
მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი — Layout. ლეიაუთი არის საინჟინრო სისტემების საპროექტო კომპანია მექანიკური, ელექტრო და წყალარინების (MEP) სისტემების პროექტირების 10 წლიანი გამოცდილებით
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არის არა მხოლოდ სამუშაოს სისწორის, არამედ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის სანდოობის გარანტი. თანამედროვე BIM ტექნოლოგიებით მათ შეუძლიათ შექმნან მაღალპროდუქტიული 3D მოდელები და ავტომატიზებული პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი პროექტების ეფექტიანობას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან, როგორიცაა Layout, და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.