ჩვენი პარტნიორი კომპანია შპს „ეი ბი ემ“ ABM , ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საიმედო კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან, მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის – Thermo Fisher Scientific – ის წარმომადგენელია საქართველოს ლაბორატორიული ტექნიკის, კვლევითი და სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმინაობაა თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკის და კვლევითი ლაბორატორიული ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებისთვის სისტემური შეთავაზებების მომზადება და მათი აღჭურვა სპეციალიზებული ლაბორატორიული მოწყობილობით, ავეჯით, ჭურჭლით, აქსესუარებით, რეაგენტებით და სახარჯი მასალით.
როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ Fusion 360-ის ლიცენზირებულ პაკეტს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.
ბევრმა ლაბორატორიამ უნდა დაიცვას მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტები და შეინარჩუნოს საფუძვლიანი დოკუმენტაცია. Fusion 360-ის ვერსიის კონტროლისა და მონაცემთა მართვის ფუნქციები კი ეხმარება მათ უზრუნველყონ როგორც დიზაინის, ისე გადაწყვეტილებების დოკუმენტირება, რაც ხელს უწყობს შესაბამისობას და მიკვლევადობას.