პირველი სემინარი GEO5 პროგრამულ უზრუნველყოფაში

2024-04-25 10:30
-
2024-04-25 13:00
Radisson BLU Iveria Hotel Tbilisi
პირველი რესპუბლიკის მოედანი 1 თბილისი, 0108 საქართველო
მარიამ მაღრაძე
+995597009175 info@bimsolutions.ge

აღწერა

გეპატიჟებით სემინარზე, რომელიც ეძღვნება კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და გეოტექნოლოგებს.

სემინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის გზით.

ღონისძიება თბილისში Radisson BLU Iveria Hotel-ში გაიმართება, რომელიც ეძღვნება კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და გეოტექნოლოგებს. GEO5 არის ყოვლისმომცველი პროგრამული კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი ამოცანისთვის გეოლოგიური კვლევებიდან მოწინავე გეოტექნიკურ დიზაინამდე. სემინარის მონაწილეები დაინახავენ, რამდენად სწრაფი, ზუსტი და ეფექტური შეიძლება იყოს პროექტირების პროცესი თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით.

ჩვენ წარმოგიდგენთ, თუ როგორ მარტივად შეიძლება გამოიყენოთ GEO5 სხვადასხვა სირთულის ამოცანების გადასაწყვეტად.

GEO5 ხედავს მომავალს BIM ტექნოლოგიაში და სრულად მორგეულია მასზე. ჩვენი აზრით, შემდეგი სამი პუნქტი არის BIM-ში მუშაობის საფუძველი:

  1. მუშაობის წესი – ყველა მონაცემისა და მოდელის ელექტრონული შენახვა და დამუშავება კონსტრუქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.
  2. კომუნიკაცია – BIM ტექნოლოგიით მომუშავე სხვა პროგრამებს შორის ამ მონაცემების გადაცემის შესაძლებლობა
  3. 4D მოდელი – კონსტრუქციის მოდელირება 3D-ში და შემდგომი ცვლილებების მოდელირება დროთა განმავლობაში

BIM-ის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროგრამაში შენახული ყველა მონაცემი არ დაიკარგოს და ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ დროს. გასაგებად იყოს მოცემული, რა ვარაუდები გაკეთდა მათი შექმნისას, რა გამარტივებები იქნა მიღებული და როგორი იყო გაზომილი მონაცემების ინტერპრეტაცია.

GEO5 და BIM

  • IFC მოდელების ექსპორტი მომხმარებლის მონაცემების ექსპორტისა და განსაზღვრის შესაძლებლობით;
  • ცხრილების და ტექსტური ფაილების იმპორტი და ექსპორტი მრავალი პროგრამის დონეზე;
  • მონაცემთა და ობიექტების ჩატვირთვა სხვა პროგრამებიდან (DXF, DWG, LandXML);
  • გეოტექნიკური AGS და SEP3 სტანდარტების გამოყენება

BIM მოდელირების საფუძველია 3D ნიადაგის ფენების მოდელის შექმნა, რომელიც შემდგომ განვითარდება. ინდივიდუალური სამშენებლო ეტაპების ფარგლებში შესაძლებელია მიწის სამუშაოების მოდელირება და ობიექტების – კონსტრუქციების ატვირთვა. ცალკეული პროგრამები შემდეგ იძლევა მშენებლობის ისტორიის მოდელირების საშუალებას.

ღონისძიება განკუთვნილია

  • კონსტრუქტორებისთვის, ინჟინრებისთვის და გეოტექნოლოგებისთვის.
  • BIM მომხმარებლებისთვის
  • დიზაინერი პროექტის მენეჯერებისთვის

დღის წესრიგი

  • ყავით დახვედრა და რეგისტრაცია – 10:30–10:50
  • წარდგენა – 10:50-11:00
  • პრეზენტაცია და რეალური პროექტების განხილვა – 11:00-12:30
  • კითხვა/პასუხი – 12:30 -13:00

მომხსენებელი

  • დავით კვარაცხელია- Absolute Service-ის დამფუძნებელი;
  • 16 წლიანი გამოცდილება არქიტექტურასა და მშენებლობაში, გზების, ხიდების, გვირაბების პროექტირებაში;
  • GEO5 პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება;