DCF video featured

ციფრული მშენებლობის ფორუმის ვიდეო

პირველად საქართველოში BIM Solutions Group-ი სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-თან თანამშრომლობით გამართავს მშენებლობის მართვის გაციფრულების საერთაშორისო ფორუმს, რომელიც გაიმართება სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში. სამშენებლო საერთაშორისო მკვლევარების აზრით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია რომელიც ეხება პროექტის მენეჯმენტსა და პროცესების ორგანიზებას. ეს იწვევს დროის მინიმუმ 30%-ის დაკარგვას და ყველა სხვა რესურსის ფლანგვას, ეს ნიშნავს ფულის ფლანგვას. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს სამშენებლო სექტორის მოდერნიზაციისა და გაციფრულების პროცესების ინიცირებას მთავრობის და კერძო ბიზნესის დონეზე. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლები გაგვიზიარებენ ბალტიისპირეთის გამოცდილებას გაციფრულებისა და მშენებლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ კონფერენციაზე სხვა მომხსენებლები მსხვილი უძრავი ქონების დეველოპმენტიდან, თუ სამშენებლო ბიზნესიდან გაგვანდობენ თავიანთ საუკეთესო პრაქტიკას და უპირატესობებს სამშენებლო და პროექტების მართვის გაციფრულებასთნ დაკავშირებით, სამშენებლო ინფორმაციის მოდელირების (BIM) მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან რა არის BIM, დაინახავენ საერთაშორისო პროექტების მაგალითებს და ფინანსურ და რესურსულ სარგებელს. ეს კონფერენცია მხოლოდ დასაწყისია საუკეთსო პროცესების გამოყენებისკენ, რათა აიყვანოთ თქვენი სამშენებლო პროექტების ეფექტურობა სხვა დონეზე. დარეგისტრირდით და უყურეთ ციფრული მშენებლობის ფორუმის ვიდეოჩანაწერებს

Read more

რკინაბეტონის კონსტრუქციების პროექტირება BIM ტექნოლოგიების გამოყენებით – პირველი სემინარი

კომპანიების გადამზადების მიზნით, BIM Solutions Georgia პირველ სემინარი გამართა, რომელიც სტრუქტურულ ინჟინერიას ეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai-ის წარმომადგენელმა დამსწრე აუდიტორიას აჩვენენა კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალი გზა და გამოცდილება BIM ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. ღონისძიება თბილისში (Radisson BLU Hotel) 15 თებერვალს გაიმართა და დაესწრო რკინაბეტონის კონსტრუქციების დიზაინზე მომუშავე კონსტრუქტორ ინჟინრები და დიზაინერები, BIM მომხმარებლები, პროექტის მენეჯერები სტუდენტები და დარგის პროფესორები საქართველოს უნივერსიტეტებიდან. BIM დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იყო რკინაბეტონის კონსტრუქციების საპროექტო სამუშაო პროცესი. სემინარის მონაწილეებმა იხილეს, თუ რამდენად სწრაფი, ზუსტი და ეფექტური შეიძლება იყოს დიზაინის პროცესი თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით. მომხსენებლები: ვიტაუტას პუოჯუნას – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი კაპანაძე – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს წამყვანი ინჟინერი ერნესტას ბერჟნსკის – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს პარტნიორი იულიუს ზარიაცკას - “SOSTINES KONSTRUKTORIAI” კომპანიის დამფუძნებელი https://www.youtube.com/watch?v=25trPbFs0mE    

