Tekla Structures
Tekla Structures არის შენობის სტრუქტურული მოდელირების პროგრამა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სამშენებლო მასალისგან, მათ შორის ფოლადისა და ბეტონისგან შემდგარი ნაგებობების მოდელირება.
Tekla საშუალებას აძლევს სტრუქტურულ ინჟინერებს შეიმუშაონ შენობის სტრუქტურა და მისი კომპონენტები 3D მოდელირების ხელსაწყოების გამოყენებით, შექმნან 2D ნახატები და დეტალური განლაგება, მიიღონ ინფორმაცია შენობის შესახებ, მოამზადონ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა შეფასებებისთვის.
Tekla Structures საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან და მართონ ფოლადის, ბეტონისა და ხის 3D სტრუქტურული მოდელები და აკვალიანებს მომხმარებელს მთელი პროცესის განმავლობაში, კონცეფციიდან საბოლოო შედეგამდე, უზრუნველყოფილია ეფექტური მხარდაჭერა პროგრამის მიერ BIM გარემოში მუშაობის პროცესში