უფასო ვებინარი: Autodesk BIM Collaborate Pro – ნაწილი II: პრაქტიკა და ავტომატიზაცია

2026-01-22 15:00
-
2026-01-22 16:00

აღწერა

გიწვევთ მორიგ უფასო ვებინარზე: Autodesk BIM Collaborate Pro – ნაწილი II: პრაქტიკა და ავტომატიზაცია. ვებინარის პირველი ნაწილი გასულ წელს წარმატებით ჩავატარეთ, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. ახლა კი გეპატიჟებით მეორე სესიაზე, რომელიც უფრო ღრმა, პრაქტიკულ ცოდნას მოგცემთ მოწინავე დონეზე.

ეს სესია განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ საბაზისო ცოდნა და სურთ რეალური პროექტების მაგალითებზე დაფუძნებული Cost Estimation, Quantity Takeoff და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება Autodesk Construction Cloud-ში.

ვებინარის მიზანია:

  • ღირებულებების ზუსტი შეფასება;

  • რაოდენობების ეფექტური მართვა;

  • მონაცემებზე დაფუძნებული, სწრაფი და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;

  • საუკეთესო პრაქტიკებისა და ინდუსტრიული გამოცდილების გაზიარება;

ვისთვის არის ეს ვებინარი?

• არქიტექტორებისთვის;
• კონსტრუქტორებისა და ინჟინრებისთვის;
• MEP სპეციალისტებისთვის;
• BIM კოორდინატორებისა და მოდელერებისთვის;
• პროექტის მენეჯერებისთვის;
• ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის;

რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?

• მიიღებთ რეალურ პრაქტიკულ ცოდნას BIM Collaborate Pro–ს გამოყენებაზე;
• გაიგებთ როგორ გამოიყენოთ ACC პლატფორმა პროექტების უკეთ მართვისთვის;
• გაეცნობით საერთაშორისო სტანდარტებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს;
• მიიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას ჩვენი ტრენერებისგან და რეალური ქეისების მიხედვით;

დარეგისტრირდით ახლავე და დაიკავეთ ადგილი უფასო ვებინარზე