BIM Solutions Georgia იწყებს ახალ თავს, როგორც Autodesk-ის ოფიციალური რისელერი
BIM Solutions Georgia სიამაყით აცხადებს ახალ ოფიციალურ პარტნიორობას Autodesk-თან, გლობალურ ლიდერთან ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტილებების სფეროში არქიტექტორების, ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის. ეს თანამშრომლობა გამოხატავს BIM Solutions-ის ერთგულებას ციფრული სამშენებლო ტექნოლოგიების წინსვლისთვის და ინდუსტრიის პროფესიონალების გაძლიერებისკენ უახლესი ხელსაწყოებით.
Autodesk-მა, რომელიც ცნობილია ციფრული პროდუქტების ყოვლისმომცველი კომპლექტით, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, ინჟინერიას, მშენებლობას და წარმოებას, შეარჩია BIM Solutions Georgia, როგორც ოფიციალური რისელერი. ეს სტრატეგიული ალიანსი აერთიანებს BIM Solutions-ის გამოცდილებას პროექტების მენეჯმენტში და Autodesk-ის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სურვილს საქართველოში.
”ჩვენი პარტნიორობა Autodesk-თან ნიშნავს წინსვლას ჩვენს მისიაში, მოვახდინოთ რევოლუცია პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზაზე”, – განაცხადა ვიტაუტას პუოჯიუნასმა BIM Solutions Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. “Autodesk-ის გადაწყვეტილებები ინდუსტრიის ინოვაციების წინა პლანზეა და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ წვდომა ამ უახლეს ინსტრუმენტებზე.”
თანამშრომლობა მოიცავს რისელერის უფლებებს Autodesk-ის ყველა პროდუქტზე უკლებლივ, როგორიცაა AutoCAD, Revit, Civil 3D და სხვა. ეს გაფართოებული პროდუქციის პორტფელი საშუალებას აძლევს BIM Solutions Georgia-ს დააკმაყოფილოს არქიტექტორების, მშენებლებისა და ინჟინრების სხვადასხვა საჭიროებები, ხელი შეუწყოს ეფექტურობას და სრულყოფილებას პროექტის განხორციელებაში.
BIM Solutions Georgia იწვევს ყველას იმისთვის, რომ ეწვიონ და შეიძინონ Autodesk პროგრამული უზრუნველყოფა უშუალოდ ჩვენი ოფისიდან ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი ჩვენი საკომუნიკაციო არხის საშუალებით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს Autodesk პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ეს წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, გამოსცადონ Autodesk-ის ინსტრუმენტების ძალა საუკეთსო ფასად.
მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ BIM Solutions Georgia-სა და Autodesk-ის ერთობლივი გამოცდილება, რათა გააუმჯობესონ პროექტის სამუშაო პროცესები, გაამარტივონ დიზაინის პროცესები და საბოლოოდ მიაღწიონ პროდუქტიულობის მაღალ დონეს. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ აძლიერებს BIM Solutions-ის პოზიციას ბაზარზე, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების დანერგვისთვის.
„როდესაც Autodesk-თან ერთად ვიწყებთ ამ მოგზაურობას, ჩვენი ყურადღება მიმართული რჩება ჩვენი მომხმარებლების გაძლიერებაზე იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ წარმატებისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა ვიტაუტას პუოჯიუნასმა. “ჩვენი შესაძლებლობებისა და Autodesk-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის სინერგია ქმნის მძლავრ რესურსს მათთვის, ვინც ეძებს სრულყოფილებას ციფრულ მშენებლობაში.”
BIM Solutions Georgia-სთვის Autodesk-ის ოფიციალურ რისელერად წარმოჩენა უფრო მეტია ვიდრე ბიზნესის განვითარება; ეს არის მშენებლობის საინფორმაციო მოდელირების (BIM) სფეროს წინსვლის ვალდებულება სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული ტრანსფორმაციის წარმართვისკენ. პარტნიორობა ქმნის საფუძველს ახალი საინტერესო შესაძლებლობების, ტექნოლოგიური წინსვლისა და მომავლისთვის, სადაც პროექტები არა მხოლოდ შენდება, არამედ მუშავდება სიზუსტითა და ინოვაციებით.
ამ თანამშრომლობის გამორჩეული მახასიათებელია BIM Solutions Georgia-ს ტრეინინგ ცენტრი, სადაც ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა იქნება პროფესიონალი ტრენერების მიერ. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობას, არამედ მიიღონ უმაღლესი დონის ტრენინგს ინდუსტრიის ექსპერტებისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ Autodesk-ის გადაწყვეტილებების სრული პოტენციალი.
BIM Solutions Georgia-ს სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს აღმოფხვრას უფსკრული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ცოდნას შორის, სთავაზობს პლატფორმას უწყვეტი სწავლისა და უნარების განვითარებისთვის. ეს ინიციატივა ემთხვევა კომპანიის ხედვას არა მხოლოდ უზრუნველყოს ინსტრუმენტები, არამედ უზრუნველყოს, რომ მომხმარებლები აღიჭურვნენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური აღვისებით და გახდნენ თვდაჯერებული, პროგრამული უზრუნველყოფებით სარგებლობის დროს.