ჩვენი პარტნიორი კომპანია Silk Developmet . სილქ დეველოპმენტი 2005 წლიდან ქმნის განსაკუთრებულ და საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს უძრავი ქონების სექტორში, რომლებიც უნიკალურ ადგილმდებარეობასა და ბუნებრივ გარემოს ორგანულად ერწყმის.

კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ცნობილ საერთაშორისო და ადგილობრივ არქიტექტურულ სტუდიებსა და დიზაინ ბრენდებთან, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე არქიტექტურასა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტების დაცვას. მდგრადი არქიტექტურა, მშენებლობისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, გარემოსადმი პასუხისმგებლობა სილქ დეველოპმენტის მთავარი პრიორიტეტებია.

როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი აცნობიერებენ, რომ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი – ეს არის ეფექტური მუშაობის, კომპანიის სანდოობისა და ინოვაციური განვითარების საფუძველი. სწორედ ამიტომ, AutoCAD-ის, Autodesk Revit-ისა და SketchUp-ის ლიცენზირებული პაკეტების გამოყენებით, ისინი უზრუნველყოფენ მაღალპროდუქტიულ 3D მოდელირებასა და პროცესების ავტომატიზაციას, რაც მათი წარმატების განუყოფელი ნაწილია.

ვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან კომპანიებთან და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.