მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი პარტნიორი — NK Consulting, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო სფეროში უზრუნველყოფს პროფესიულ საკონსულტაციო მომსახურებებს, პროექტის მართვასა და კოორდინაციას. კომპანია გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, სიღრმისეულ ანალიზით და თანამედროვე საინჟინრო მიდგომებით, რაც მათ თითოეულ პროექტს გამორჩეულ სიზუსტესა და სანდოობას ანიჭებს.

NK Consulting აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად განაახლონ ცოდნა და დანერგონ გლობალური ინოვაციები ქართულ ბაზარზე.

როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი წარმატებით იყენებენ Autodesk-ის ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ სამუშაო პროცესების გამჭვირვალობასა და სისწორეს, არამედ პროექტების ხარისხის, სიჩქარისა და ეფექტიანობის ზრდას.

შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ BIM გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.