აღწერა
გეპატიჟებით Revit-ის უფასო ვებინარზე 20 მაისს 15:00 საათზე.
Revit არის პროგრამული უზრუნველყოფა არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისა და კონსტრუქტორებისთვის. Autodesk Revit დამწყებთათვის ეს კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას ისწავლოთ Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. იდეალურია ყველასთვის, სტუდენტებისთვისაც და პროფესიონალებისთვისაც, ვისაც აინტერესებს არქიტექტურა,ინჟინერია და პროექტირების პროცესი. თქვენ არ გჭირდებათ წინასწარი გამოცდილება Revit-თან მუშაობაში, რადგან ეს კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის. ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადი ასპექტების შესახებ, თუ როგორ მუშაობს Revit და ზოგადად BIM პროგრამული უზრუნველყოფა და რითი განსხვავდება იგი სხვა პროგრამული უზრუნველყოფებისგან.
მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ შექმნათ სრული არქიტექტურული მოდელი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს BIM-ის სტანდარტებს. მისი ავტომატური ფუნქციები უზრუნველყოფს პროექტის შესრულების მაქსიმალურ ეფექტურობას, როგორებიცაა:
- ავტომატური ფუნქციის მეშვეობით კოლონებისა და რიგელების დასმა ღერძების მიხედვით;
- მოდელის მიხედვით მოცულობების ამოღება;
- მასალათა სპეციფიკაციებისა, რაოდენობების სრულად მოწოდება;
- დეტალების ავტომატურად გამოტანა;
პროდუქტის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები მოიცავს ინტელექტუალურ კომპონენტებს, სიმბოლოებს, მაკროებს და პარამეტრულ ობიექტებს. ინტეგრირებული გამოთვლები და კონტროლის ფუნქციები გაძლევთ საშუალებას, რომ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს დიზაინს.
ვებინარის მსვლელობისას ჩვენ გავივლით შემდეგ საკითხებს:
- პროგრამის ინტერფეისი;
- მოდელირების ძირითად ეტაპებს: სართულები, ღერძები, გეგმები;
- ფემილების იმპორტსა და ახალი ფემილების შექმნას;
- შექმნილი მოდელიდან მოცულობების ავტომატური კალკულაცია;
- დამუშავებული გეგმებიდან დოკუმენტაციის ამოღება;
- არსებული მოდელის 2D და 3D ექსპორტი;
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გახადოთ თქვენი შრომა უფრო ღირებული და ეფექტური მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებით და გაიარეთ რეგისტრაცია, რომ დაესწროთ ვებინარს
ვებინარი ჩატარდება ონლაინ, ზუმ პლატფორმის მეშვეობით.
ვებინარის ხანგრძლივობა 1 საათი.
ღონისძიება განკუთვნილია
- არქიტექტორებისთვის
- ინჟინრებისთვის
- სტრუქტურული ინჟინრებსა და დიზაინერებისთვის
- BIM მომხმარებლებისთვის
მომხსენებლები
- ლანა ყოჩიაშვილი – Autodesk Software-ის მხარდაჭერის სპეციალისტი საქართველოში