პარტნიორი GNP, ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ლითონის კონსტრუქციების პროექტირების, შენობა-ნაგებობაზე საპროექტო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მიმართულებით სამშენებლო სექტორში!

კომპანია GNP – ჯი ენ პი არის საპროექტო ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2015 წელს ქართულ-გერმანული ფირმის GIPN – ჯი აი პი ენ-ის ბაზაზე. კვალიფიკაციის ხარჯზე, კომპანია წლების მანძილზე ინარჩუნებს მაღალ საწარმოო შედეგებს.საპროექტო ჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის დაპროექტებაზე. ჯგუფი აპროქტებს ყველა ტიპის სამოქალაქო და სამრეწველო, საინჟინრო და საკულტო დანიშნულების ნაგებობებს.

როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ Tekla Structures-ისა და AutoCAD-ის ლიცენზირებულ პაკეტებს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.