
მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი — Eco Platfrom. ეკო პლატფორმა არის საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურის, გარემოსა და მრეწველობის სფეროში გთავაზობთ მდგრად და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. თანამედროვე მიდგომებით და ეკოსისტემების ანალიზით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს არქიტექტურული პროექტირების, საინჟინრო მომსახურების, გარემოსდაცვითი დაგეგმვის, ნებართვების მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებში.
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არის არა მხოლოდ სამუშაოს სისწორის, არამედ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის სანდოობის გარანტი. თანამედროვე BIM ტექნოლოგიებით მათ შეუძლიათ შექმნან მაღალპროდუქტიული 3D მოდელები და ავტომატიზებული პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი პროექტების ეფექტიანობას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან, როგორიცაა ეკო პლატფორმა და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.