
მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი სამშენებლო კომპანია აპტოსი • Aptos. აპტოს შოპი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს აპტოს შოურუმს/ტრენინგ ცენტრსა და მაღაზიას, რომელიც მდებარეობს ორბელიანის N20/4-ში. შოურუმი წარმოადგენს თანამედროვე, კომფორტულ, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ სივრცეს რომელიც იდეალურია სხვადასხვა ტიპის კონფერენციების, სემინარების და სასწავლო კურსების ჩასატარებლად. შოურუმში ასევე შესაძლებელია ლაივ დემონსტრაციების ტრანსლირება რომელსაც უზრუნველყოფს აპტოსის მაღალკვალიფიციური ტექნიკური გუნდი.
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორი, იგი აცნობიერებეს, რომ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი – ეს არის ეფექტური მუშაობის, კომპანიის სანდოობისა და ინოვაციური განვითარების საფუძველი. სწორედ ამიტომ, Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით, ისინი უზრუნველყოფენ მაღალპროდუქტიულ 3D მოდელირებასა და პროცესების ავტომატიზაციას, რაც მათი წარმატების განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან კომპანიებთან და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
განსაკუთრებული მადლობა აპტოსის მენეჯმენტს ნდობისთვის და ჩვენთან პარტნიორობისთვის!
გვინდა შეგახსენოთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver პარტნიორი საქართველოში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ სანდო, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა.