ჩვენი პარტნიორი კომპანია შპს Progresi , ერთერთი ლიდერი კონსტრუქციული ორგანიზაციაა სამშენებლო და კონსტრუქციული ინჟინერიის სფეროში, რომელიც წარმოადგენს გამოცდილი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს კომპიუტერის დახმარებით პროექტირების სფეროში და ყოველთვის მზად არის მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის კონსტრუქციული მომსახურება – ყოვლისმომცველი სერვისები, როგორიცაა სტატიკური, დინამიკური (მიწისძვრა, ქარის პულსაცია), თერმული ანალიზი, კონსტრუქციული გაანგარიშება, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობის ზედამხედველობა და კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასება.

როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ BIM Collaborate Pro-ს ლიცენზირებულ პაკეტს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან კომპანიებთან, ვეხმარებით ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში და კონკურენტული უპირატესობის მიღებაში.