მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი Next • ნექსთი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს.
პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ BIM Collaborate Pro-ს ლიცენზირებულ პაკეტს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.
BIM Collaborate Pro არის Autodesk-ის ქლაუდ პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს საპროექტო, საინჟინრო და სამშენებლო გუნდებს რეალურ დროში იმუშაონ ერთიან მოდელებზე, მართონ და მონიტორინგი გაუწიონ საპროექტო ფაილებს, რაც ამარტივებს თანამშრომლობას და ზრდის პროექტის ეფექტურობას.
რას ნიშნავს ეს პარტნიორობა?
ჩვენ, BIM Solutions Georgia და Autodesk ვაერთიანებთ ძალებს, რათა შემოგთავაზოთ უპრეცედენტო წვდომა უახლეს ინსტრუმენტებსა და ინოვაციებზე დიზაინის სამყაროში. BIM Collaborate Pro-ს მძლავრი ფუნქციებითა და BIM Solutions Georgia-ს ექსპერტული მხარდაჭერით, თქვენ გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი პროექტების კონცეფციიდან რეალობამდე მარტივად და უმტკივნეულოდ განსახორციელებლად.