პარტნიორი: ბაზის ბანკი

მოხარულები ვართ გაგაცნოთ ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი— Basis Bank. ბაზისბანკის ჯგუფი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს. სტაბილურობა და განვითარება – ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლითაც ბანკს შეუძლია 30 წელზე მეტი ისტორიის შეჯამება და ბაზისბანკის, როგორც ბრენდის დახასიათება. სიმარტივე და მოქნილობა კი ღირებულებებია, რომელზეც მთელი მათი საბანკო კონცეფცია და სამომავლო მიზნები დგას.

როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი აცნობიერებენ, რომ ლიცენზირებული პროგრამა მხოლოდ ინსტრუმენტი არაა — ეს არის ეფექტური მუშაობის, მონაცემთა სიზუსტისა და თანამედროვე დიზაინის მთავარი გარანტია. SketchUp მათ აძლევს შესაძლებლობას შექმნან რეალისტური 3D მოდელები, გააუმჯობესონ დიზაინის პროცესი და მიაღწიონ მაქსიმალურ პროდუქტიულობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან კომპანიებთან, ვეხმარებით მათ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.