
მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი — Philip Morris Georgia. „ფილიპ მორის ჯორჯია“ არის საერთაშორისო თამბაქოს ლიდერი კორპორაციის — Philip Morris International-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან საქმიანობს.
PMI საკუთარი მომავლის საფუძველს ქმნის სიგარეტების ნაცვლად ე.წ. უკვამლო პროდუქტებზე გადასვლით, რომლებიც — მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უსაფრთხო არ არის — მნიშვნელოვნად უკეთესი არჩევანია, ვიდრე სიგარეტის მოწევა.
როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არის არა მხოლოდ სამუშაოს სისწორის, არამედ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის სანდოობის გარანტი. თანამედროვე BIM ტექნოლოგიებით მათ შეუძლიათ საკუთარი მიზნები მაქსიმალური ეფექტურობითა და სიზუსტით განახორციელონ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან, როგორიცაა Philip Morris Georgia, და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.