ჩვენი პარტნიორი კომპანია შპს გეოლოგიური სამსახური კერძო საიჟინრო-საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის მომსახურება მოიცავს სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიურ შეფასებასა და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადებას ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის მშენებლობისთვის. კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ გეოლოგებსა და ინჟინერ-გეოლოგებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებით და რომლებსაც განხორციელებული აქვთ 600-ზე მეტი პროექტი. გუნდის წევრები მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, არიან მაღალრეიტინგული პუბლიკაციების ავტორები.

გეოლოგიური სამსახური BIM Solutions Georgia-ს პარტნიორია და ჩართულია ისეთი BIM ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, როგორიცაა GEO5 გეოტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა. GEO5 არის ყოვლისმომცველი პროგრამული კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი ამოცანისთვის გეოლოგიური კვლევებიდან მოწინავე გეოტექნიკურ დიზაინამდე.

ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ წინსვლას ბაზრის ლიდერობისა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებისთვის!

დიდი მადლობა გეოლოგიური სამსახურის მენეჯმენტს ნდობისთვის, რომელიც გამოხატეს ჩვენს მიმართ!