ვებინარი ელექტროინჟინრებისთვის-,,DDScad Electrical პროგრამული უზრუნველყოფა”.

2024-03-05 15:00
-
2024-03-05 16:00

აღწერა

გეპატიჟებით  DDScad Electrical-ის უფასო ვებინარზე 5 მარტს 15:00 საათზე.

DDScad Electrical არის პროგრამული უზრუნველყოფა ელექტრო ინჟინრებისთვის და შემსრულებლებისთვის.

მისი საშუალებით თქვენ შეიმუშავებთ სრული ელექტრო სისტემების პროექტირებას შენობებისთვის. მისი ავტომატური ფუნქციები უზრუნველყოფს პროექტის შესრულების მაქსიმალურ ეფექტურობას, როგორებიცაა:

  • განათების გაანგარიშება ლუქსების მიხედვით,
  • ცალხაზოვანი სქემების ავტომატურად გამოტანა,
  • მასალათა სპეციფიკაციებისა, რაოდენობების სრულად მოწოდება და ა.შ.,

პროდუქტის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები მოიცავს ინტელექტუალურ კომპონენტებს, სიმბოლოებს, მაკროებს და პარამეტრულ ობიექტებს. ინტეგრირებული გამოთვლები და კონტროლის ფუნქციები გაძლევთ საშუალებას, რომ  ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს დიზაინს.

ვებინარის მსვლელობისას ჩვენ გაჩვენებთ:

  • თუ რამდენად მარტივად, დეტალურად და სწრაფად შეიძლება 2D-ში ხაზვა და ავტომატურად 3D მოდელში აღბეჭდვა, სქემების ავტომატური გენერირება;
  • როგორ შეიძლება ნახაზების და მასალების სპეციფიკაციების ავტომატურად გენერირება – შაბლონის შექმნა და
  • ბოლოს საბეჭდი ფაილის მომზადება სამშენებლო ობიექტისთვის.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გახადოთ თქვენი შრომა უფრო ღირებული და ეფექტური მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებით და გაიარეთ რეგისტრაცია, რომ დაესწროთ ვებინარს

ვებინარის ხანგრძლივობა 1 საათი.

ღონისძიება განკუთვნილია

  • ელექტრო ინჟინრებისთვის
  • BIM მომხმარებლებისთვის

მომხსენებლები

  • თორნიკე ელიზბარაშვილი – BIM Solutions Georgia-ს ელექტროინჟინერი