Q engineering – ასრულებს საპროექტო მომსახურებას, სხვადასხვა ტიპისა და კლასის  შენობა-ნაგებობათა პროექტების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებასა და საკონსულტაციო მომსახურებას სამშენებლო საქმეში.მისი მისიაა საპროექტო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვით, წვლილის შეტანა ქვეყნის სამშენებლო და საინჟინრო სექტორის ზრდა-განვითარებაში, პროექტირების თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების გამოყენებით, კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება; ახალი მიდგომებით, მაღალი პასუხისმგებლობითა და მომხმარებლებზე ორიენტირებულობით ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება.

შპს Q engineering BIM Solutions Georgia-ს პარტნიორია და ჩართულია ისეთი BIM ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, როგორიცაა Tekla Structures. Tekla Structures არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრუქტურული მოდელირების ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სპეციალისტის ეფექტურობა მინიმუმ 30%-ით გაზარდოს. პროგრამა გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში ფოლადის და ბეტონის დეტალების პროექტირებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან და მართონ 3D სტრუქტურული მოდელები ბეტონის ან ფოლადისგან და მართონ პროცესები კონცეფციიდან უშუალოდ პროექტს შესრულებამდე.

Tekla Structures-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სტრუქტურების დეტალური 3D მოდელების შექმნის შესაძლებლობა. ამ ფუნქციისა და კიდევ უამრავი უპირატესობის საშუალებით, რაც პროგრამას გააჩნია, Q engineering-ის გუნდის მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა უფრო და უფრო იზრდება. 3D ვიზუალიზაცია, სხვადასხვა კომუნიკაციების გადაკვეთების აღმოფხვრა, პროცესების ავტომატიზირება და სხვა ფუნქციები მშენებლობის დაწყებამდე  სტრუქტურის უკეთ გაგებასა და კოორდინაციის საშუალებას იძლევა.