მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი მორიგი პარტნიორი — Smarter. როგორც ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანია ქვეყნის მასშტაბით, სმარტერი ბრენდული სასტუმროებისა და მაღალი კლასის პროექტების მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორია. საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა და პროფესიონალი საინჟინრო გუნდი მათი წარმატების მთავარი საფუძველია – ხარისხი, სიზუსტე და ინოვაცია თითოეულ პროექტში.

როგორც BIM Solutions Georgia-ს პარტნიორები, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ Autodesk-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არის არა მხოლოდ სამუშაოს სისწორის, არამედ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის სანდოობის გარანტი. თანამედროვე BIM ტექნოლოგიებით მათ შეუძლიათ შექმნან მაღალპროდუქტიული 3D მოდელები და ავტომატიზებული პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი პროექტების ეფექტიანობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან, როგორიცაა Smarter, და ვეხმარებით მათ ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

შეგახსენებთ, რომ BIM Solutions Georgia არის Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში და გთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.