“კაპიტელი” წარმოადგენს წამყვან საპროექტო კომპანიას საქართველოში. 1997 წლიდან დღემდე კომპანიამ გრძელი და საინტერესო გზა განვლო და განვითარების 26 წლიანი პერიოდის განმავლობაში სანდო და საიმედო კომპანიის რეპუტაცია დაიმკვიდრა.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

  • საინჟინრო-საძიებო სამუშაოები;
  • საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება;
  • პროექტების ექსპერტიზა;
  • მშენებლობა;

კომპანია კაპიტელი BIM Solutions Georgia-ს პარტნიორია და ჩართულია ისეთი BIM ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, როგორიცაა GEO5 გეოტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა. GEO5 არის ყოვლისმომცველი პროგრამული კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი ამოცანისთვის გეოლოგიური კვლევებიდან მოწინავე გეოტექნიკურ დიზაინამდე. GEO5 ხედავს მომავალს BIM ტექნოლოგიაში და სრულად მორგეულია მასზე.

GEO5 გეოტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფის ბევრი უპირატესობის გამოყენებით, კაპიტელის გუნდის მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა უფრო და უფრო იზრდება. 3D ნიადაგის ფენების მოდელირება, გეოლოგიური რუქების და ტერიტორიის კვლევის მონაცემების იმპორტი, საველე ტესტების ინტერპრეტირება გეოლოგიურ პროფილებში, რთული გეოლოგიური მოდელების გენერაცია (ჰორიზონტალური ან დახრილი ფენები, რღვევები, ეროზია, მეწყერი) და მრავალი სხვა ფუნქცია აჩქარებს პროექტირების და მათი დამკვეთამდე მიწოდების დროს და ასევე მის ხარისხს.