
ჩვენი პარტნიორი კომპანია Alutech Georgia ალუტექ ჯორჯია, რომელიც გახლავთ კომპანია “სისტემა ალუმინიუმის” ოფიციალური (Alutech-ის) წარმომადგენელი.კომპანია მომხმარებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს, როგორც უმაღლესი ხარისხის ალუმინის პროფილებს (მასალა) ასევე მზა პროდუქციას. ALUTECH GEORGIA -ს საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, (CNC -ცენტრებით) რომელსაც შეუძლია უმოკლეს ვადაში, 100 %-იანი სიზუსტით შექმნას პროდუქტი.
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ AutoCAD-ის ლიცენზირებულ პაკეტს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ პროფესიონალ კომპანიებთან და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.