
კომპანია „გროს ენერჯი“ დაფუძნდა 2007 წელს, ხოლო 2009 წლიდან ფუნქციონირებს შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“-ს სახელით. კომპანიის მენეჯმენტს წარმოადგენენ წარმატებული ბიზნეს ლიდერები, აღიარებული ინჟინერ-მშენებლები და იურისტები. გუნდის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან სამეცნიერო, საძიებო-კვლევითი, სამშენებლო, ზედამხედველობის და კონტროლის ხანგრძლივი, წარმატებული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამოცდილების მქონე ექსპერტები და სპეციალისტები. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. კომპანიას ასევე აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ჰიდროლოგიური, გეოდეზიური, გეოფიზიკური, გეოლოგიური საველე კვლევები და მომხმარებელს მიაწოდოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქტი.
კომპანიამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა გარემოსა და სოციალური საკითხების კუთხით, რამაც განაპირობა ამ დარგის უფრო ფართოდ განვითარება და უკვე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა მომსახურებებს.
კომპანია გროს ენერჯი BIM Solutions Georgia-ს პარტნიორია და ჩართულია ისეთი BIM ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, როგორიცაა GEO5 გეოტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა. GEO5 არის ყოვლისმომცველი პროგრამული კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი ამოცანისთვის გეოლოგიური კვლევებიდან მოწინავე გეოტექნიკურ დიზაინამდე. GEO5 ხედავს მომავალს BIM ტექნოლოგიაში და სრულად მორგეულია მასზე.
GEO5 გეოტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფის ბევრი უპირატესობის გამოყენებით, გროს ენერჯის გუნდის მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა უფრო და უფრო იზრდება. გეოტექნიკური AGS და SEP3 სტანდარტების გამოყენება, IFC მოდელების ექსპორტი, 3D ნიადაგის ფენების მოდელირება, გეოლოგიური რუქების და ტერიტორიის კვლევის მონაცემების იმპორტი, საველე ტესტების ინტერპრეტირება გეოლოგიურ პროფილებში, რთული გეოლოგიური მოდელების გენერაცია (ჰორიზონტალური ან დახრილი ფენები, რღვევები, ეროზია, მეწყერი) და მრავალი სხვა ფუნქცია აჩქარებს პროექტირების და მათი დამკვეთამდე მიწოდების დროს და ასევე მის ხარისხს.