Read more

BIM Solutions საქართველოში

BIM Solutions BIM მეთოდოლოგიის გამოყენებას და დანერგვას ბალტიისპირეთში ახორციელებს 2011 წლიდან. ახლა BIM Solutions Group ადგილობრივი წარმომადგენლობის BIM Solutions Georgia-ს სახით დაეხმარება სამშენებლო ინდუსტრია საქართველოში, რომ უფრო ეფექტური გახდეს. წამყვანი BIM საკონსულტაციო კომპანია ბალტიისპირეთში და ახლა საქართველოში მუშაობს საინჟინრო და არქიტექტურის განვითარების კომპანიებთან, მფლობელებთან, ასევე სამთავრობო დაწესებულებებთან. რა არის BIM? - BIM არის შენობის ინფორმაციის მოდელირება ან მოდელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული შენობის მოდელი ან პროტოტიპი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შენობის ყველა ელემენტის შესახებ. BIM Solutions Georgia ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების მართვის ოპტიმიზაციას ინოვაციური მეთოდებისა და BIM ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკაში დადასტურებული ყველაზე ეფექტური გზით. BIM გადაწყვეტილებები ეხმარება კლიენტებს/მომხმარებლებს, შეამცირონ მრავალი პრობლემა მშენებლობაში, როგორიცა არის შეფერხებები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა, განმეორებადი სამუშაოები და პროექტის ხარისხი. BIM ტექნოლოგიები ეხმარება და ხელს უწყობს პროექტის ყოველ ეტაპზე მასში ჩართული პირების მიერ შესრულებული სამუშოების გაუმჯობესებას დაწყებული პროექტის დიზაინით, ჩაბარებითა და ზედამხედველობის ჩათვლით. BIM Solutions Georgia გთავაზობთ კონსულტაციებს, თუ როგორ გამოიყენოთ BIM Tools - მათი საუკეთესო გზები დიზაინის, მშენებლობისა და შენობების მოვლის პროცესში, რათა მიიღოთ უფრო კონტროლირებადი და ეფექტური სამშენებლო პროექტი. ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ უძრავი ქონების დეველოპერებს, პროექტის მფლობელებს, თუ როგორ წარმართონ BIM პროექტები, როგორ შექმნან შესაბამისი მოთხოვნები. დღესდღეობით BIM სავალდებულოა უმეტეს განვითარებად ქვეყნებსა და ევროპაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მთავრობამ უკვე გადაწყვიტეს სამშენებლო პროექტებში BIM გადაწყვეტილებების სავალდებულო მოთხოვნა. BIM Solutions-ს მიაჩნია, რომ გამოცდილება და 10 წელზე მეტი პრაქტიკა დაეხმარება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას მიაღწიოს უფრო მაღალ დონეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს თანამედროვე სამშენებლო მენეჯმენტში. ახლა საქართველოში არქიტექტორები იყენებენ BIM ტექნოლოგიებს, როგორიცაა ArchiCAD ან Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. ძალიან კარგი დასაწყისია. ეს არის დიზაინის პროცესის დაჩქარება და ვიზუალიზაცია, ასევე ის ეხმარება არქიტექტორებს BIM მოდელებიდან ავტომატურად შექმნან ნახაზები და მასალების რაოდენობა. მაგრამ სრულყოფილ შედეგსა და მთავარ სარგებელს ვაღწევთ მაშინ, თუ პროექტირების ყველა ნაწილი - სტრუქტურული, HVAC, ელექტრო და ა.შ. შექმნილია BIM-ში. BIM Solutions Georgia შეასწავლის ინჟინრებს, თუ როგორ გამოიყენონ სპეციალიზებული BIM-ის დიზაინისა და საინჟინრო ინსტრუმენტები, ასევე ასწავლის კონსულტაციას გაუწევს სამუშაო პროცესის კოორდინირებულად წარმართვას არქიტექტორებს, ინჟინერებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის. BIM Solutions Georgia ჩაატარებს ტრენინგებსა და ვებინარებს, თუ როგორ დაიგეგმოს საპროექტო მასალა და ბიუჯეტი, პროექტის განრიგი და მოხდეს შესრულების კონტროლი უფრო ეფექტური გზით, პროექტირების 3D ვიზუალიზაციის გამოყენებით. ასე რომ, პირველი ეტაპი არის ვისწავლოთ BIM-ის გამოყენება დიზაინისთვის, შემდეგ BIM სამშენებლო და შენობების მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციისთვის. BIM Solutions Georgia მზადაა ასევე ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან/უნივერსიტეტებთან და სამშენებლო, ინჟინერიასთან დაკავშირებულ ასოციაციებთან, რათა დაეხმაროს ახალი თაობის საგანმანათლებლო პროგრამის გააზრებას და დაწყებას, BIM მეთოდოლოგიის დამატებით განათლების სფეროში. BIM Solutions Georgia აწყობს პირველ სემინარს, რომელიც ეძღვნება სტრუქტურულ ინჟინერიას, სადაც BS ინჟინრები აჩვენებენ კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალ გზას, საუკეთესო სამუშაო BIM ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე იქნება მოწვეული სტუმარი ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai. ეს კომპანია გააზიარებს საკუთარ წარმატებას და ახსნიან რატომ და როგორ იყენებენ BIM-ს.

Read more