ჩვენი მორიგი პარტნიორი მეპერსი. მეპერსი 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში და სამუშაო პროცესის ხარისხიანად შესრულებაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი.
კომპანიამ განახორციელა არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი და მომსახურებას უწევს ათეულობით მულტფუნქციურ თუ საცხოვრებელ კომპლექსს, პრემიუმ კლასის სასტუმროებს, ბიზნეს ცენტრებს და კომერციული დაწესებულებებს.
მეპერსი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების აღჭურვილობის მიწოდება-მონტაჟს და შემდგომ სერვისს.
როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ AutoCAD-ისა და Autodesk Revit-ის ლიცენზირებულ პაკეტებს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.