
მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company. საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. მას შემდეგ იგი ღირსეულად ინარჩუნებს ამ პოზიციას და თავდაუზოგავად განაგრძობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი აცნობიერებენ, რომ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი – ეს არის ეფექტური მუშაობის, კომპანიის სანდოობისა და ინოვაციური განვითარების საფუძველი. სწორედ ამიტომ, Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით, ისინი უზრუნველყოფენ მაღალპროდუქტიულ 3D მოდელირებასა და პროცესების ავტომატიზაციას, რაც მათი წარმატების განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან კომპანიებთან და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
განსაკუთრებული მადლობა ანაგის მენეჯმენტს ნდობისთვის და ჩვენთან პარტნიორობისთვის!
გვინდა შეგახსენოთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver პარტნიორი საქართველოში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ სანდო, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა.