მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი — Artstudio Project, რომელიც სამშენებლო სფეროში უზრუნველყოფს არქიტექტურული დიზაინის, ინტერიერის დაგეგმვისა და საკონსულტაციო მომსახურებების სრულ სპექტრს. მათი გუნდი გამოირჩევა კრეატიულობით, სიზუსტით და ინოვაციური ხედვით, რაც ყველა პროექტს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონსულტანტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, არტსტუდიო პროექტი მუდმივად ავითარებს თავის უნარებს.

როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არის არა მხოლოდ სამუშაოს სისწორის, არამედ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის სანდოობის გარანტი. თანამედროვე BIM ტექნოლოგიებით მათ შეუძლიათ შექმნან მაღალპროდუქტიული 3D მოდელები და ავტომატიზებული პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი პროექტების ეფექტიანობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან, როგორიცაა Artstudio Project, და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.