შპს კანო 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. კომპანია მუშაობს ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებზე, როგორიცაა: იუსტიციის სახლები, ხიდები, ჰიდროელექტროსადგურები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და სხვა.კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე, ისინი ვცდილობენ, რომ მომხმარებელს მიაწოდონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ლითონის კონსტრუქციების ბაზარზე. კომპანიას ინჟინრების გამოცდილი გუნდი ჰყავს და ასევე ფლობს ქარხნის ძლიერ ტექნიკურ ბაზას, რომელიც უზრუნველყოფილია თანამედროვე სამრეწველო აღჭურვილობით.

შპს კანო BIM Solutions Georgia-ს პარტნიორია და ჩართულია ისეთი BIM ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, როგორიცაა Tekla Structures. Tekla Structures არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრუქტურული მოდელირების ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სპეციალისტის ეფექტურობა მინიმუმ 30%-ით გაზარდოს. პროგრამა გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში ფოლადის და ბეტონის დეტალების პროექტირებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან და მართონ 3D სტრუქტურული მოდელები ბეტონის ან ფოლადისგან და მართონ პროცესები კონცეფციიდან უშუალოდ პროექტს შესრულებამდე.

Tekla Structures-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სტრუქტურების დეტალური 3D მოდელების შექმნის შესაძლებლობა. ამ ფუნქციისა და კიდევ უამრავი უპირატესობის საშუალებით, რაც პროგრამას გააჩნია, კანოს გუნდის მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა უფრო და უფრო იზრდება. 3D ვიზუალიზაცია, სხვადასხვა კომუნიკაციების გადაკვეთების აღმოფხვრა, პროცესების ავტომატიზირება და სხვა ფუნქციები მშენებლობის დაწყებამდე  სტრუქტურის უკეთ გაგებასა და კოორდინაციის საშუალებას იძლევა.