოდ წარმოჩენას, დამატებითი კონტროლი კამერის ანიმაციაზე ყოველთვის დიდი უპირატესობაა — და ეს გამოშვებაც რამდენიმე ასეთ შესაძლებლობას გთავაზობთ.
ახალი Orbit კამერის მოწყობილობა ატრიალებს კამერას სცენაში მითითებული ცენტრალური ბრუნვის წერტილის გარშემო, რაც ამარტივებს ობიექტის ან ფოკუსის წერტილის 360-გრადუსიანი ხედის წარდგენას. შესაძლებელია საწყისი და საბოლოო წერტილის და სიმაღლის წანაცვლების დაყენებაც.
ახლა უკვე შეგიძლიათ ინტუიციურად დაარეგულიროთ კამერის სიჩქარე და სივრცული გადაადგილება — კამერის ბილიკზე არსებული წერტილების არჩევით და მათი კორექტირებით, რაც გეხმარებათ მიიღოთ რბილი და კონტროლირებადი მოძრაობა.
ასევე შეგიძლიათ ზუსტად დააფოკუსიროთ კადრი მოძრავ ობიექტზე — Action cam-ისთვის დაემატა ახალი ფუნქცია: look-at constraint-ის ჩართვა, რაც კამერას მუდმივად ამ ობიექტისკენ მიმართავს.
ფუნქციები ავტომობილებისა და ტრანსპორტის დიზაინისთვის
ამ გამოშვებაში წარმოდგენილია რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც სპეციალურად ავტომობილებისა და ტრანსპორტის დიზაინერებსთვისაა.
მაგალითად:
დაემატა Alias Wire ფაილების მხარდაჭერა — ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული ზედაპირების ფორმატი. Import ფანჯარაში შეგიძლიათ დააყენოთ ტესელაციის პარამეტრები ზუსტი იმპორტისთვის; ხელმისაწვდომია Coarse, Low, Medium და High პრესეტები. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად თქვენს სისტემაში უნდა იყოს ინსტალირებული Autodesk Alias პროგრამული უზრუნველყოფა.
ასევე დაემატა ახალი საბურავის საბაზისო მასალა, რომელიც ავტომატურად ტექსტურირებს და UV-ებს ქმნის ბრტყელ ცილინდრულ ობიექტებზე, როგორიცაა საბურავები. მასალების ბიბლიოთეკაში ოთხი საბურავის მასალა დაემატა კატეგორიაში Materials.
გარდა ამისა, Car paint მასალას დაემატა ახალი კონტროლის პარამეტრები: პერლესცენტური ეფექტის მასშტაბი, გარე საბურავის ხორკლიანობა, და დეფექტები (მტვერი, თითის ანაბეჭდები და ნაკაწრები) — რაც საგრძნობლად ზრდის ავტომობილის ვიზუალიზაციის რეალიზმს.
ასევე დაემატა ახალი Coated carbon fiber მასალები კატეგორიაში Metals, რაც ასევე ხელს უწყობს მაღალი დეტალიზაციის მიღწევას როგორც სატრანსპორტო, ისე სხვა ტიპის პროექტებში.
და კიდევ უფრო მეტი!
Twinmotion 2025.1-ში დამატებულია ახალი ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელიც შექმნილია თქვენი პროდუქტიულობის გასაზრდელად და სამუშაოს უფრო სასიამოვნოდ გადასაქცევად.
დაემატა ახალი Measure ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად გაზომოთ მანძილი ნებისმიერ ორ წერტილს შორის. ასევე არის ინსტრუმენტები ობიექტების სარკულად ასახვისთვის, ფეისების მიმართულების შებრუნებისთვის და ფეისების არჩევისა და წაშლისთვის. ასევე დამატებულია ავტომატური LOD გენერაცია, რაც რეალურ დროში მუშაობის წარმადობას ინარჩუნებს რთული იმპორტირებული მეშების შემთხვევაში.
და სიახლეები აქ არ მთავრდება. ახლა შეგიძლიათ ერთდროულად აირჩიოთ რამდენიმე მედია და შეცვალოთ მათი Ambience პარამეტრები ერთდროულად, ხოლო სხვა პარამეტრები განსხვავებული დატოვოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ერთდროულად შეცვალოთ დღის დრო ან ამინდი, ჩართოთ ან გამორთოთ Lumen, ან გამოიყენოთ ფერის კორექცია სხვადასხვა მედიაზე. ასევე შეგიძლიათ იმპორტის პანელიდან ერთდროულად რამდენიმე ელემენტის არჩევა და წაშლა.
და ბოლოს, რა ფასი აქვს ახალი ვერსიის გამოშვებას პატარა დღესასწაულის გარეშე — დაემატა კონფეტების წვიმის ვიზუალიზაცია!
თუკი ეს გამოგრჩათ…
მას შემდეგ, რაც მთავარი ვერსია გამოვიდა, მისმა შემქმნელებმა რამდენიმე დამატებითი სიახლეც ჩააქსოვეს პატარა განახლებებში. თუ არ გინახავთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შემდეგი ფუნქციები:
UV randomizer, რომელიც ხელს უწყობს განმეორებადი ტექსტურების გახლეჩას;
უფრო რეალისტური ქარის ანიმაცია მცენარეულობაზე და ქარის სიმულაციის შესაძლებლობა ქსოვილებზე, როგორიცაა ფარდა — რაც პირველად გამოჩნდა Twinmotion 2024.1.1 ვერსიაში.
ჩვენ ასევე დავამატეთ ახალი კოლექცია 62 ფოტორეალისტური მზარდი ხის სახეობისა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან წარმოდგენილი, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკიდან, იაპონიიდან, ოკეანეთიდან, ტროპიკული რეგიონებიდან და ევროპის ქვეყნებიდან, Twinmotion ბიბლიოთეკაში. თითოეული ხე წარმოდგენილია სამი სხვადასხვა სიმწიფის ეტაპით, რაც მთლიანობაში 186 ახალ ხეს ქმნის.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ყველა განახლებასა და გაუმჯობესებაზე Twinmotion 2025.1 ვერსიაში, გადახედეთ გამოშვების ჩანაწერებს.
სტატიის წყარო: www.twinmotion.com